ქვიზი: შეგიძლია თუ არა დაეხმარო მეგობარს?
ფოტო: საფარი
ქალებზე სხვადასხვა ფორმით ძალადობა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის თუ სხვა ადამიანების მიერ, არაერთი ქალი გამხდარა შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლი.
ასეთი შემთხვევების დროს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საკუთარი უფლებები და გვახსოვდეს, რომ არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებსაც აქვთ ჩვენი დაცვის ვალდებულება.
შეავსე ქვიზი და შეამოწმე საკუთარი ცოდნა. ვნახოთ, შეგიძლია თუ არა დაეხმარო მეგობარს:
ქვიზი: შეგიძლია თუ არა დაეხმარო მეგობარს?
ტესტის დაწყება1 / 9 წარმოიდგინე: შემთხვევით გაიგე, რომ ვიღაცამ შენი ფოტო შენი სურვილის საწინააღმდეგოდ შეინახა, თუმცა არსად არ გაუზიარებია. შენი მოთხოვნის მიუხედავად, ის არ აპირებს ამ ფოტოს წაშლას. შენი აზრით, ეს ქმედება დანაშაულია?
Freepik
- რა ვიცი, ჰქონდეს, ჩემს ფოტოზე უკეთესი რა უნდა შეინახოს?!
- თუ შეინახა და არ აზიარებს — არ არის დანაშაული
- სხვისი ფოტოს უნებართვოდ შენახვაც დანაშაულია და ისჯება კანონით
2 / 9 მეგობარი გირეკავს და ანერვიულებული გიყვება, რომ მისი ყოფილი პარტნიორი მისი ინტიმური ფოტოების გასაჯაროებით ემუქრება. შენ ამ დროს:
Dribbble
- მის ყოფილ პარტნიორს მობილურს დავულეწავ და ვეღარ გაუვრცელებს
- მოსმენის და თანაგრძნობის გარდა რა ვქნა?!
- ვეტყვი, რომ მიმართოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც მსგავს ფაქტებს იძიებს
3 / 9 მეგობარი გაურკვევლობაშია, რადგან არ იცის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ. შენ ამ დროს უხსნი, რომ:
Freepik
- სპეციალური საგამოძიებო სამსახური იგივე პოლიციაა
- არც შენ იცი ზუსტად, მაგრამ სიტყვაზე გენდოს!
- სპეციალური საგამოძიებო სამსახური არის დამოუკიდებელი საგამოძიებო სახელმწიფო ორგანო და მუშაობს მთელი საქართველოს მასშტაბით
4 / 9 შენი მეგობარი ფიქრობს, რომ ვერავინ დაეხმარება, რადგან ყოფილი არა საკუთარი, არამედ გამოგონილი სახელი და გვარით, უცხო ექაუნთიდან წერს. შენ ამ დროს:
Dribbble
- უკვე გზაში ვარ, რომ დავულეწო მის ყოფილს ტელეფონი!
- ვაიმე, მართლა რა უნდა ვქნათ?!
- ვუხსნი, რომ დამნაშავის დასადგენად სახელის და გვარის გარდა სხვა სპეციალური ხელსაწყოებიც არსებობს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაეხმარება
5 / 9 არსებობს საფრთხე, რომ მიმოწერა, რომელშიც ჩანს, როგორ ემუქრებიან შენს მეგობარს წაიშალოს, შესაბამისად — წაიშალოს დანაშაულის მტკიცებულებებიც. ამისთვის თავის ასარიდებლად:
Dribbble
- აღარ აქვს იმ ადამიანს მობილური, საქმე მოგვარებულია…
- მაგაზე არ მიფიქრია, მაგრამ იქნებ არ წაშალოს, რადგან უკვე დაემუქრა?!
- უმჯობესია, თავიდანვე შევაგროვოთ მტკიცებულებები: გადავიღოთ მუქარის სქრინშოტები, შევინახოთ გავრცელებული მასალის ბმულები და ა.შ.
6 / 9 შენს მეგობარს კიდევ ერთი შიში გაუჩნდა. ახლა ეს ამბავი ყველამ რომ გაიგოს?
Freepik
- ავუხსნი, რომ მსგავს შემთხვევებში გამოძიება კონფიდენციალურობის დაცვით მიმდინარეობს და ამბის გასაჯაროების არ უნდა ეშინოდეს
- ვეტყვი, რომ არ იდარდოს მაგაზე და აღარ იდარდებს.
- იქნებ, არ ღირს მართლა და რამენაირად მშვიდობიანად დავზავდეთ დამნაშავესთან? ხარკი გავუგზავნოთ, მოლაპარაკებების მაგიდას შემოვუსხდეთ…
7 / 9 შენი მეგობარი სასამართლო სხდომის შესახებაც ნერვიულობს: იქ რომ ვინმე ისეთი მოვიდეს, ვისთვისაც ამ ამბის გაზიარება არ უნდა?
Freepik
- აუ, მართლა, არ ვიცი…
- მე არ შევუშვებ ეგეთს სხდომაზე
- ავუხსნი ჩემს მეგობარს, რომ ამგვარი საქმეები სასამართლოში დახურულ სხდომაზე განიხილება და პროცესს მხოლოდ დაზარალებული და ბრალდებული ესწრება
8 / 9 თუ შენი მეგობარი სრულწლოვანი არ არის და ეშინია, რომ ამ ყველაფრის შესახებ მისი მშობლები გაიგებენ?
Freepik
- დავამშვიდებ, რომ ამ შემთხვევაში, ჯერ ჯობია მიმართოს საფარს, რომელიც დაეხმარება საგამოძიებო უწყებასთან ურთიერთობაში. ასევე, საქმის წარმოებაში მშობლის ნაცვლად ჩართული იქნება საპროცესო წარმომადგენელი, რომელსაც სახელმწიფო ნიშნავს
- არ მყავს არასრულწლოვანი მეგობრები
- ეგ უკვე აღარ ვიცი
9 / 9 გადაწყვეტილია, უნდა დაუკავშირდეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს! ახლა შემდეგი კითხვა, როგორ?
Freepik
- საინფორმაციო ბიუროში დავრეკავთ და გვეტყვიან, როგორც
- მარტივად: სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დავუკავშირდებით ცხელი ხაზზე — 199, საფარს კი ნომერზე: 599 407 603
- მანქანით გავუვლი და წავედით პოლიციაში!
ქვიზი (ტესტი) მომზადდა საფარის მიერ საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
ქვიზის (ტესტის) შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საფარი და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს — ტრამპი კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს — ტრამპი
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
კომენტარები