ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფოტო: Evan Vucci / AP / FILE
რა ხდება: აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი, რომელმაც ცივი ომის დროს გადამწყვეტი როლი ითამაშა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- ის ნიქსონისა და ფორდის ადმინისტრაციების დროს მსახურობდა ამერიკის მთავარ დიპლომატად და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად.
- წარმოშობით გერმანელი დიპლომატი საკუთარ სახლში, კონექტიკუტში გარდაიცვალა.
- კისინჯერის გარდაცვალების შესახებ ღამით მის განცხადება გაავრცელა მის მიერ დაარსებულმა საკონსულტაციო კომპანიამ Kissinger Associates, თუმცა მიზეზის შესახებ არაფერი უთქვამთ.
ვინ იყო ჰენრი კისინჯერი: ის 1923 წელს გერმანიაში დაიბადა, აშშ-ში პირველად 1938 წელს ჩავიდა, როდესაც მისი ოჯახი ნაცისტებს გაექცა. მშობლიური ბავარიული აქცენტი მას სიცოცხლის ბოლომდე არ დაუკარგავს.
- 1943 წელს კისინჯერი აშშ-ის მოქალაქე გახდა, ის მსახურობდა ამერიკის ჯარში, მოგვიანებით — კონტრდაზვერვის კორპუსში.
- კისინჯერმა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ჰარვარდში დაამთავრა.
- 1969 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიქსონმა ის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დანიშნა, რამაც საშუალება მისცა, ჰქონოდა დიდი გავლენა ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე.
- რვა წლის განმავლობაში, 1969-77 წლებში, კისინჯერის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლისა და სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნის დროს, შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ დაასრულა მონაწილეობა ვიეტნამის ომში, გახსნა ურთიერთობები ჩინეთთან.
რეაქციები ჩინეთში: ქვეყანაში, სადაც კისინჯერი პოპულარობით სარგებლობდა, მისი გარდაცვალების ამბავი მალევე გახდა მთავარი განხილვის თემა ადგილობრივ პლატფორმაზე Weibo.
- ჩინეთის მედიამ ნეკროლოგებში მას "ჩინელი ხალხის ძველი მეგობარი" და "ლეგენდარული დიპლომატი" უწოდა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში.
- კისინჯერს აქტიური ცხოვრების წესი ჰქონდა 100 წლის ასაკშიც კი. ის ივლისში, მოულოდნელი ვიზიტით, პეკინში ჩავიდა, პრეზიდენტ სი ძინპინთან შესახვედრად. მიუხედავად აშშ-სა და ჩინეთის დაძაბული ურთიერთობისა, ამერიკელ დიპლომატს პეკინში განსაკუთრებული პატივით უმასპინძლეს.
წლების განმავლობაში, კისინჯერს ადანაშაულებდნენ რეპრესიული რეჟიმების მხარდაჭერაში მთელ მსოფლიოში, მათ შორის — პინოჩეტის რეჟიმის, ჩილეში.
- კისინჯერი ბრალდებებს უარყოფდა.
- 1973 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჩრდილოეთ ვიეტნამელ ლე დუკ ტოსთან ერთად, რომელმაც უარი თქვა ჯილდოს მიღებაზე.
- იმის მიუხედავად, რომ კისინჯერმა მთავრობაში მუშაობა 1977 წელს დაასრულა, მისგან რჩევას იღებდა არაერთი პრეზიდენტი, ჯონ კენედიდან ჯო ბაიდენამდე. ის კონსულტაციებს აძლევდა კანონმდებლებსაც.
კისინჯერს ჰყავს ცოლი, ნენსი კისინჯერი, 2 შვილი — ელიზაბეტ და დევიდ კისინჯერები და 5 შვილიშვილი.
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა
-
BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
-
რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს
გადახედვა
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის" პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის"
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია
გადახედვა
-
"მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს "მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები