"ეს არის სისტემის რეაქცია" — წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მისი დანიშვნის შეჩერებაზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
"ეს არის სისტემის რეაქცია, სისტემა ძალიან სწრაფად რეაგირებს თავის დასაცავად", — ასე შეაფასა კახა წიქარიშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის განკარგულება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, შეჩერებულია.
წიქარიშვილის თქმით, "სასამართლოში არსებული კლანის მხრიდან" საწინააღმდეგო ღონისძიებას მოელოდა, თუმცა, არ იცოდა, კონკრეტულად როგორი და რა მეთოდი იქნებოდა გამოყენებული.
"ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად არის სისტემის რეაქცია ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ერთ დღეში, განცხადების შეტანიდან რამდენიმე საათში განკარგულების შეჩერება, იმ დროს, როდესაც სასამართლოში საქმეები თვეები და წლები ჭიანურდება და ვერ იცლიან ხანდახან თვეების განმავლობაში, გადახედონ საქმეებს, ეს თავისთავად მეტყველებს, რომ სისტემა ძალიან სწრაფად რეაგირებს თავის დასაცავად", — თქვა წიქარიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.
წიქარიშვილის განმარტებით, მოსარჩელე თვლის, რომ კონკურსის დროს მიუკერძოებლობის პრინციპი დაირღვა.
"როგორც გადმომცეს სარჩელის საფუძველი არის ის, რომ კონკურსის დროს დარღვეულ იქნა მიუკერძოებლობის პრინციპი. ანუ კომისიის წევრი ბესო ლოლაძე, რომელიც არის დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი, მან არ აიცილა კომისიაში მონაწილეობა.
ასევე, ნონა ქურდოვანიძეზე არის ყურადღება გამახვილებული, რომ მე წარმადგინა საია-მ 2013 წელს და შესაბამისად, ნონა ქურდოვანიძესაც ეს უნდა აეცილებინა და მესამე საფუძველი, როგორც ვიცი არის ის, რომ კომისიამ არ დამისვა შეკითხვები ჩემს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, განსხვავებით სხვა კანდიდატებისგან", — განაცხადა წიქარიშვილმა.
გუშინ, 22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის განკარგულება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, შეჩერებულია.
მიზეზი პრეზიდენტის მიმართ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შესული სარჩელია, რომლის ავტორი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატი მანუჩარ კაკოჩაშვილია.
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
კომენტარები