TI: ტროტუარზე პროტესტის აკრძალვა ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას — შეკრების თავისუფლებას აუქმებს
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) პროტესტის მონაწილეების — სანდრო მეგრელიშვილის, დიმიტრი ჯამბუარიასა და ნუკრი კაკულიასთვის 4-4 დღით, ხოლო მიხეილ ზაქარეიშვილისა და ლუკა ნაგლიაშვილსთვის 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილებები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.
მათივე განმარტებით საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ტრორუარზე დგომისთვის ადმინისტრაციულ სახდელად პირველ ჯერზე 15 დღემდე პატიმრობა, ხოლო განმეორების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივ სასჯელად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული, ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას — შეკრების თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში ფაქტობრივად აუქმებს."
TI წერს, რომ მომჩივნების სურვილის შემთხვევაში, საჩივრებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც შეიტანენ.
"2025 წლის 23 იანვარს, ივანიშვილის მორჩილმა სასამართლომ, პირველად თავის ისედაც არცთუ სასახელო ისტორიაში, რამდენიმე უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა. სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებს — სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბუარიას, ნუკრი კაკულიას 4-4 დღით, ხოლო მიხეილ ზაქარეიშვილს და ლუკა ნაგლიაშვილს 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ტროტუარზე დგომის გამო. გადაწყვეტილებები მიიღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მაკარაძემ, და სანქცირებულმა მოსამართლეებმა — მანუჩარ ცაცუამ და ზვიად ცეკვავამ.
მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ამკვიდრებს ახალ პრაქტიკას, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.
აღსანიშნავია, რომ გუშინ იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლემ — თორნიკე კაპანაძემ სამოქალაქო აქტივისტი რეზი დუმბაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. თუმცა, პატიმრობის ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა. სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენა სასამართლომ ასევე ანი ახმეტელის (მოსამართლე ზვიად ცეკვავა) და ნათია ჭავჭანიძის (მოსამართლე მანუჩარ ცაცუა) შემთხვევებშიც.
საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ტროტუარზე დგომისთვის ადმინისტრაციულ სახდელად პირველ ჯერზე 15 დღემდე პატიმრობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივ სასჯელად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ქართული ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა 2025 წლის 10 დეკემბერს დაამტკიცა. ნიშანდობლივია, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას — შეკრების თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში ფაქტობრივად აუქმებს, ე.წ. პარლამენტმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს მიიღო.
ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე. საქართველომ უკვე არაერთი საქმე წააგო სტრასბურგის სასამართლოში სწორედ შეკრების თავისუფლების დარღვევის გამო. მაგალითისთვის, სულ ახლახანს გამოქვეყნდა ამ სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეში "მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ", რომლითაც საქართველოს სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დამრღვევად იქნა ცნობილი.
მოსამართლეებს, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილებები გამოიტანეს ან მომავალში გამოიტანენ, ვერასდროს ექნებათ გამართლება. მათი არგუმენტები რომ "ასეთია კანონი" ვერასდროს იქნება გაზიარებული, როდესაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და მრავალი საერთაშორისო კონვენცია, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო. გარდა იმისა, რომ მათ შეეძლოთ შეეწყვიტათ საქმე სამართალდარღვევის არარსებობის გამო, ასევე შეეძლოთ შეეჩერებინათ საქმის განხილვა და შესაბამისი წარდგინებით მიემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, როგორც ამას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი. სწორედ ასე მოიქცა მათი კოლეგა ვლადიმერ ხუჭუა, რისთვისაც ის საზოგადოების პატივისცემას იმსახურებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო იცავს და კვლავაც დაიცავს ყველა იმ პირის უფლებას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სასამართლოების წინაშე, ვისი უფლებებიც, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების ჩათვლით, სახელმწიფომ უკანონოდ შელახა. მომჩივნების სურვილის შემთხვევაში, საჩივრებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევიტანთ", — წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები