კახა კალაძე

14 Dec. 2023, 16:28

გუშინ, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში, 54 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცხადია, ამ ყველაფერს აქვს გავლენა საგზაო მოძრაობის გადატვირთვაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის საცობები, რთულია გადაადგილება, არც სახანძრო და არც სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს. საზოგადოებას აქვს იმის კულტურა, რომ როდესაც მსგავსი ეკიპაჟი მოდის, გაატაროს.

საცობები არის ერთ-ერთი გამოწვევა და ამის მთავარი მიზეზი არის ავტომანქანების გადაჭარბებული რაოდენობა. პიკის საათებში 650 000 ავტომობილი მოძრაობს ქალაქში. გუშინ, ამას დაემატა ავტოსაგზაო შემთხვევები. ვაკე-საბურთალოს მიდამოებში 54 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცხადია ამ ყველაფერს აქვს გავლენა საგზაო მოძრაობაზე. ერთადერთი გამოსავალი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ, არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, 18- მეტრიანი ავტობუსები. მესმის, რომ დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამოც არის გადაადგილება გართულებული, მაგრამ სხვანაირად ამ პროექტებს ვერ განვახორციელებთ. 

ოპოზიცია აღნიშნული თემით სპეკულირებს. მე ვთქვი, რომ თუ აქვთ რაიმე იდეა, მოიტანონ. მზად ვართ და გავაკეთებთ. ვთქვათ და არასწორ პოლიტიკას ვატარებთ, მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ექსპერტები ჩართულები არიან და გვეუბნებიან, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ეს უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
  2. "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
  3. ტექნიკური უნივერსიტეტი, "რუსთავი 2"-თან და "იმედთან" ერთად, POSTV-საც სთხოვს ბოდიშის მოხდას
  4. სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პოლიტიკურ დებატებს მაგდა ანიკაშვილი გაუძღვება
  5. ირაკლი კობახიძე: ჩამოყალიბდება ტექნიკურ მიმართულების ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნეიტრალური საქართველო "იმედს" და "რუსთავი 2-ს" მოუწოდებს, ევროინტეგრაციაზე დებატები დაიწყონ

მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით იმედს და რუსთავი 2-ს…