კახური სამზარეულო ევროპაში — დერგის წარმატების ისტორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
კახეთში, სოფელ ნუკრიანში, სიღნაღისკენ მიმავალ გზაზე გასტრონომიული მოგზაურობით დაინტერესებულ სტუმრებს ერთი საინტერესო რესტორანი — დერგი ელოდებათ, რომელიც კახური სამზარეულოს მარგალიტებს აერთიანებს.
რესტორანი 2021 წელს გაიხსნა და ის 3 000 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, რომელიც აერთიანებს: სხვადასხვა დანიშნულების დარბაზებს, მარანს, თონეს, დუქანს, ტერასასა და ვერანდებს. რესტორანში შეხვდებით როგორც დიდ წვეულებებზე გათვლილი სანადიმო დარბაზს, ასევე შედარებით მცირე ზომის სივრცეს, რომელიც დახურულ წვეულებებზეა ზედგამოჭრილი.
რესტორნის მენიუ, რომლის შექმნაზე ცნობილმა შეფმა ლევან კობიაშვილმა იმუშავა, ქართულ-კახურ სამზარეულოს მოიცავს და ის არაერთ უნიკალურ კერძს აერთიანებს, რომელთა დაგემოვნება მხოლოდ დერგშია შესაძლებელი. რაც შეეხება პროდუქციას, რა თქმა უნდა, ის ნატურალურია და სამზარეულო ადგილობრივი ბაზრიდან მარაგდება.
რესტორნის პარალელურად, აქტიურად ფუნქციონირებს მეღვინეობა GK Winery, რომელშიც გამოიყენება როგორც ღვინის წარმოების უჟანგავი ფოლადის ტექნოლოგია, ასევე ტრადიციული ქვევრი, რომელიც საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, სავიზიტო ბარათია.
GK Winery-ს წარმოების ღვინოს არაერთი ჯილდო და აღიარება აქვს მოპოვებული, მათ შორის: WinExpo Georgia 2022-ზე ქისი დაჯილდოვდა ვერცხლის, ხოლო „საფერავი“ - ბრინჯაოს მედლით. გარდა ამისა, 2024 წელს IWSC Wine Judging in Georgia-ს კონკურსში „ქისმა“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
როგორც GK Winery-ში განმარტავენ, ძირითადი აქცენტი კეთდება უნიკალური სახეობის კახურ ღვინოებზე, როგორიცაა: ვარდისფერი რქაწითელი და ბუდეშურისებური საფერავი. აღსანიშნავია, რომ კახეთში ჩასულ სტუმრებს სადეგუსტაციო მარანი დახვდებათ, სადაც შესაძლებელი იქნება ზემოხსენებული ღვინოების დაგემოვნება და დერგის სარესტორნო სივრცეში მათი შეკვეთა. ღვინის გარდა, მარანში წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ხელსაწყოები და ნივთები, რომელთა დახმარებით კახეთში ღვინოს საუკუნეების წინ აყენებდნენ.
კომპანიის დამფუძნებლის ეკა რუხაძის თქმით, GK Winery-ს მიერ წარმოებული ღვინო უკვე გასცდა საქართველოს საზღვრებს და მისი რეალიზაცია ევროპის ქვეყნებშიც მიმდინარეობს, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ბანკს, რომელიც კომპანიას განვითარებასა და გაფართოებაში აქტიურად ეხმარება.
სწორედ გაფართოების გეგმის ნაწილია გერმანიაში, ჰანოვერში ახალი რესტორნის გახსნა, რომლის მიზანი ევროპის შუა გულში ქართული კულტურის ჩატანა იქნება.
"ვინაიდან, კახეთში ხშირად ვმასპინძლობთ უცხოელ სტუმრებს, მათი მხრიდან ხშირად იყო დაინტერესება ევროპაში ქართული ტრადიციული რესტორნის გახსნის მიმართ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, დერგის ბრენდი გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილის სტრატეგიულ ქალაქ ჰანოვერში გაგვეტანა, რასაც იქ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და ქართული სამზარეულოსადმი მათი მზარდი ინტერესი განაპირობებს. ჰანოვერის გარდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა ევროპული ქალაქების კვლევა და მოლაპარაკებები. მაგალითად, დაინტერესება არის დიდი ბრიტანეთიდან. კომუნიკაცია გვაქვს იქაურ რამდენიმე სომელიესთან და ღვინის იმპორტიორთან, შესაბამისად, ერთ-ერთი ქალაქი, სადაც მომდევნო რესტორანს გავხსნით, ვიმედოვნებთ, რომ ლონდონი იქნება", — განაცხადა ეკა რუხაძემ
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
კომენტარები