რუსეთი ნატოს სამიტში სომხეთის მონაწილეობას აკრიტიკებს
ფოტო: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთმა სომხეთი ვაშინგტონში ნატოს სამიტში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა და სომხეთის ნაბიჯს, ნატოსთან და მის წევრ ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებისკენ, არაგონივრული უწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვი სწუხს ვაშინგტონში, ნატოს 9–11 ივლისის სამიტში სომხეთის მონაწილეობის გამო.
გალუზინმა, ასევე, გააკრიტიკა ერევანი ნატოსთან და მის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების გამო, "განსაკუთრებით, ნატოს სტანდარტების დანერგვის, იარაღის შესყიდვის, ან ერთობლივი საბრძოლო მომზადების აქტივობების განხორციელების თვალსაზრისით“.
"ასეთი ტემპით თანამშრომლობის გაღრმავებით მათთან, ვისი მიზანიც არის რუსეთის "სტრატეგიული დამარცხება“, ერევანი სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის სერიოზულ დესტაბილიზაციის რისკს აყენებს, საკუთარი უსაფრთხოების საზიანოდ“, — განაცხადა გალუზინმა და დასძინა, რომ მცოდნე სპეციალისტებსა და პოლიტიკოსებს სომხეთში ესმით ასეთი "უგუნური ნაბიჯების“ შესაძლო ფასი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი რჩება CSTO-ს წევრი და მრავალი ორმხრივი სამხედრო შეთანხმების მხარე.
მან, ასევე, გაიხსენა რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის ბოლო გაფრთხილება სომხეთისთვის, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრობა "შეუთავსებელია" და აღნიშნა, რომ სომხეთის პოლიტიკური ორიენტაცია სულ უფრო მეტად ხდება დასავლეთისკენ მიმართული.
"სარგებელი, რომელსაც ქვეყანა იღებს რუსეთთან სიახლოვისგან, ასევე უნდა იყოს აღქმული, როგორც ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით ჩვენი უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სიღრმისთვის", — თქვა ოვერჩუკმა და აღნიშნა, რომ "არა რეგიონული მოთამაშეების“ შესვლას კავკასიაში "შედეგი“ მოჰყვება.
გალუზინმა ერევნის ნაბიჯს უწოდა "ორ სკამზე დაჯდომის არარეალური მცდელობა".
სამიტის ფარგლებში, აშშ-ს ხელშეწყობით შედგა შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს შორის, სადაც განიხილეს "გრძელვადიანი და ღირსეული სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიღწეული პროგრესი". ბლინკენმა, გავრცელებული ინფორმაციით, განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი "ძალიან ახლოს არის საბოლოო შეთანხმების მიღწევასთან".
რა საფრთხეს ხედავენ ევროკავშირის მუდმივი მისიისგან
კიდევ ერთ ინტერვიუში გალუზინმა სომხეთში ევროკავშირის მისია გააკრიტიკა, აღნიშნა რომ რუსეთს "უარყოფითი დამოკიდებულება აქვს" მათი საქმიანობის შესახებ და თქვა, რომ მათ არ უნახავთ მუშაობის "ხელშესახები შედეგი".
"ჩვენ, ასევე, შეშფოთებულები ვართ, რომ ერევნის თანხმობით, მისია არა მხოლოდ ფართოვდება, არამედ, შესაძლოა, დროებითიდან მუდმივად გარდაიქმნას", — განაცხადა გალუზინმა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ კანადის წარმომადგენლები შეუერთდნენ მისიას აპრილში, "რაც, დე ფაქტო, ნიშნავს ნატოს მცოცავ შეღწევას სამხრეთ კავკასიაში".
გალუზინმა თქვა, რომ ევროკავშირი ცდილობს მოიპოვოს ადგილი რეგიონში "სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ტრადიციული პარტნიორებისა და მეზობლების— რუსეთის, ირანის, თურქეთის ინტერესების საზიანოდ".
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ჰაკობ არშაკიანმა მოკლე კომენტარი გააკეთა რუსეთის განცხადებებზე.
"სომხეთთან და სომხეთის უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი წყდება სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით და მე ვფიქრობ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ეფუძნება სომხეთის უსაფრთხოების ინტერესებს“, — განაცხადა არშაკიანმა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები