კომფორტული, სანდო — როგორ აფასებს კომპანია სკამი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკს
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბიზნესის მართვის პროცესი ყოველდღიურად სხვადასხვა გამოწვევებს უკავშირდება. ტრანზაქციები, ფინანსების ანალიზი, დოკუმენტაციის მართვა თუ სხვა საჭიროებები მცირე თუ დიდი ბიზნესისთვის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. სწორედ ამ პროცესების გამარტივების მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელთა საჭიროებაზე მაქსიმალურად მორგებულ პლატფორმას — ბიზნეს ინტერნეტბანკს დიდი ხანია, ბიზნესებს სთავაზობს. ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებს მხოლოდ ერთი სივრციდან შეუძლიათ თანამშრომლებისთვის ხელფასის ჩარიცხვა, ამონაწერის გაკეთება, კომუნალურების გადახდა, პარტნიორებთან თანხის გადარიცხვა და სხვა ოპერაციების შესრულება.
ბიზნეს მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მათ განვითარებაზე მუშაობას. ბიზნესების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ფუნქციონალების გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
ინტერიერის დიზაინის და ავეჯის მაღაზია სკამი ბიზნეს ინტერნეტბანკს აქტიურად იყენებს. იმის შესახებ, თუ რას სთავაზობს ქართული კომპანია მომხმარებლებს და როგორია ბიზნეს ინტერნეტბანკთან ურთიერთობის გამოცდილება, სკამის დამფუძნებელი დირექტორი, გიორგი სურგულაძე, გვესაუბრა.
"სკამი არის ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს სკანდინავიური სტილის ხის ავეჯს სასადილო სკამებისა და მაგიდების მიმართულებით. ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი მომხმარებლების სურვილები და მათ ავეჯის წამყვანი საერთაშორისო ტრენდების ბაზაზე ვთავაზობთ ფართო ასორტიმენტს, ფერებისა და ზომების შეუზღუდავი არჩევანით. ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლებმა სრულად შეძლონ საკუთარ გემოვნებასა და ინტერიერს ავეჯის თითოეული დეტალი მოარგონ", — ამბობს გიორგი სურგულაძე.
ბიზნესის მართვის პროცესში გიორგი სურგულაძე ბიზნეს ინტერნეტბანკს ყოველდღიურად იყენებს. გადარიცხვის ფუნქცია და ფინანსური მენეჯერი კი, გიორგის აზრით, ბიზნეს ინტერნეტბანკის ყველაზე კომფორტული ფუნქციონალებია.
"ბიზნეს ინტერნეტბანკს კომპანიის ფინანსური საქმიანობისთვის სხვადასხვა ოპერაციის განხორციელებისას ვიყენებთ. ამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ბიზნეს ინტერნეტბანკი არის ძალიან გამართული, მეგობრული და სანდო სისტემა, ამასთანავე, მუშაობს შეფერხების გარეშე. ბიზნეს ინტერნეტბანკის ფუნქციონალებიდან ჩემთვის ყველაზე კომფორტულია ფინანსური მენეჯერის ფუნქციონალი, გადარიცხვის ფუნქციონალი, ამონაწერის გაკეთების სიმარტივე და სისწრაფე, ასევე, ავტორიზაციის შეუფერხებლად მუშაობა. ყოველდღიურ რეჟიმში ვიყენებთ გადახდის და გადარიცხვის ფუნქციებს, რომლებიც კომფორტული, სანდო, სწრაფი და შეუფერხებელია", — აღნიშნა გიორგი სურგულაძემ.
გიორგის თქმით, ნაშთების შემოწმების ფუნქცია ფინანსების მართვის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. შეგახსენებთ, რომ ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებს ბიზნეს ანგარიშზე არსებული ნაშთისა და განხორციელებული ტრანზაქციების შემოწმება ნებისმიერ დროს შეუძლიათ, რადგან ყველა გადარიცხვის შემდეგ ანგარიშზე ნაშთის ცვლილება მომენტალურად ისახება.
"ერთ-ერთი მთავარი კომფორტი, რაც საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკმა მოგვცა, არის ნაშთების ასახვის სისწრაფე და სიზუსტე (გადარიცხვების მომენტალურ ასახვასთან ერთად, დიდი კომფორტია ტერმინალით გატარებული ტრანზაქციების მომენტალური ასახვა, საგანვადებო ჩარიცხვების მომენტალური ასახვა). ნაშთების შემოწმება სიზუსტისა და კონტროლისთვის შეუცვლელი ფუნქციაა. ზოგადად კი, კომპანიის ფინანსების მართვის კუთხით, ყველა ფუნქციონალის ერთიანობა ამარტივებს და ასწრაფებს პროცესებს", — ამბობს გიორგი.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებელი, რეგისტრირებას ამ ბმულზე შეძლებთ. საქართველოს ბანკის სხვა ბიზნეს პროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში სულ მარტივად ონლაინ.
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
კომენტარები