საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება — რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკმა ქართული YouTube ეკოსისტემისა და კრეატორების გაძლიერების მიზნით, პირველი მასშტაბური ქართული რეალითი შოუ — Creator შექმნა.
პროექტის მერვე ეპიზოდში უკვე გამოვლინდნენ ფინალისტები, რომლებიც ერთმანეთს საბოლოო დავალების შესრულებაში შეეჯიბრებიან. ეპიზოდის სანახავად გადადით ბმულზე.
Creator-ის ფინალისტები გახდნენ:
მთელი პროექტის განმავლობაში დამწყებ იუთუბერებს აფასებენ, გამოცდილებას უზიარებენ და ახალ დავალებებს აძლევენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო). ამასთან, მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ჰყავს მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებს და ეხმარება დავალების შესრულებაში.
“საქართველოში კრეატორობის კულტურა ახალფეხადგმულია. ბევრი ტალანტია, მაგრამ ეკოსისტემაა სუსტია — ბრენდები ჯერ კიდევ ტრადიციულ მედია მოდელებზე ორიენტირდებიან, შესაბამისად არ არის სტაბილური მონეტიზაციის პლატფორმები. Creator-ის საშუალებით პირველად გაჩნდა სივრცე, სადაც დამწყებებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ იდეას მისცენ ფორმა, მოისმინონ პროფესიონალების რეალური კრიტიკა და მიიღონ წვდომა განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე”, — აღნიშნავს ნიკა კაკოიშვილი (კაკო).
“ხარისხი არ არის აპარატურა (ტექნიკა). ხარისხი ხარ შენ — კრეატორობის კულტურა საქართველოში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ყოველ მომდევნო წელს, წინა წელთან შედარებით გაცილებით მეტი წარმატებული კრეატორია. ახალბედა კრეატორისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ, გამოუცდელობაა. ასეთ პროექტებში მონაწილეობა კი შესაძლებლობაა გამოცდილების მიღებისა და წარმატების შესაძლებლობაა. ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად სწორედ გამოცდილების გაზიარებას ვხედავ, საწყისი ნაბიჯების საჯაროობას უკუკავშირთან ერთად... ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორ უნდა გახდე იუთუბერი ეგ თავისთავადი და საინტერესო მოგზაურობაა." — აღნიშნავს დათო ალავიძე (ჰიტა).
“იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ YouTube სივრცეში შემოსვლა, მაგრამ ეშინოდათ და ვერ იწყებდნენ, ვერ დგამდნენ ამ ნაბიჯს, რადგან არ იცოდნენ, რა ხდება ყოველი ვიდეოს მიღმა — ეს პროექტი მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა, რადგან მისი საშუალებით ჰქონდათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ შიდა სამზარეულოს, ენახათ როგორ უნდა განვითარდნენ და დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს არც თუ ისე რთულია. 8 ადამიანი, რომლებიც პროექტის პირველ ეტაპებზე შეირჩა, ნათელი მაგალითი და ინსპირაცია და შეხსენება, რომ ტელეფონით გადაღებული ვიდეოებითაც შეიძლება არა მხოლოდ დაწყება, არამედ მწვერვალების მიღწევაც.“ — აღნიშნავს მახარა (საეჭვო კაცი).
“საქართველოს ბანკის YouTube გადაცემა Creator, უკვე მერვე ეპიზოდია მაყურებელს საინტერესო გამოწვევებსა და დავალებებს სთავაზობს. მიზანი უცვლელია, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ დამწყები კრეატორების განვითარებასა და გაძლიერებას, მეორე მხრივ კი. გამოცდილ კრეატორებს მივცეთ შესაძლებლობა, შექმნან კიდევ უფრო მეტად საინტერესო კონტენტი. შედეგად, Creator იქცა სივრცედ, სადაც, გამოცდილი იუთუბერები დამწყებ კრეატორებს უზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, აუდიტორიის ზრდისთვის საჭირო რჩევებს, დამკვეთებთან ურთიერთობის სპეციფიკასა და სხვ. სულ მალე, გადაცემის ფინალისტები გამოვლინდებიან. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტის განხორციელებას და ქართული YouTube ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას”. — აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის YouTube არხს.
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები