საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, რომელიც Fulbright-ის პროგრამით სწავლის შემდეგ Amazon-ში მუშაობს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 2014 წლიდან Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამასთან თანამშრომლობს. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად პროგრამის ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს შესაძლებლობას აძლევს, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.
2017 წელს ფულბრაიტის პროგრამის გამარჯვებული და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი მარიამ კვანტალიანი გახდა, რომელმაც სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა Amazon-ში დაიწყო. საკუთარი გამოცდილების შესახებ კი ის ინტერვიუში გვესაუბრა.
გზა Fulbright–ის სტიპენდიამდე
"Fulbright-ის სტიპენდიის მოპოვებამდე 2015-2017 წლებში დელოიტში ფინანსური აუდიტორის პოზიციაზე ვმუშაობდი. ბაკალავრიატი ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით 2015 წელს საქართველოს უნივერსიტეტში დავამთავრე. უცხოეთში სასწავლებლად წასვლაზე აქტიურად ფიქრი კი მესამე-მეოთხე კურსზე დავიწყე. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შევეცადე, გამოცდებისათვის მზადებასა და GPA-ის გაუმჯობესებაზე მეზრუნა. ინსპირაცია ჩემი უფროსი და იყო, რომელმაც მაგისტრატურა ოქსფორდის უნივერსიტეტში დაამთავრა და 2012 წელს თავის გამოსაშვებ ცერემონიაზე წამიყვანა, მაშინ 19 წლის ვიყავი.
Fulbright-ის აპლიკაცია პირველად 2015 წელს შევავსე (2016 წლის გრანტისთვის), მაგრამ გასაუბრების ეტაპამდეც ვერ მივედი და უარი მივიღე. აღსანიშნავია, რომ იმ წელს MBA მიმართულება არ ფინანსდებოდა და მე აპლიკაცია ფინანსების სამაგისტრო ხარისხზე მქონდა გაგზავნილი. უკვე 2016 წელს გამოცხადდა, რომ MBA მიმართულებაზე დაამატებდნენ 1 კანდიდატს და მაშინვე გადავწყვიტე, ეს შანსი ხელიდან არ გამეშვა და ისევ მეცადა აპლიკაციის გაგზავნა. ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ჩემთვის ამერიკაში წასვლა პრიორიტეტი იყო, რადგან იქ ძალიან ძლიერი MBA-ია. გარდა ამისა, ფულბრაიტი ყველაზე მიმზიდველი იყო ჩემთვის, რადგან სრული დაფინანსების მოპოვება ისეთი პირობებით, როგორიც ამ პროგრამას ჰქონდა, იშვიათად მოიძებნებოდა".
ახალი შესაძლებლობები Syracuse University-ში
"Syracuse University-მ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესითა და პროფესორებით, ასევე სკოლაში არსებული მზრუნველი გარემოთი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა ბიზნესის სკოლის რექტორის, პროფესორებისა და მენტორისგან, რომლებთანაც დღემდე მაქვს მიმოწერა. MBA პროგრამა ორი მიმართულებით — ფინანსები და ბიზნეს ანალიტიკა — დავამთავრე. ეს ორი წელი სავსე იყო ბევრი საინტერესო გამოწვევით, შესაძლებლობითა და ცხოვრებისეული გაკვეთილებით. ასევე, მქონდა შესაძლებლობა, გამეცნო საინტერესო ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ერთმანეთის კულტურა გაგვეზიარებინა. ამასთან, სწავლის პარალელურად ორი სტუდენტური კლუბის ბორდის წევრი, ასევე ე.წ. “Teaching Assistant” და ბოლო სემესტრში Research Assistant-იც ვიყავი.
ვიტყოდი, რომ კონკრეტულ აკადემიურ გამოცდილებასთან ერთად ამ ორი წლის განმავლობაში გამეზარდა პროფესიული თვალსაწიერი და შევიძინე ე.წ. soft skills, რაზეც დროის გასვლასთან ერთად უფრო ვრწმუნდები, რომ კორპორატიულ სფეროში არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ჩემი სკოლის მენტორის დახმარებით, ენერგოსექტორში ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე სრულგანაკვეთიანი სამსახური დავიწყე, სადაც რამდენიმე საინტერესო პროექტზე მომიწია მუშაობა. შემდგომში უკვე ეს გამოცდილება დამეხმარა Amazon-ის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად გავლაში. 9 თვის შემდეგ კი Amazon-ში სამუშაოდ სიეტლში გადავედი".
Amazon-ში მუშაობის გამოცდილება
"Amazon-ის შესარჩევი ეტაპი საკმაოდ რთული იყო. Fulbright-ის მსგავსად, პირველ ცდაზე Amazon-იდანაც უარი მივიღე. პირველი უარის შემდეგ კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე კვლავ გავგზავნე ჩემი რეზიუმე. რამდენიმე თვის შემდეგ დამიკავშირდნენ. ორი სატელეფონო ინტერვიუ გავიარე, შემდეგ კი on-sit" ინტერვიუზე დამიბარეს სიეტლში, სადაც ერთი დღის განმავლობაში 5 პანელური ინტერვიუ მქონდა.
