Global Finance: მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოს ბანკი საუკეთესოა საქართველოში
ფოტო: საქართველოს ბანკი
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით 2026 წლის საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა 56 ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მასშტაბით.
გამოცემამ საქართველოს ბანკი 2026 წლის საუკეთესოდ ბანკად დაასახელა საქართველოში მდგრადი დაფინანსების მიმართულებით.
როგორც Global Finance-ის რედაქცია აღნიშნავს, ჯილდოს მიზანი ისეთი გლობალური, რეგიონული და ადგილობრივი ფინანსური ლიდერების გამოვლენა და აღიარებაა, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მდგრადი მომავლის შექმნის პროცესში.
ინფორმაციისთვის, მდგრადი დაფინანსება მიმართულია განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტური მშენებლობების, ჯანდაცვის, განათლების და სხვ., დადებითი გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის სექტორებისკენ/საქმიანობებისკენ.
“მდგრადი დაფინანსების მნიშვნელობა მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე სულ უფრო და უფრო იზრდება, რასაც ხელს უწყობს მდგრადი დაფინანსების მოცულობის ზრდა. შესაბამისად, Global Finance-ის მდგრადი დაფინანსების ჯილდო იმ ფინანსური ინსტიტუტების აღიარებასა და გამოვლენას ემსახურება, რომლებიც ქმნის სხვადასხვა კრეატიულ, ინოვაციურ გადაწყვეტებს და სექტორში მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერის პოზიციებს იკავებენ.“ — აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.
"Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის მონიჭებული ჯილდო — 2026 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში მდგრადი დაფინანსების მიმართულებით — ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიისა და სისტემური მუშაობის მნიშვნელოვანი აღიარებაა. ჩვენთვის მდგრადობა არ არის ცალკეული ინიციატივა, ის ინტეგრირებულია ჩვენს ბიზნეს მოდელში, რისკების მართვასა და პროდუქტების განვითარებაში. ვმუშაობთ მწვანე და კლიმატზე ორიენტირებული დაფინანსების გაფართოებაზე, ESG შეფასებების გაძლიერებაზე და ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებების შექმნაზე, რომლებიც ერთდროულად ქმნის ეკონომიკურ ღირებულებას და პოზიტიურ გარემოსდაცვით და სოციალურ გავლენას. ჩვენი წარმატება და Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება საქართველოს ბანკის 9000-ზე მეტი თანამშრომლის ძალისხმევის შედეგია. ეს ჯილდო გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ ლიდერობა საქართველოს ფინანსურ სექტორში მდგრადი განვითარების მიმართულებით”. — აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, მდგრადი დაფინანსების ჯილდოს ფარგლებში გამარჯვებულების შერჩევა დამოუკიდებელი მკვლევრებისა და სარედაქციო ჯგუფის მიერ ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდა. შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა, როგორც მმართველობით პოლიტიკასა და მიზნებს, ისე მიღწევებს გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადი დაფინანსების მიმართულებით.
Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო მოიპოვა ისეთმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორებიც არის: Ameriabank (სომხეთი), Deutsche Bank (გერმანია), Societe Generale (საფრანგეთი), HSBC (დიდი ბრიტანეთი) და სხვ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები