2024-ის ეკრანიზაციები და წიგნები, რომელთა წაკითხვაც აღარ უნდა გადადო
ფოტო: Warner Bros. Pictures
2024 წელს ბევრი ისეთი ფილმი თუ სერიალი გამოდის, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია, ველოდებით. მათი ნაწილი ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი წიგნების ეკრანიზაციაა, რაც კიდევ უფრო გვიმძაფრებს მოლოდინსაც და ნერვიულობასაც; ნეტავ საერთოდ თუ ღირდა ლოდინადო, ვფიქრობთ და ინტერნეტ ფორუმებზე დავეხეტებით ერთი-ორი სიტყვით მეტის გასაგებად. ალბათ მაინც ჯობს, მშვიდად დავუცადოთ პრემიერებს. ხოლო თუ რომელიმე მომავალი ეკრანიზაციის პირველწყარო წიგნი ჯერ არ წაგიკითხავს, ეგ საქმე აღარ გადადო.
მაშ ასე, აი, რომელ ეკრანიზაციებს და როდის ველოდებით 2024-ში:
1. ყველაფერი მთავრდება ჩვენით
ბლეიკ ლაივლი და ჯასტინ ბალდონი გადასაღებ მოედანზე
ფოტო: Nancy River / Bauer-Griffin / GC Images
2024 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა კოლინ ჰუვერის ბესტსელერად ქცეული რომანის ეკრანიზაცია შეიძლება გახდეს. ფილმში ყველაფერი მთავრდება ჩვენით ბლეიკ ლაივლი და ჯასტინ ბალდონი ასრულებენ მთავარ როლებს. ეკრანიზაციის რეჟისორი ასევე ბალდონია. სხვათა შორის, მსახიობების დამტკიცებას ამ როლებზე წიგნის ფანების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რასაც მოგვიანებით ჰუვერიც გამოეხმაურა.
2016 წელს გამოცემული ყველაფერი მთავრდება ჩვენით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია, რომელიც მსოფლიოში მრავალმილიონიანი ტირაჟით იყიდება. ნაწარმოების მთავარი გმირი ახალგაზრდა ლილი ბლუმია, რომელიც საცხოვრებლად ბოსტონში გადადის და საკუთარ მცირე ბიზნესს იწყებს. ლილის გრძნობები უჩნდება ნეიროქირურგ რაილ კინქეიდის მიმართ, რომელიც თავდაპირველად სერიოზულ ურთიერთობას გაურბის. წიგნი, რომელიც, ჰუვერის თქმით, მისი მშობლების ისტორიას ეფუძნება, ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა ეჭვიანობა ურთიერთობაში, ძალადობა და მისი კვალი მომავალ თაობაზე.
ყველაფერი მთავრდება ჩვენით ქართულად პალიტრა L-მა გამოსცა, რომანის მთარგმნელი ნათია ჩუბინიძეა. რაც შეეხება ეკრანიზაციას, ფილმის პრემიერა აშშ-ში 9 თებერვალსაა დაგეგმილი.
2. ფრანკენშტაინი
ფოტო: Focus Features / Universal Pictures
ფილმი, სახელწოდებით ლიზა ფრანკენშტაინი, რეალურად მერი შელის კლასიკად ქცეული რომანის პირდაპირი ეკრანიზაცია არ გახლავთ. აქ მოქმედება 1980-იან წლებში ვითარდება თინეიჯერი გოთი გოგოს გარშემო, რომელიც ვიქტორიანულ ეპოქაში გარდაცვლილი ადამიანის გვამს გააცოცხლებს და მისი ოცნების კაცად ქცევას შეეცდება.
კომედიისა და ჰორორის ნაზავი, რომლის რეჟისორი ზელდა უილიამსია, სცენარისტი კი — ოსკაროსანი დიაბლო ქოუდი, მომხიბვლელი ურჩხულის არქეტიპს აცოცხლებს და მას ახლებური ინტერპრეტაციით წარმოგვიდგენს.
მერი შელის ფრანკენშტაინს კი სულაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, ეს ნაწარმოები ხომ უკვე ორ საუკუნეზე მეტია, ჟანრის კლასიკად მიიჩნევა. წიგნმა, რომლის წერაც შელიმ სულ რაღაც 18 წლისამ დაიწყო, გოთიკის, ჰორორისა და სამეცნიერო ფანტასტიკის არაერთ სხვა ავტორზე იქონია გავლენა. ამიტომ სულ არაა გასაკვირი, რომ ამ ამბის მიხედვით უთვალავი ფილმი, სერიალი, სპექტაკლი, კომიქსი, ვიდეოთამაში და მუსიკალური ნაწარმოებია შექმნილი.
აი, ზელდა უილიამსისეულ ფრანკენშტაინს კი 9 თებერვალს ვიხილავთ.
///
3. დიუნი
ფოტო: Warner Bros. Pictures
რაც უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს, დენი ვილნევის დიუნის გამოსვლიდან თითქმის სამი წელი გავიდა. ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების საი-ფაი რომანის ეკრანიზაცია 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა გახლდათ. თუმცა, წინ არანაკლებ შთამბეჭდავი და ეპიკური სანახაობა გველოდება — დიუნი 2024 წელს ბრუნდება მეორე ნაწილით, რომელშიც ისევ ვიხილავთ ტიმოთი შალამესა და ზენდეიას.
თავიდანვე, როცა 2017 წელს ვილნევმა პროექტს ხელი მოჰკიდა, დიუნი ორნაწილიან ფილმად იყო ჩაფიქრებული, თუმცა, მეორე ნაწილის ბედი დიდწილად წინამორბედის წარმატებაზე იყო დამოკიდებული. დიუნის გამოსვლას 2021 წელს კი შთამბეჭდავი შედეგი მოჰყვა, როგორც კრიტიკოსების გამოხმაურების თვალსაზრისით, ასევე კომერციულად; ფილმმა მსოფლიოში $400 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
ნაცნობ სახეებთან ერთად, დიუნის მეორე ნაწილში ახალ ვარსკვლავებსაც ვიხილავთ. მათ შორისაა კრისტოფერ უოლკენი, რომელიც იმპერატორისა და ამბის მთავარი ანტიგმირის როლს მოირგებს. ფილმის ვარსკვლავურ სამსახიობო შემადგენლობაში არიან ოსტინ ბატლერი და ლეა სეიდუც.
ფრენკ ჰერბერტის დიუნი გამომცემლობამ წიგნები ბათუმში დაბეჭდა 2016 წელს. ნაწარმოები ქართულად ნინო ბარძიმიშვილმა თარგმნა. რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის მეორე ნაწილის პრემიერა კი 1-ელ მარტს შედგება.
4. ბრიჯერტონი
ფოტო: Netflix
2020 წლის მიწურულს ნეტფლიქსზე ბრიჯერტონის პრემიერა შედგა და ამ ფაშფაშა კაბებით, რევერანსებითა და კლასიკური რომანტიკით გაჯერებულმა სერიალმა ერთბაშად გადაგვისროლა მე-19 საუკუნის ინგლისში. ჯულია ქუინის რომანების სერიის მიხედვით შექმნილი სერიალი ნეტფლიქსის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტადაც იქცა და ჯერ მე-2 სეზონის გადაღებები არ იყო დამთავრებული, რომ მას ერთდროულად დაუმტკიცდა მე-3 და მე-4 სეზონები.
წელს კი უკვე ბრიჯერტონის ახალ სეზონს ვიხილავთ. სერიალის პირველი და მეორე სეზონები ქრონოლოგიურად მიჰყვებოდა ქუინის წიგნების სერიას. აი, მე-3 სეზონი კი პირდაპირ საგის მეოთხე წიგნს, Romancing Mister Bridgerton, დაეფუძნება. მისი გადაღებები 2022 წლის ზაფხულში დაიწყო და 2023 წლის მარტში დასრულდა. ამ სეზონზე სცენარისტი ვან დიუსენი ჯესს ბრაუნელმა ჩაანაცვლა.
ბრიჯერტონის საგის პირველი წიგნი, ჰერცოგი და მე, რომელსაც სერიალის პირველი სეზონი ეფუძნება, 2021 წელს გამოსცა ქარჩხაძის გამომცემლობამ. რომანი ქართულად რამაზ ხატიაშვილმა თარგმნა.
რაც შეეხება ბრიჯერტონის მე-3 სეზონს, ის ორ ნაწილად გამოვა; პირველი ნაწილის პრემიერა 16 მაისს შედგება.
///
5. ბეჭდების მბრძანებელი
ფოტო: New Line
ტოლკინის მოყვარულებს ნამდვილად საინტერესო წელი ელოდებათ: 2024-ში შედგება Amazon-ის გახმაურებული სერიალის, ძალაუფლების ბეჭდების, მეორე სეზონის პრემიერა. ამასთან ერთად კი, წელსვე ვიხილავთ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს ბეჭდების მბრძანებელი: როჰირიმის ომი.
ანიმაციაში მოყოლილი ამბავი 261 წლით უსწრებს წინ ტრილოგიის მეორე ნაწილში, ორი ციხე-კოშკი, განვითარებულ მოვლენებს. ბეჭდების მბრძანებლის ამ ნაწილში ვეცნობით როჰანის სამეფოს, რომელიც ცხენოსნებითაა დასახლებული და ცნობილია უძლეველი როჰირიმის კავალერიით. როჰირიმის ომში კი ისტორია როჰანის ხელმწიფის, ჰელმის, ირგვლივ განვითარდება.
ანიმაციური ფილმის რეჟისორი კენჯი კამიამაა, სცენარი კი ფიბი გიტინსსა და არტი პაპაგეორგიუს ეკუთვნით. აღსანიშნავია, რომ როჰირიმის ომში ჩვენთვის უკვე ნაცნობ პერსონაჟს, როჰანელ ეოვინს, მირანდა ოტო გაახმოვანებს, რომელმაც ეს როლი პიტერ ჯექსონის კინოტრილოგიაში ითამაშა. ანიმაციას მაყურებელი წლის ბოლოსკენ, 13 დეკემბერს, იხილავს.
ქართველი ტოლკინისტებისთვის სასიხარულო იქნება ის ამბავიც, რომ წელს ქართულად გამოდის ლეგენდარული მწერლის უახლესი წიგნი, ნუმენორის დაცემა, რომელიც მეორე ეპოქის შესახებ დაწერილ ტექსტებს აერთიანებს და ავტორის შვილის, ქრისტოფერ ტოლკინის, შედგენილია. გამოცემა ქართულად გიორგი გომართელმა თარგმნა. ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიის თარგმანი კი ნიკა სამუშიას ეკუთვნის.
///
ბონუსი: გიკი გოგო
ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, რომ გიკი გოგოს წიგნების ეკრანიზაციას წელს ვიხილავთ და სწორედ ამ მიზეზით გამოვიტანეთ ის ბონუსად. თუმცა, კინოფილმების მონაცემთა ინტერნეტ-ბაზა IMDb-ის მიხედვით, გიკი გოგოს სერიალს 2024 წელს უნდა ველოდოთ.
ბრიტანელი მწერლის, ჰოლი სმეილის, გიკი გოგო ექვსი წიგნისგან შემდგარი სერიაა, რომელიც 15 წლის ჰარიეტ მანერსის ამბავს გვიყვება. ჰარიეტი სკოლაში გამუდმებული დაცინვისა და ჩაგვრის მსხვერპლია, თუმცა, მისი ცხოვრება იცვლება, როცა მოდელობის შანსი ეძლევა. როგორც ცნობილია, ჰარიეტის ისტორია ნაწილობრივ ავტორისეულ გამოცდილებას ეფუძნება.
სერიის პირველი და სმეილის სადებიუტო რომანი 2013 წელს გამოიცა. მას შემდეგ ის 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, მათ შორის, ქართულად. გიკი გოგოს ექვსივე წიგნი პალიტრა L-მა გამოსცა პროექტ ლიბერთინსის ფარგლებში. 2010-იანებში სერია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ქართველ მოზარდებში, მისი ყოველი მომდევნო ნაწილის გამოცემას კი რიგები ახლდა წიგნის მაღაზიებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავად ჰოლი სმეილიც ეწვია 2018 წელს.
