სეს: Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების იმპორტიორი დაჯარიმდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების იმპორტიორი სავალდებულო ინფორმირების წესის დარღვევისთვის დააჯარიმა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ლაქტალის ნუტრიშენ სანტე" (LNS), Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების რამდენიმე პარტიაში ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ჯერჯერობით არცერთ ქვეყანში ამ პროდუქტის მიღების შედეგად რაიმე სახის გართულების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
სააგენტო განცახდებაში ასევე აღნიშნავს, რომ ბაზრიდან მხოლოდ ამ საეჭვო პარტიის ამოღება მოხდა და გაფრთხილება Picot-ის სხვა პარტიებს არ ეხება.
"ფრანგულმა მწარმოებელმა "ლაქტალის ნუტრიშენ სანტე" (LNS), Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების რამდენიმე პარტიაში ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ არცერთ ქვეყანში ამ პროდუქტის მიღების შედეგად რაიმე სახის გართულების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა იმპორტიორი კომპანია "უნო გრუპი" შეამოწმეს. ბიზნესოპერატორი სურსათის გამოთხოვის და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინების თავის არიდებისთვის დაჯარიმდა.
ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია კონკრეტული პარტიები, რომელებიც ექვემდებარება ბაზრიდან გამოთხოვას: Picot 1 400G — 8000003312; Picot 1 800G — 8000003297; Picot 2 800G — 8000003280. ბაზრიდან გამოთხოვის პროცესს, სააგენტოს ზედამხედველობით, ბიზნესოპერატორი ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში, თუ უკვე შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს.
ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების პროდუქციის. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებიც ბაზარზე Picot-ის სახელწოდებით არის წარმოდგენილი," — ვკითხულობთ განცახდებაში.
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
კომენტარები