გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე

26 Jan. 2026, 11:09

"გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ ამას. ჯანმრთელობას ვუსურვებ ამ ხალხს, მხნეობა და გამძლეობა აქვთ და დაამტკიცეს ეს.

მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს თვეები მგულშემატკივრობდა, განსაკუთრებით ჩემ ოჯახს ედგა გვერდში. ჩემი ცოლიც და შვილებიც მებრძოლი გოგოები არიან ნამდვილად, მაგრამ უთქვენოდ ბევრად გაუჭირდებოდათ და ამის გამო მადლიერი ვარ. მიყვარხართ ყველა.

სხვა მხრივ, ცოტა ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა — ჩემ ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ანუ ამაფეთქა. სადღაც გვერდზე იჯდა ადამიანი, რომელიც ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუსიდან, თავის დროზე, მერე ესენიც შემოგვიერთდნენ [ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები]...

მე ვხედავ ჩემ თავს ამ ბრძოლაში ნებისმიერ ადგილას, სადაც საჭირო ვიქნები და აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ვინაიდან წლების განმავლობაში მქონდა შანსი, რომ მოვხვედრილიყავი რუსულ ან ბელორუსულ ციხეში, მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის, ამიტომ ყველაფერ გავაკეთე, რომ უკეთეს ფორმაში ვყოფილიყავი — ფიზიკურადაც და მორალურადაც.
მე პარტიულ ლიდერშიფს არ წარმოვადგენ, მაგრამ კონსულტაციები იქნება, ჩემ იდეებს მივაწვდი... მართლა ობობას ველაპარაკებოდი მთელი 7 თვე და ამიტომ ვერავის ჭკუის სწავლებას ვერ დავუწყებ. ჯერ ადამიანებთან დავილაპარაკებ, გავერკვევი ზუსტად რა და როგორ ხდება.

ეს [პატიმრობა] არის ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი და რთულია, არ არის მარტივი, ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულიცაა, მაგრამ არა გამოუსწორებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფასის გადახდაზე ხალხი უარს არ ამბობს და ამის გამო არ ჩერდება — თუ ახლა გაჩერდები, ეს ფასი აიწევს ავტომატურად იმ ნიშნულზე, რასაც ახლა ირანში და კიდევ უფრო უკრაინაში ვხედავთ. ეს ფასი გადასახდელია სამწუხაროდ. სხვა მხრივ, რაღაც საფრთხეების გამო არ ბრძოლა, არის მარცხი მაშინვე. ახლა არ ვართ თან იმ მდგომარეობაში, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად. დღეს ბევრად მოწყვლადია ეს რეჟიმი".

თქვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ.
ის "ოცნების" პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 7 თვე იჯდა რუსთავის 12-ე დაწესებულებაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მართვის მოწმობის აღება მარტივდება
  2. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  3. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  4. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  5. ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 127.9 ლარი იქნება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსი მიტროპოლიტი ილარიონი, რომელიც ილია II-ის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, ჩეხეთში ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი), რომელსაც მანამდე სექსუალურ შევიწროებაში…