კინემატოგრაფისტები კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებს ბოიკოტს უცხადებენ
ფოტო: სქრინი ვიდეოდან / ფორმულა
კინემატოგრაფისტების განცხადებით, აგვისტოდან კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
- ასევე, უარს იტყვიან საკონკურსო კომისიების წევრობაზე.
- "არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს", — წერენ ისინი.
- კინემატოგრაფისტები კვლავ კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას ითხოვენ.
- "გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით".
- განცხადებას ხელს ამ დროისთვის კულტურის სფეროს 225 წარმომადგენელი აწერს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 14 მარტს კულტურის სამინისტრომ კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
- მიზეზად აუდიტის დასკვნა დაასახელა, რომლის მიხედვითაც, "ფინანსური რესურსების კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები გამოვლინდა".
- პირველ ივნისს გოეთეს ინსტიტუტმა ჩხეიძე მედლით დააჯილდოვა და განაცხადა, რომ ის უკრაინის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს.
- კინოცენტრი ამას ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა, სადაც გოეთეს ინსტიტუტის საიტზე აღნიშნულ ინფორმაციას "ფარისევლური ბრალდება" და "უტიფარი სიყალბე" უწოდა.
- ასევე, თქვა, რომ გადაისინჯება გადაწყვეტილება ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელებაზე.
- კინოცენტრის განცხადებას რამდენიმე თანამშრომელი გაემიჯნა და პოსტს სამარცხვინო უწოდა.
ახალი მენეჯმენტი: პირველ ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნია დანიშნა.
- მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
- 13 ივნისს პროპაგანდისტული და სახელისუფლებო POSTV-ის წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ, რომელსაც გადაცემა სექსუალურ შევიწროებაში არაერთგზის მხილებულ შალვა რამიშვილთან ერთად მიჰყავს, ფორმულასთან დაადასტურა, რომ ცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
- თქვა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ჩაერთვება და გაიგებს, "ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს".
- ჟურნალისტის კითხვაზე, რამიშვილთან მუშაობა უქმნის თუ არა უხერხულობას და უშლის თუ არა ხელს კინოცენტრში საქმიანობას, ოდიშარია ამბობს, რომ "არანაირად".
რას აპროტესტებენ თანამშრომლები: კინოცენტრში დასაქმებულები რეორგანიზაციას აღიქვამენ მინისტრ თეა წულუკიანის მცდელობად, ქართული კინო კულტურის სამინისტროს პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცეს და "კინოცენტრის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი კინოსექტორზე სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისკენ მიიმართოს".
- მათ კინოცენტრის ფეისბუქ გვერდზე ღია წერილიც გამოაქვეყნეს, სადაც დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ, თუმცა განცხადება სოციალური ქსელიდან მალევე წაიშალა.
- ახლა კინოცენტრის თანამშრომლები მოითხოვენ: შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი, სადაც ცენტრს კონკურსის გზით დანიშნული დირექტორი არ ეყოლება;
- კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით;
- დირექტორის შესარჩევი კომისია დაკომპლექტდეს კინოსექტორის წარმომადგენლებისგან.
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
კომენტარები