როგორ აფასებს Samni Concept Store საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბიზნესსაქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, საქართველოს ბანკის მომხმარებლები დიდი ხანია, რაც ბიზნეს მობილბანკს იყენებენ. ბიზნეს მობილბანკის პლატფორმის დახმარებით ტრანზაქციების განხორციელება, ფინანსების მართვა და ბიზნესისთვის საჭირო სხვა ყოველდღიური საქმიანობის განხორციელება უმოკლეს დროში ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი. ბიზნეს მობილბანკის მუდმივად განახლებადი ფუნქციონალები კი მომხმარებელთა რიცხვის ზრდას განაპირობებს.
ონლაინმაღაზია Samni Concept Store ბიზნეს მობილბანკის ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელია. სწორედ ბიზნეს მობილბანკის მარტივი, დახვეწილი და კომფორტული პლატფორმა ეხმარება ონლაინ მაღაზიას, რომ ბიზნესი ერთ სივრცეში მართოს. თუ რატომ აირჩია Samni Concept Store-მა ბიზნეს მობილბანკი და განსაკუთრებით რა უპირატესობებს მოსწონს, ონლაინმაღაზიის თანადამფუძნებელი, ელენე კაპანაძე, საუბრობს.
გვიამბეთ Samni Concept Store-ის შესახებ, რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
სამნი კონცეპტი სამი საუკეთესო მეგობრის მთელი გულით შექმნილი ნივთების ონლაინ მაღაზიაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანების და საკუთარი თავის გაბედნიერება და ისეთ გარემოში ცხოვრება, რომელიც ჩვენ გვგავს და ჩვენს თავს გამოხატავს. სწორედ ამიტომ შევქმენით სამნი კონცეპტი, სადაც მთელი გულით შერჩეულ ნივთებს აღმოაჩენთ, რომლებიც საკუთარი თავის ან ადრესატის გაბედნიერებაში დაგეხმარებათ. სამნი კონცეპტი მომხმარებლებს ქართველი მხატვრების შოკოგრაფიებს, თავსაფრებს, ჩანთებსა და ბალიშებს სთავაზობს. ონლაინმაღაზიაში ასევე დაგხვდებათ ახალგაზრდა ქართველი მხატვრებისა და ილუსტრატორების ჩანახატები, პოსტერები და პოსტქარდები. გარდა ამისა, სამნი კონცეპტი განსხვავებული ფორმის სარკეებსა და სხვადასხვა დიზაინის ნივთებს ქმნის.
როგორ და რისთვის იყენებთ ბიზნეს მობილბანკს?
ერთ წელზე მეტია, ბიზნეს მობალბანკის მომხმარებლები ვართ, რაც ჩვენთვის გამარტივებულ საბანკო მომსახურებასთან ასოცირდება. მცირე ბიზნესის დაწყებისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ გაქვს ცოდნა და გამოცდილება სწორად შექმნა და განახორციელო გადახდები, საუკეთესო მხარდამჭერი ბიზნეს მობილბანკია. სამი მეგობარი გავერთიანდით ერთი იდეით, თუმცა არ გვქონდა ცოდნა საბუღალტრო საქმიანობის მიმართულებით, რაც თავიდან გამოწვევა იყო. ვცდილობდით, თავად აღგვეწერა ბიზნესის შემოსავალი და ხარჯი, რაც ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. მობილბანკი სწორედ ის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი აღმოჩნდა, რომელმაც ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობა და რეპორტინგის ნაწილი შეგვიმსუბუქა და რაც მთავარია, ჩვენი საქმე უფრო მარტივი და საყვარელი გახადა.
მობილბანკის რომელი ფუნქციონალების გამოყენებაა თქვენთვის ყველაზე კომფორტული?
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თავად ვაწარმოებთ ჩვენს ნივთებს, ყველაზე ხშირად გადარიცხვის და გადახდების ფუნქციას ვიყენებთ. განსაკუთრებულად ეფექტიანი ჩვენთვის შაბლონების შექმნის ფუნქცია აღმოჩნდა. ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობა დიდ დროს და ყურადღებას მოითხოვს. ხშირად არ გვაქვს საშუალება, ყოველდღიურად საბანკო/საბუღალტრო საქმიანობა განვახორციელოთ, რაშიც წინასწარ შექმნილი შაბლონები გვეხმარება. მობილბანკი ბანკია შენს ტელეფონში, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დროს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია მართო შენი ბიზნესი, შეამოწმო გადახდები, შექმნა საგადახდო დავალებები, გააკონტროლო თვის შემოსავლები და ხარჯები. ასევე, მიიღო დახმარება ნებისმიერ დროს ონლაინ ბანკირისგან.
როგორ შეაფასებდით გადარიცხვების და გადახდების ფუნქციებს, რაში გეხმარებათ?
დღეს, როცა ყველაფრის ტემპი გაზრდილია და დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, გადარიცხვების და გადახდების ფუნქცია სწრაფად და მარტივად გვასრულებინებს იმ ოპერაციებს, რომლებსაც ადრე ბანკში მისვლა, დოკუმენტების შეგროვება და რამდენიმე ხანგრძლივი პროცედურა უძღოდა წინ. გარდა გამარტივებული ფუნქციისა, მობილბანკი ხშირად გვთავაზობს გადახდებისას ქეშბექის დაბრუნებას და სხვადასხვა ბენეფიტს, რომლებიც ჩვენი ბიზნესის განვითარებაში განსაკუთრებულად გვეხმარება.
რამდენად გიმარტივებთ ბიზნესის მართვის პროცესს ამონაწერის მომენტალურად გაკეთების ფუნქცია?
ვფიქრობთ, რომ ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა წამოწყებით იწყებ და გსურს, დიდ მიზანს მიაღწიო, უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ შენი ხარჯების განხილვასა და მის გაანალიზებას ეთმობა. ამ პროცესში რამდენიმესაათიან შრომას ერთი ფუნქცია — ამონაწერის ნახვა ანაცვლებს. მარტივად შეგიძლია ნახო ყოველი თვის თუ კვარტლის ჭრილში შენი ხარჯები და შემოსავლები.
დაბოლოს, როგორია Samni Concept Store-ის სამომავლო გეგმები?
Samni Concept Store მეორე წელია, რაც ბევრი ადამიანის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების საყვარელი კონცეპტუალური სივრცეა, სადაც ყოველთვის პოულობენ ბიუჯეტურ და გამორჩეულ საჩუქარს ადრესატისთვის. სამნის მთავარ გეგმას გაფართოება წარმოადგენს, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. მალე სამნი ახალ კოლექციას, ახალ ნივთებს, ახალ შეხვედრის ადგილს და რაც მთავარია, გამარტივებულ ონლაინ ყიდვის გამოცდილებას შემოგთავაზებთ.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის შესახებ გაიგეთ მეტი ამ ბმულიდან და თუ ჯერ არ ხართ ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
კომენტარები