გიკი გოგოს მიხედვით 10-ეპიზოდიანი სერიალის გადაღება ნეტფლიქსმა დააანონსა შარშან. როგორც ცნობილია, მისი გადაღებები 2023 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
ნინო წილოსანი: ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან ნინო წილოსანი: ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან
გადახედვა
-
ავტომობილი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს — გაიცანით ახალი, სრულიად ელექტრული Volvo EX60 ავტომობილი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს — გაიცანით ახალი, სრულიად ელექტრული Volvo EX60
-
კროსვორდი: გამოიცანი გამოგონილი ადგილი წიგნით კროსვორდი: გამოიცანი გამოგონილი ადგილი წიგნით
გადახედვა
-
"ავტორიტარებისთვის კულტურა მტერია" — სალმან რუშდი "ავტორიტარებისთვის კულტურა მტერია" — სალმან რუშდი
გადახედვა
-
სუს-ის შენობასთან, მანქანაში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს სუს-ის შენობასთან, მანქანაში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
გაეროს ანგარიში ადამიანის უფლებებზე: მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სინდისის პატიმარი გაეროს ანგარიში ადამიანის უფლებებზე: მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სინდისის პატიმარი
გადახედვა
-
საკულტო სერიალი Friends ახლა უკვე McDonald’s საქართველოშია საკულტო სერიალი Friends ახლა უკვე McDonald’s საქართველოშია
-
რატომ გაქრა ანდრომედას გალაქტიკაში გიგანტური ვარსკვლავი მოულოდნელად? — კვლევა რატომ გაქრა ანდრომედას გალაქტიკაში გიგანტური ვარსკვლავი მოულოდნელად? — კვლევა
გადახედვა
-
დღეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება დღეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული გამოთქმები წყალზე? ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული გამოთქმები წყალზე?
-
SJC: "თამარ მეარაყიშვილის გამოძევება ცხინვალიდან არა მხოლოდ უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილია იქ მცხოვრები ქართველებისთვის" SJC: "თამარ მეარაყიშვილის გამოძევება ცხინვალიდან არა მხოლოდ უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილია იქ მცხოვრები ქართველებისთვის"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მატება კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება ირაკლი კობახიძის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მატება კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი, თიკა რუხაძესთან ერთად, რუსთაველის თეატრში სპექტაკლს “მიჯაჭვული პრომეთე” დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი, თიკა რუხაძესთან ერთად, რუსთაველის თეატრში სპექტაკლს “მიჯაჭვული პრომეთე” დაესწრო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება — რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ? საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება — რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?
-
გივი თარგამაძე: გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს გივი თარგამაძე: გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს
გადახედვა
-
რისთვის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროებენო? — გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს დედა რისთვის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროებენო? — გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს დედა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შევეხებით ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე ირაკლი კობახიძე: არ შევეხებით ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე
გადახედვა
-
20 000 სატვირთო ავტომობილისთვის გაწეული მომსახურება და მრავალფუნქციური სერვისცენტრი — თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს 20 000 სატვირთო ავტომობილისთვის გაწეული მომსახურება და მრავალფუნქციური სერვისცენტრი — თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
-
ამერიკელმა კლდეზე მცოცავმა თოკების გარეშე დაიპყრო ცათამბჯენი Taipei 101 ამერიკელმა კლდეზე მცოცავმა თოკების გარეშე დაიპყრო ცათამბჯენი Taipei 101
გადახედვა
-
"ეს საშინელი არჩევანია" — ტრამპი სუპერბოულზე Green Day-სა და Bad Bunny-ს ლანძღავს "ეს საშინელი არჩევანია" — ტრამპი სუპერბოულზე Green Day-სა და Bad Bunny-ს ლანძღავს
გადახედვა
-
ამბერ ჰერდი გამოჩნდა ფილმში ქალებზე, რომლებსაც ცილისწამების სარჩელებით აჩუმებენ ამბერ ჰერდი გამოჩნდა ფილმში ქალებზე, რომლებსაც ცილისწამების სარჩელებით აჩუმებენ
გადახედვა


კომენტარები