მარიამ დოლიძე

18 Apr. 2024, 11:14

საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ. დალურჯებულ-დასივებული მაქვს ნახევარი სხეული.

არაფერი ასეთ სიგიჟეს არ მოასწავებდა. პარლამენტის უკან, ჭიჭინაძის კუთხეში ვიყავით. შიგადაშიგ რუსეთის გინება და საყვარელი სიმღერების ღიღინი ისმოდა. ტროტუარზე ჩამოვჯექი, ბევრნი ვისხედით, და ტელეფონი ჩამოვსქროლე.

ძალიან მოულოდნელად გაისმა ხელჯოხების ფარებზე ბრაგუნის ხმა. წამოვდექი, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადავდგი, ხალხის დიდი მასა დამეჯახა, ერთმა ფეხი დამადგა და მთელი სხეულით ძირს დავეცი მუხლებზე და იდაყვზე. 10-15-მა ადამიანმა ზედ გადამირბინა. ვერ მხედავდნენ, ძირს არავინ იყურებოდა. რაღაც მომენტში მეგონა, რომ აი, აქ ასე ძირს დაგდებული ვკვდებოდი და ცოტა ნერვები მომეშალა. განწირული ავკივლდი, ვიღაცამ ამაყენეთ-მეთქი.

ჩემით ვერ ავდექი. მართლა დამავლო ვიღაც ბიჭმა ხელი და წამომაყენა. ავდექი თუ არა, ეგრევე მივხვდი, რომ ხელი მოვიტეხე და ცალი ფეხსაცმლით ჩავუყევი რუსთაველისკენ სასწრაფოს ძებნაში.
რაღაც მომენტში წამომეწივნენ სპეცრაზმელები, წინ გაქცეულ ბიჭებს აგინებდნენ. არანაირი შიში აღარ მქონდა და არ გავრბოდი, ნელა მივდიოდი. რამდენიმე დაიჭირეს და მაგრად სცემეს. უკვე ბუნდოვნად მახსოვს საკუთარი რეაქციები.

სასწრაფოში გამახსენდა, რომ სირცხვილიას წევრი მესამე გოგო ვარ, ვინც აქციებზე ხელი დაიშავა და სიცილი ამიტყდა.

არ დავნებდეთ რაა!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ
  2. ირაკლი კობახიძე: ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის
  3. სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის
  4. რისთვის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროებენო? — გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს დედა
  5. ირაკლი კობახიძის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მატება კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შალვა პაპუაშვილი: უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩი დანიშნა, რაც მისასალმებელია. ერთადერთი კითხვა ჩნდება, რა შეიცვალა? საქართველოს თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია

"როგორც იცით, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩი დანიშნა, რაც მისასალმებელია ერთის მხრივ, თავად ფაქტი და მეორეს…