ამბერ ჰერდი გამოჩნდა ფილმში ქალებზე, რომლებსაც ცილისწამების სარჩელებით აჩუმებენ
ფოტო: Getty Images
ამბერ ჰერდი მოულოდნელად გამოჩნდა აქტუალური დოკუმენტური ფილმის ფარგლებში, რომლის პრემიერაც სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. ფილმი ეხება შემთხვევებს, როდესაც ბრალდებული კაცები ცილისწამების სარჩელებს იყენებენ იმ ქალების გასაჩუმებლად, რომლებიც ძალადობაზე საუბრობენ.
დოკუმენტური ფილმი Silenced, რომელიც ფესტივალის მსოფლიო კინოს კატეგორიაშია წარმოდგენილი, შაბათს აჩვენეს. მისი რეჟისორები სელინა მაილსი და საერთაშორისო უფლებადამცველი იურისტი, ჯენიფერ რობინსონი არიან. ფილმი მოგვითხრობს არაერთ ქალზე, მათ შორის ჟურნალისტზეც, რომლებიც სამართლის ძიებისას მრავალმილიონიანი ცილისწამების სარჩელების გამო დაბრკოლებებს წააწყდნენ.
რობინსონი ჰერდს ეხმარებოდა 2018 წელს, როდესაც ჰერდის ყოფილმა მეუღლემ, ჯონი დეპმა, ბრიტანული გაზეთის, The Sun-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. გაზეთმა გააკრიტიკა დეპის მონაწილეობა Warner Bros.-ის ფრენჩაიზში Fantastic Beasts, რასაც საფუძვლად ჰერდის მიერ წარსულში წაყენებული ოჯახური ძალადობის ბრალდებები დაუდო. დეპმა გაზეთს ცილისწამებისთვის უჩივლა. დაცვის მხარე კი მთლიანად ემბერს ეყრდნობოდა.
ემბერ ჰერდი დათანხმდა ინტერვიუს ფილმში Silenced, ეს მისი პირველი კინოპროექტია 2023 წლის Aquaman and the Lost Kingdom-ის შემდეგ. მსახიობმა განმარტა, რატომ მიიღო მონაწილეობა ამ დოკუმენტურ ფილმში.
"ეს ჩემზე არ არის. მე დავკარგე ლაპარაკის შესაძლებლობა. აქ არ ვარ იმისთვის, რომ ჩემი ისტორია მოვყვე. არც მინდა ამის გაკეთება. სინამდვილეში, აღარ მინდა ჩემი ხმის გამოყენება. და სწორედ ეს არის პრობლემა", — ამბობს ჰერდი რეჟისორთან საუბარში.
ჯენიფერ რობინსონი და ამბერ ჰერდი
ფოტო: Variety
ფილმში ასევე მონაწილეობენ: ბრიტანი ჰიგინსი, ავსტრალიის პარლამენტის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც გაუპატიურების ბრალდება წაუყენა უფროსს; კატალინა რუის-ნავარო, ლათინური ამერიკის ჟურნალ Volcánica-ს რედაქტორი, რომელსაც რეჟისორმა სირო გერამ უჩივლა მას შემდეგ, რაც ჟურნალმა მის წინააღმდეგ არასათანადო ქცევის შესახებ სერიული ბრალდებები გამოაქვეყნა; და სიბონგილე ნდაშე, ადამიანის უფლებათა იურისტი.
სანდენსზე, Variety Studio-ში გამართულ ღონისძიებაზე, რობინსონმა საზოგადოება ცილისწამების სარჩელების მსუსხავი ეფექტის შესახებ გააფრთხილა, რაც ქალებზე გავლენას ახდენს, საჯაროდ ისაუბრონ, ან საერთოდ, სასამართლომდე მივიდნენ.
"#MeToo-ის შემდგომ სამყაროში ვიხილეთ, როგორ დაარღვიეს ქალებმა კულტურული დუმილი და დაიწყეს გენდერულ ძალადობაზე საჯაროდ საუბარი. ამის შემდეგ კი ვნახეთ, როგორ პასუხობდნენ სავარაუდო მოძალადეები ცილისწამების სარჩელებით, ამბობდნენ, ეს სიმართლე არ არის, ცილისწამებაა და დიდ თანხაზე გიჩივლებო", — თქვა რობინსონმა.
მისი თქმით, ბევრ კლიენტს უხსნიდა: "მას შეუძლია გიჩივლოს, მაგრამ შენ უნდა დაამტკიცო სიმართლე სასამართლოში. ეს კი ძალიან ძვირია და ქალების უმეტესობას ეკონომიკურად ანადგურებს. ამ ფილმში მე ვსვამ კითხვას: რას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება, თუ მისი დაცვა ფინანსურად შეუძლებელია?"
ჰერდმა აღნიშნა, რომ The Sun-ის საქმეში მისი მონაწილეობა ჩიხში ყოფნას ჰგავდა.
"იმ პროცესის შედეგი ჩემს მონაწილეობაზე იყო დამოკიდებული, ხოლო მე — იმ პროცესის შედეგზე. როცა პირველად შევხვდი [რობინსონს], მაშინვე მივხვდი, რომ ის დიდ სურათს ხედავდა. რაც მე გადამხდა, ეს უბრალოდ გამძაფრებული ვერსიაა იმისა, რასაც ბევრი ქალი ყოველდღიურად განიცდის", — თქვა ჰერდმა.
ფილმში ნაჩვენებია, როგორ გახდა The Sun-ის პროცესის განმავლობაში ჰერდი საჯარო აგრესიის სამიზნე. დეპის მხარდამჭერები, მათ შორის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც კარიბის ზღვის მეკობრეების პერსონაჟის კაპიტან ჯეკ სპეროუს ფორმა ეცვათ, სასამართლოში შესვლისა და გამოსვლისას ჰერდს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ნაგავს ესროდნენ.
"მახსოვს, პროცესის ბოლოს გაჩნდა იდეა, მედიასთან მეთქვა რამე. [რობინსონმა] მკითხა, დარწმუნებული ვიყავი თუ არა. მე ვიფიქრე: 'თუ ნივთებს მესვრიან, ეს უბრალოდ უფრო ნათლად აჩვენებს პრობლემას.' ვერ ვხვდებოდი, რომ ქალისთვის საკუთარი ხმის გამოყენება ჩემთვის ასე ძალიან შეიძლებოდა გაუარესებულიყო", — დაამატა მან.
ჰერდმა, რომელმაც კარიერა თეატრის მიმართულებით გააგრძელა, საუბარი იმედიანად დაასრულა.
"ძალას მაძლევს იმის დანახვა, როგორ აგრძელებენ სხვები ამ ბრძოლას. ქალები, რომლებიც საკმარისად გაბედულები არიან ძალაუფლების დისბალანსზე საუბრისთვის. როცა ვუყურებ, როგორ იზრდება ჩემი ქალიშვილი და ნელ-ნელა შედის ამ სამყაროში… მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიძლება შეიცვალოს".
-
საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს
-
წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება
-
ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს
გადახედვა
-
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
-
როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება 10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება
გადახედვა
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
-
რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება
გადახედვა
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ
გადახედვა
-
რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე? რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე?
გადახედვა
კომენტარები