20 000 სატვირთო ავტომობილისთვის გაწეული მომსახურება და მრავალფუნქციური სერვისცენტრი — თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
ფოტო: თეგეტა
სერვისის რეგიონული ჰაბი, რომელიც თბილისის შემოვლითი გზის 36-ე კილომეტრზეა განთავსებული, სატვირთო მანქანებს, ავტობუსებსა და კომერციულ ტრანსპორტს ერთ სივრცეში სრულ მომსახურებას უწევს. თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალი დაახლოებით ერთი წლის წინ ამოქმედდა და თვის ჭრილში 1500-მდე ავტოტრანსპორტს ემსახურება. უახლოეს მომავალში ამ ციფრის 2500-მდე გაზრდაა დაგეგმილი. სერვისცენტრისთვის განკუთვნილი ოთხი ჰექტარი ტერიტორია სხვადასხვა დანიშნულების ოთხ ბლოკს მოიცავს. სივრცეებს ერთი კონცეფცია აერთიანებს: მომხმარებელს ერთი ფანჯრის პრინციპითა და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით უნდა მოემსახურონ — იქნება ეს სავალი ნაწილის შემოწმება, ძრავა თუ ელექტრობა. ცალკე ბლოკები ეთმობა სამღებრო-სათუნუქე და სამაცივრო სისტემების შეკეთებას.
ფოტო: თეგეტა
ზურაბ ალავიძე, თეგეტა ჰოლდინგის სპეციალური დანიშნულების, სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების მიმართულების მთავარი ოფიცერი: "გეზის ფილიალი განსაკუთრებულია, როგორც თავისი მასშტაბურობით, ისე კონცეფციითა და მიდგომით. პირველები ვართ რეგიონში, ვინც სატვირთო და კომერციულ ავტოტრანსპორტს ორგანიზებულ და კომფორტულ გარემოში სერვისის სრული სპექტრი შესთავაზა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერვისცენტრი მულტიბრენდულია და მზადაა სხვადასხვა მწარმოებლის ტექნიკის მისაღებად. ფილიალის კიდევ ერთი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობაა. ცენტრი განთავსებულია ინდუსტრიულ ზონაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სატრანსპორტო გზაჯვარედინზე, რომელიც დატვირთულია სატვირთო ნაკადებით თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა თუ ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებებზე. შედეგად, ეს ტრანზიტული ნაკადი სწორედ ჩვენს ფილიალში იყრის თავს და იქმნება სერვისის რეგიონული ჰაბი, რომლის მართვის დიდი გამოცდილება და შესაძლებლობაც გვაქვს“.
გეზის ფილიალის ინფრასტრუქტურა და გამორჩეული სერვისები
მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ A კატეგორია აქვს მინიჭებული და თანამედროვე დანადგარებითა და ინსტრუმენტებით არის აღჭურვილი.
ფილიალი, რომლის ფართობი 42 000 მ2-ია, რამდენიმე სივრცედ იყოფა.
ფოტო: თეგეტა
MAN-ის შოურუმი და მულტიბრენდული სერვისი
A ბლოკში განთავსებულია MAN-ის ოფიციალური შოურუმი და მულტიბრენდული საავტომობილო სერვისი, სადაც მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს:
- სამუხრუჭე სისტემის, გამონაბოლქვისა და მაშუქების დიაგნოსტირება
- სავალი ნაწილის შემოწმება და შეკეთება
- ძრავის დიაგნოსტიკა და სერვისი
- ელექტროსისტემების აღდგენა
ეს სივრცე განკუთვნილია, როგორც მსუბუქი კომერციული, ისე მძიმე სატვირთო ტრანსპორტისთვის.
ფოტო: თეგეტა
B ბლოკი — დიზელის საწვავი სისტემა, ძალური გადაცემის აგრეგატები, სამაცივრო აგრეგატები, ვულკანიზაციისა და სამღებრო-სათუნუქე სერვისები
ამ სივრცეშია განთავსებული სამღებრო-სათუნუქე უბანი, რომლის ანალოგიც რეგიონის არცერთ ქვეყანას არ აქვს. 22-მეტრიან სამღებროში ყველაზე დიდი გაბარიტების ავტომანქანის შეღებვა ერთიანად არის შესაძლებელი.
ფოტო: თეგეტა
ასევე მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, ავტომობილის ჩარჩო და ძალური კონსტრუქცია ქარხნული პარამეტრების შესაბამისად აღადგინოს, ფრანგული წამყვანი ბრენდის CELETTE-ს უახლესი, ე.წ. რობოტის კომპლექტის საშუალებით.
საერთო ჯამში, ფილიალს ამჟამად 31 სამუშაო სივრცე აქვს, რომლებიც სრულადაა ამოქმედებული.
ფოტო: თეგეტ
იგეგმება კიდევ ხუთი წერტილის დამატება, სადაც თეგეტას გამოცდილი სპეციალისტები მიკროავტობუსებს მოემსახურებიან. მომხმარებელი ამ შემთხვევაშიც სრულ სერვისს მიიღებს, იქნება ეს სავალი ნაწილი, საბურავები, ძრავა თუ ელექტრობა.
ფილიალის გახსნის დღიდან მოქმედებს მობილური სერვისის ორი მიკროავტობუსიც, რომლებიც საჭიროებისამებრ მომხმარებელს შემთხვევის ადგილზე უწევენ დახმარებას.
ფოტო: თეგეტა
სამაცივრო სისტემების სერვისი — Thermo King
უკვე ექსპლოატაციაშია სამაცივრო სისტემების სერვისი. თეგეტა მოტორსი, რომელიც ამერიკული ბრენდის Thermo King-ის ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელია საქართველოში, მომხმარებელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. სერვისში უახლესი სპეცინსტრუმენტები და სადიაგნოსტიკო მოწყობილობებია განთავსებული, ხოლო სამუშაოებს გადამზადებული და გამოცდილი მექანიკოსები ასრულებენ. მომსახურება მოიცავს როგორც სამაცივრო სისტემების მონტაჟსა და პროფილაქტიკას, ისე სრულ ტექნიკურ შემოწმებასა და შეკეთებას, რაც, საბოლოოდ, სისტემის ხანგრძლივ და გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
ყველა სამუშაო სივრცე, უახლეს დანადგარებთან ერთად, თანამედროვე იტალიური წარმოების ამწეებითა და გერმანული ბრენდის სერვისის ორმოებით არის აღჭურვილი, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს, როგორებიცაა შრომის უსაფრთხოება და ეკოლოგიაზე ზრუნვა.
გარემოსდაცვითი კომპონენტი გათვალისწინებულია ასევე აგრეგატების სარეცხი უბნის ნაწილშიც. დაინერგა სერვისი, რომელიც სახიფათო ნარჩენებისგან დასვრილი აგრეგატების რეცხვას გულისხმობს. საავტომობილო ნაწილები სპეციალური ხსნარებით მუშავდება.
მაღალტექნოლოგიური იტალიური დანადგარი დამონტაჟდა ავტომანქანების სამრეცხაო სივრცეშიც. სხვადასხვა რეჟიმის დახმარებით პროცესი ავტომატურად მიმდინარეობს და მხოლოდ ათი წუთი სჭირდება.
მობილური სერვისები და დამატებითი წერტილები
გეზის ფილიალის ბაზაზე მოქმედებენ მობილური ჯგუფებიც, რომლებიც მომხმარებელს სატვირთოების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტისთვის საჭირო დახმარებას ნებისმიერ ადგილზე აღმოუჩენენ.
ფოტო: თეგეტა
სერვისცენტრში დანერგილი ბიზნესპროცესები სრულად მომხმარებელზეა მორგებული. სატრანსპორტო საშუალების მფლობელს სერვისის მრჩეველი ემსახურება, რომელიც ყველა საჭირო საკითხზეა პასუხისმგებელი — განაცხადის გახსნიდან დაწყებული, ანგარიშსწორებით დასრულებული. კიდევ უფრო მეტი კომფორტისათვის სერვისის მისაღებად ფილიალში წინასწარ ჩაწერაც შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე სატელეფონო ზარის მეშვეობით. გეზის ფილიალის ტერიტორიაზე მოქმედებს თეგეტა ლაუნჯის სივრცეც, რომელიც სტუმრების მისაღებად უკვე მზად არის.
ფოტო: თეგეტ
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ფილიალი დილის 09:30-დან 18:30-მდე მუშაობს. 00:00 სთ-მდეა შესაძლებელი სწრაფი სერვისების მიღება. ცენტრი ღიაა კვირა დღესაც, თუმცა შედარებით მოკლე სამუშაო დღითა და მხოლოდ ვულკანიზაციით. კვირა დღეს მომხმარებელს 09:30 სთ-დან 16:00 სთ-მდე მოემსახურებიან.
-
100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება 100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება
გადახედვა
-
მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის
გადახედვა
-
წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია
-
2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა 2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა
გადახედვა
-
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
-
რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა? რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
გადახედვა
-
ქალი პოლიტიკოსები: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებაა ქალი პოლიტიკოსები: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებაა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა
გადახედვა
-
რა ახალი რეკომენდაციები აქვს მაიკლ ო’ფლაერტის? — საიას თავმჯდომარის განმარტება რა ახალი რეკომენდაციები აქვს მაიკლ ო’ფლაერტის? — საიას თავმჯდომარის განმარტება
გადახედვა
-
რა წერია მაიკლ ო’ფლაერტის ანგარიშში? რა წერია მაიკლ ო’ფლაერტის ანგარიშში?
გადახედვა
-
2 ტრილიონ დოლარად შეფასების შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა 2 ტრილიონ დოლარად შეფასების შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა
გადახედვა
-
კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა
გადახედვა
-
რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს
გადახედვა
-
ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედს" უჩივის ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედს" უჩივის
გადახედვა
-
ტვინის იმპლანტანტმა პარალიზებულ კაცს კვლავ საკუთარი ხმით ლაპარაკის საშუალება მისცა ტვინის იმპლანტანტმა პარალიზებულ კაცს კვლავ საკუთარი ხმით ლაპარაკის საშუალება მისცა
გადახედვა
-
"სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" — ComCom "ტვ პირველს" მსგავსი ფრაზების გამოყენებისთვის კვლავ ედავება "სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" — ComCom "ტვ პირველს" მსგავსი ფრაზების გამოყენებისთვის კვლავ ედავება
გადახედვა
-
თეატრი ყუმურში, საკუთარ სახლში — ქეთევან ადეიშვილის ამბავი თეატრი ყუმურში, საკუთარ სახლში — ქეთევან ადეიშვილის ამბავი
-
შეიძლება იუპიტერის თანამგზავრზე დედამიწიდან სიცოცხლე მოხვედრილიყო — ზაზა ოსმანოვის კვლევა შეიძლება იუპიტერის თანამგზავრზე დედამიწიდან სიცოცხლე მოხვედრილიყო — ზაზა ოსმანოვის კვლევა
გადახედვა
-
"აწარმოე საქართველოში" ბაზაზე შექმნილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე იქნება "აწარმოე საქართველოში" ბაზაზე შექმნილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე იქნება
გადახედვა
-
18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება — GWP გაფრთხილებას აქვეყნებს 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება — GWP გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკი: "თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება" ვოლოდიმირ ზელენსკი: "თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება"
გადახედვა
კომენტარები