Amazon-ის ინტერვიუს სპეციფიკური მეთოდი აქვს, კერძოდ, ემყარება ამაზონის 14 ძირითად ლიდერობის პრინციპს, რომლებზეც კანდიდატი უნდა დაიტესტოს. თითოეული ინტერვიუერი კონკრეტულ პრინციპებზე ამოწმებს კანდიდატს, შემდეგ ერთად იკრიბებიან და ერთხმად იღებენ გადაწყვეტილებას. On-site ინტერვიუსთვის შეძლებისდაგვარად კარგად მოვემზადე, შედეგად, შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა.
2020 წლის 17 თებერვალს მუშაობა სიეტლის ოფისში დავიწყე. ოფისში სულ 2 კვირა მომიწია სიარული, რადგან COVID-19-ის პერიოდი დაემთხვა და დისტანციურ რეჟიმზე გადავეწყვეთ. თუმცა მალევე, კერძოდ 2020 წლის შემოდგომაზე შიდა ტრანსფერის დახმარებით, ლუქსემბურგის ამაზონის ოფისში გადავედი. ამის შემდეგ აქ, ლუქსემბურგში, ევროპის სათავო ოფისში ვმუშაობ.
უკვე 4 წელია, რაც Amazon-ში ვარ და ამ პერიოდის განმავლობაში 4 სხვადასხვა როლში გამოვცადე ჩემი შესაძლებლობები ევროპის ტრანსპორტირების ფინანსების დეპარტამენტში. ჩემი ბოლო პოზიცია ევროპის სატრანსპორტო ქსელში მიმწოდებლების სტრატეგიას და სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზირებას მოიცავდა. ამ წლის თებერვლიდან ახალ პოზიციაზე გადავდივარ, რომლის ფარგლებშიც, სახმელეთო ტრანსპორტირების ორგანიზაციის ფინანსური დაგეგმარების, რეპორტინგის და მდგრადობის მიმართულებებს ვუხელმძღვანელებ. მინდა. აღვნიშნო, რომ მდგრადობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა, რაც მოიაზრებს ამაზონის ტრანსპორტირების ქსელის დეკარბონიზირებას ელექტრო გადამზიდი მანქანების გამოყენებით.
ზოგადად, Amazon ძალიან დინამიკური და საინტერესო კომპანიაა, სადაც მაქვს შესაძლებლობა, ვიმუშაო ბევრ სხვადასხვა გუნდთან ჩემთვის საინტერესო პროექტებზე, ვიყო კრეატიული და მივიღო სტრატეგიული გადაწყვეტილებები. აქ მუშაობა მოსაწყენი არასდროსაა. შესაბამისად, ეს არის ადგილი, რომელიც მუდმივად გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო, განვითარდე და სტრატეგიული ინიციატივები განახორციელო, რაშიც მთელი გუნდი გეხმარება, რასაც ძალიან ვაფასებ".
პროფესიული განვითარება გრძელდება
"კონკრეტული გრძელვადიანი გეგმები ამ ეტაპზე არ მაქვს. ჯერჯერობით Amazon-დან წამოსვლას არ ვგეგმავ, რადგან ვფიქრობ, აქ ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა შემიძლია. ზოგადად, ჩემი გამოცდილებით, რასაც ვგეგმავ, ისე არ გამოდის ხოლმე, ამიტომ უბრალოდ ვცდილობ, ცხოვრების ყველა ეტაპზე ახალი გამოწვევები მაქსიმალურად მივიღო და პროფესიულ/პიროვნულ განვითარებაზე ვკონცენტრირდე. თუმცა, მჯერა, საქართველოში დაბრუნებისას აქ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას გამოვიყენებ".
საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებგვერდზე: csr.bog.ge
-
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5 OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
გადახედვა
-
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
გადახედვა
-
საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები? ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები?
გადახედვა
-
"საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო "საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
-
"სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია "სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია
გადახედვა
-
POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა
-
არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს
-
Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები
გადახედვა
-
უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს
გადახედვა
-
ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები
გადახედვა
-
სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
გადახედვა
-
დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას
-
ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში?
გადახედვა
-
რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა
გადახედვა
-
საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ჯივიპის მფლობელი აქუალია ამერიკაში, ტეხასის შტატში, წყლის კრიტიკულ დეფიციტს ინოვაციური პროექტით გადაჭრის ჯივიპის მფლობელი აქუალია ამერიკაში, ტეხასის შტატში, წყლის კრიტიკულ დეფიციტს ინოვაციური პროექტით გადაჭრის
-
პენ საქართველო: ვგმობთ პოეტ ზვიად რატიანისთვის მკაცრი რეჟიმის განსაზღვრას პენ საქართველო: ვგმობთ პოეტ ზვიად რატიანისთვის მკაცრი რეჟიმის განსაზღვრას
გადახედვა
კომენტარები