5 უნარი, რომელიც მომავალ STEM ოლიმპიადაში გამოგადგება – ფინალისტი გუნდის რეკომენდაციები
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოში ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალი დასრულდა. STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით გაიმართა, რომლის მიზანიც ქვეყნის მასშტაბით მომავლის პროფესიების პოპულარიზებაა. პირველ, თეორიულ ტურში 200-მდე სკოლის გუნდი ჩაერთო, რომელთაგანაც თითოეულმა ტესტირება სკოლის ტრადიციულ საგნებში – ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში გაიარა. მათ შორის ფინალში გადასვლა კი საუკეთესო ათეულმა მოახერხა. ფინალურ, პრაქტიკულ ტურში მონაწილეებმა ინჟინრული დავალებები შეასრულეს და ჭკვიანი სახლის პროექტები შექმნეს.
გადამწყვეტ ტურში, რომელშიც კონკურენციის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, მე-3 ადგილი სკოლა-ლიცეუმ “მწიგნობართუხუცესის” გუნდმა დაიკავა, გუნდის წევრებს – ანასტასია ჯანყარაშვილს, ნატა ბეჭვაიას, სანდრო ვერულეიშვილს, დავით გილიგაშვილს, საბა ზარანდიას, ბაქარ ბუხსიანიძეს – საჩუქრად პლანშეტები და სერტიფიკატები გადაეცათ.
მესამეადგილოსანი გუნდის მენტორმა, ლალი ხატიაშვილმა, გაგვიზიარა რჩევები და უნარები, რომელთა დახვეწაც ყველაზე მეტად დაგეხმარება ოლიმპიადაზე წარმატებისთვის:
1. გუნდური მუშაობა
STEM ოლიმპიადა ეყრდნობა გუნდურობის პრინციპს. ინდივიდუალური ნიჭი და ცოდნა საკმარისი არ არის. განსაკუთრებით მეორე ტურში, როდესაც ექვსეული ერთად ცდილობს გადაჭრას პრაქტიკული ამოცანა, უნდა შეძლო სხვადასხვა მოსაზრებების მოსმენა, გაანალიზება, საკუთარი არგუმენტების დასაბუთება. ჩვენი ფინალური დავალება შედგებოდა სამი პროექტისგან: სახლის უსაფრთხოების სისტემა, შლაგბაუმის მუშაობა, მზის პანელის მართვა. პრობლემის გააზრების შემდეგ მოსწავლეებმა გაინაწილეს დავალებები, შეადგინეს მუშაობის გეგმა, ზოგი მუშაობდა წრედის აწყობაზე, ზოგიც პროგრამულ უზრუნველყოფაზე. დროის ოპტიმალურად გამოყენებისთვის აუცილებელია შეგეძლოს სწორად გადაანაწილო პასუხისმგებლობები.
2. კრეატიული აზროვნება
ყოველი პროექტის განხორციელებისთვის რამდენიმე გზა არსებობს, უნდა აირჩიო მიღწევადი, სასურველი და ეცადო იყო ორიგინალური. STEM მიმართულება ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს უკავშირდება, იმისათვის, რომ შენი პროექტი, ხედვა იყოს ღირებული და გამორჩეული, აუცილებელია იფიქრო რაციონალურად და თავისუფლად, არ შეგეშინდეს, რომ ცდები და აუცილებლად გაუზიარე შენი იდეები გუნდის წევრებს.
3. მოვლენის გააზრება
იმისათვის, რომ დავალება კარგად შეასრულო, საჭიროა სწორად გაიაზრო პირობა. ოლიმპიადებზე თუ გამოცდებზე, ზედმეტი სიჩქარისა და ნერვიულობის გამო, ხშირად არასრულად ვეცნობით დავალების პირობასა და მოთხოვნებს. არასწორად გააზრებულ პირობას კი ცუდად შესრულებული დავალება მოჰყვება. ამიტომ, ეცადე, მშვიდად გაიაზრო მოცემულობა, არ მოგერიდოს კითხვების დასმა, აზრების მიმოცვლითა და კითხვებით აუცილებლად მიაღწევ სასურველ შედეგს.
4. კრიტიკული აზროვნება
კრეატიულ აზროვნებასთან ერთად საჭიროა, შეგეძლოს მოვლენებისა და მოსაზრებების კრიტიკულად შეფასება, მხოლოდ ასე შეძლებ ხარვეზების პოვნასა და გამოსწორებას. ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული პროექტის განხილვის დროს ზოგიერთი სქემა ხარვეზებით მუშაობდა, მეორე დღეს შევხვდით, ვისაუბრეთ და აღმოვაჩინეთ ამ ხარვეზების მიზეზები. ზომიერი კრიტიკა და ზოგჯერ თეორიის ეჭვქვეშ დაყენება გეხმარება განვითარებაში.
5. ბუნების ერთიანი სურათის აღქმა
მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ურთიერთკავშირი გეხმარება სამყაროს მრავალმხრივი ბუნების აღქმაში. გარდა ცალკეულ საგნებში ფაქტებისა და თეორიის სწავლისა, აუცილებელია, შეძლო დაგროვილი ცოდნის სინთეზი და ისე მიუდგე პრობლემას, სხვაგვარად ვერ შეძლებ ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენებას. STEM ოლიმპიადაში წარმატებისთვის კი აუცილებელია შეგეძლოს შენ მიერ დაგროვილი ცოდნით რაღაც პრაქტიკულის და ხელშესახების შექმნა.
STEM არის ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები, ფიზიკა, მათემატიკა, ინჟინერია და მომავლის პროფესიები. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, ამიტომ საკმარისი დრო გაქვს, იმუშაო საკუთარ თავზე, შეკრა სკოლის გუნდი და მოემზადო შემდეგი სეზონისთვის, რომელზე რეგისტრაციაც ოქტომბერში გამოცხადდება.
ასე რომ, გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, გაითვალისწინე რჩევები, თვალი ადევნე სიახლეებს და არ გამოგრჩეს STEM ოლიმპიადის შემდეგი სეზონი.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები