რისთვის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროებენო? — გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს დედა
მიუხედავად იმისა, რომ ეკა კუპატაძემ იცის, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა და დეტალურად იცნობს საქმის მასალებს, მას საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში, — ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს, ნ.ი.-ის დედა, თამუნა იმნაძე ნავროზაშვილი წერს. მისი თქმით, მან "შვილი გიგა ავალიანთან განათლებისათვის, გზის გაკვალვისთვის მიიყვანა და არა იმისათვის, რომ სექსუალურად შეევიწროებინა!"
"მე ამდენი ხნის განმავლობაში მქონდა სურვილი მეპასუხა იმ ცრუ ბრალდებებზე, რომელიც ისმოდა ჩემი შვილის — ნია იმნაძის მიმართ, თუმცა არ ვსაუბრობდი ვინაიდან ვფიქრობდი, რომ გარდაცვლილებზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს. მე არ მინდოდა საზოგადოებისათვის მგრძნობიარე სიტუაციის უფრო სენსიტიურად ქცევა და მიუხედავად ჩემი შვილის სიმართლისა ვითვალისწინებდი საზოგადოების წინასწარგანწყობას, რომელსაც ყოველთვის აქვს ემპათია გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ამიტომ ვდუმდი.
ჩვენ პროკურატურას თავიდანვე ვთხოვდით, რომ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებისათვის მიეწოდებინათ დეტალური ინფორმაცია, რათა დარწმუნებული ყოფილიყვნენ ჩემი შვილის ნიას უდანაშაულობაში — თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეკა კუპატაძემ იცის, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა და დეტალურად იცნობს საქმის მასალებს, მას საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში. მე ვფიქრობდი, რომ როდესაც გიგა ავალიანის ოჯახის წევრები ნახავდნენ საქმის მასალებს დარწმუნდებოდნენ, რომ ჩემი შვილის მიმართ ბრალდებები მკვლელობის შეკვეთასთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო.
გაშავების შესაძლებლობა აქამდე არ მქონდა?! შენ ვერ მიხვდი ჩემი სიჩუმის რეალურ მიზეზს, არ გაჩერდი, ახლა კი ხალხი მთხოვს პასუხს.
მე არ მაქვს საქმის მასალები და ვერ გავასაჯაროებ! შენ გაქვს! თუ სიმართლეა რასაც ამბობ, ამოიღე, როგორც თავად თქვი მეცხრე ტომის 190-200 გვერდები და ვიდეო ჩანაწერი, ხოლო დანარჩენი საქმის მასალა გაასაჯაროვე სრულად, მათ შორის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, რომელიც ადვოკატის თქმით საქმეში უნდა იდოს! არც მე არ მინდა კინო, ისედაც გული მისკდება, რომ ადამიანი გარდაიცვალა, არასრულწლოვანები და მათი ოჯახები გაუბედურდნენ! მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას არ იზამ, იმიტომ რომ იტყუები!
შენ ბოროტად იყენებ საზოგადოების თანაგრძნობას და საზოგადოებას აქეზებ, რომ მკვლელობა ჩაიდინონ. დედის რძე უნდა არწყევინო თურმე ჩემს შვილს იმ სიმართლისთვის რისი აღიარებაც შენ არ გინდა.
მივმართავ საზოგადოებას!
რა გინდათ ჩემი შვილისგან, რომელიც გიგა ავალიანთან განათლებისათვის, გზის გაკვალვისთვის მივიყვანე და არა იმისათვის, რომ სექსუალურად შეევიწროებინა!
რისთვის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროებენო?
რისთვის ლანძღავთ? ბავშვებს ასწავლით, რომ მათზე 12 წლით უფროსი ადამიანი თუ შეუსაბამოდ იქცევა ხმა არ ამოიღონ? ეუბნებით, რომ ყველა შემდგომი შედეგი მათი პასუხისმგებლობაა? გაჩუმდნენ და მოითმინონ?
ისე გადაუარეთ ჩემს შვილს, რომ არც კი გიკითხავთ იცოდა თუ არა რაიმე ან ვინმეს დაავალა თუ არა რამე?
გაასაჯაროვე საქმის მასალები და თუ შენს მიერ ნათქვამი სიტყვები რეალური აღმოჩნდება, მე ჩემს შვილს ჩემი ხელით მივიყვან პოლიციაში!", — წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს, ნ.ი.-ის დედა, თამუნა იმნაძე ნავროზაშვილი სოციალურ ქსელში.
1-ელ ოქტომბერს, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 28 წლის მათემატიკის მასწავლებელსა და ექიმს, გიგა ავალიანს თავს დაესხნენ. თავდასხმისას მიღებული მძიმე თავის ტრავმით ავალიანი საავადმყოფოში მოათავსეს, სამ კვირაში კი, 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
მეტი გიგა ავალიანის საქმეზე:
- რა დეტალებია ცნობილი ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე?
- ახალგაზრდა მასწავლებლის საქმეზე დაკავებულ 2 პირს ბრალდება დაუმძიმდა
- საქართველოს პროკურატურა გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის მშობლების განცხადებას ეხმაურება
- ბრალის დამძიმების შემდეგ, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული დ.ჩ.-ს დედა პროკურატურის წინ შიმშილობის დაწყებას აანონსებს
- გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი ბრალდებული არასრულწლოვანის, დ.ჩ.-თვის ბრალის დამძიმების მიზეზებს განმარტავს
- რეზო კიკნაძე: ზვიადაური მკვლელობისთვის არაა დაჭერილი, ტერიშვილმა ქაღალდი ისროლა და იმაზე მეტ ხანს უნდა იჯდეს, ვიდრე ზვიადაური
- მოკლული გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა დ.ჩ.-მ შიმშილობა დაიწყო
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები