სამხრეთის კარიბჭე: არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სავარაუდოდ, მღვდელმოქმედება აღუდგინეს
ზარზმის მამათა მონასტრის ყოფილ წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სავარაუდოდ, მღვდელმოქმედება აღუდგინეს — ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ერთ–ერთმა მოქალაქემ სასულიერო პირის მხარდამჭერ ფეისბუკ-ჯგუფში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ყოფილ წინამძღვარმა ნიკოლოზმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა–ლოცვა სოფელ მოხის ტაძარში აღავლინა.
"2026 წლის 19 იანვარს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში, ანდრია პირველწოდებულის სახელობის მოხის დედათა მონასტერში მისივე აშენებული ტაძრის ამბიონიდან ნათლისღების დღესასწაული მოგვილოცა და წირვა-ლოცვა აღავლინა ადიგენის რაიონის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გულშემატკივარმა, ეკლესია მონასტრების აღმშენებელმა და დედა ეკლესიის ღირსეულმა წარმომადგენელმა არქიმანდრიტმა მამა ნიკოლოზმა. შემდეგ იყო წყალკურთხევა მდინარე ქვაბლიანში, ზარზმის და ქვაბიჯვრის მამათა მონასტრების მამებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. განსაკუთრებით გილოცავთ ადიგენელებო, მესხებო", — წერს მოქალაქე და წირვის ამსახველ ფოტო–ვიდეოს აქვეყნებს.
სამხრეთის კარიბჭის ცნობით, ისინი არქიმანდრიტ ნიკოლოზს დაუკავშირდნენ, თუმცა მან კითხვის დასმის შემდეგ ტელეფონი გათიშა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსაც არ უპასუხა. ისინი ასევე დაუკავშირდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ანდრია ჯაღმაიძეს, რომელმაც გამოცემას უთხრა, რომ ინფორმაციას არ ფლობდა და ადგილობრივ ეპარქიაში გადაამისამართა.
"არ ვიცი. მე არ მაქვს ინფორმაცია. გადაწყვეტილებას იღებს ეპარქიის ხელმძღვანელი, ვერ დაგეხმარებით, გაარკვიეთ ეპარქიაში", — უთხრა ჯაღმაიძემ გამოცემას.
ახალციხეში მდებარე ერთ–ერთ ტაძარში კი მათ უთხრეს, რომ სასულიერო პირთან დაკავშირებას მხოლოდ კვირას, წირვის შემდეგ შეძლებდნენ.
როგორც სამხრეთის კარიბჭე წერს, ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, სავარაუდოდ 5 ახალგაზრდა ქალზე მეტი, სექსუალურ შევიწროებაში 2024 წლის დეკემბერში ადანაშაულებდა.
სამხრეთის კარიბჭე საევე იუწყება, რომ ამბის გახმაურებიდან მალევე, სასულიერო პირს მეუფე თეოდორემ მღვდელმოქმედება შეუჩერა, თუმცა რამდენი ხნით ამის შესახებ ინფრომაცია არ გავრცელებულა. მას შემდეგ ერთი წელია გასული.
2025 წლის 6 თებერვალს გავრცელდა ინფრომაცია იმის შესახებაც, რომ არქიმანდრიტი ხალციხის მერიის ააიპ-ის დირექტორად დაინიშნა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები