რა არის "კომპიუტერული პროპაგანდა"?
საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელებს ფეისბუქს და ტვიტერს იყენებენ, ასეთია ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ცხრა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის დასკვნა.
"კომპიუტერული", იგივე, გამოთვლადი პროპაგანდის კვლევაზე 12 მკვლევარი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. 2015-2017 წლებში ჩატარებული კვლევის ფარგლებში 65 ექსპერტი გამოიკითხა. ავტორებმა ასევე შეისწავლეს შვიდ ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნებული მილიონობით პოსტი.
ბრაზილიაში, კანადაში, ჩინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ტაივანში, რუსეთში, უკრაინასა და შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებული ეს პოსტები ძირითადად არჩევნების, პოლიტიკური არასტაბილურობის თუ უსაფრთხოების კრიზისების დროსაა გამოქვეყნებული.
ანგარიშის მიხედვით, გამოკვლეულ ცხრა ქვეყანაში სოციალურ მედიას ტყუილების გასავრცელებლად, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მათი აზრის შესაცვლელად როგორც მთავრობები ასევე ინდივიდუალური პირები იყენებენ.
"ის ონლაინ დეზინფორმაციის და მანიპულაციის მცდელობებს მოიცავს. მისი მიზანი სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაა", - ასე აღწერენ ტერმინ "კომპიუტერულ პროპაგანდა" კვლევის ავტორები და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორები სამუელ ვული და ფილიპ ჰოვარდი.
ადრე ჩატარებული არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ სოციალურ მედიას ინფორმაციის გავრცელებაში დიდი როლი აქვს. თუმცა, "სოციალური მედია ასევე არის სივრცე, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მთავრობები, პოლიტიკური კამპანიის დამგეგმავები და, ზოგჯერ, მოქალაქეებიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის იყენებენ," - ვკითხულობთ ანგარიშში.
კვლევის ავტორებს ყველა ქვეყანაში საერთო საკვლევი კითხვები ჰქონდათ. კვლევის საწყისი კითხვა იყო - არსებობს თუ არა შერჩეულ ქვეყანაში "გამოთვლადი პროპაგანდა". მკვლევარებს აინტერესებდათ თუ რა ფორმით ვლინდება ის, რა მახასიათებლები აქვს და როგორ აისახება საზოგადოების ცხოვრებაზე.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ ადამიანები, ვინც თავად გახდნენ ინტერნეტ შეტევის სამიზნეები, ისინიც ვინც პოლიტიკური ბოტების შექმნაზე მუშაობდნენ და მოგვიანებით პოლიტიკური კამპანიებისთვის იყენებდნენ მათ.
მკვლევარები რამდენიმე მთავარ მიგნებას გამოყოფენ:
- სოციალური მედია ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა ახალგაზრდებისთვის, აქვე მიღებული ინფორმაციით უყალიბდებათ მათ პოლიტიკური იდენტობა.
- ავტოკრატიულ ქვეყნებში, სოციალურ მედიას იყენებენ სოციალური კონტროლისთვის, განსაკუთრებით როცა საქმე პოლიტიკურ კრიზისს ეხება.
- ყველა შესწავლილ ქვეყანაში დეზინფორმაციის წინააღმდეგ სამოქალაქო ჯგუფები იბრძვიან.
- ავტოკრატიული ქვეყნები "კომპიუტერულ პროპაგანდას" იყენებენ როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებში აზრის მანიპულირებისთვის, ასევე საზღვარგარეთაც. მაგალითად ჩინეთმა მსგავსი კამპანიები აწარმოა ქუვეითში, რუსეთმა კი უკრაინასა და პოლონეთში.
ანგარიშს მიხედვით "კომპიუტერული პროპაგანდის" მეთოდებად ხშირად იყენებენ ეგრეთწოდებულ ბოტებს - ყალბ ანგარიშებს, რომლებიც ინფორმაციას ავტომატურად ავრცელებს. რუსეთში ტვიტერის მომხმარებლების 45%-ს სწორედ ბოტები შეადგენს.
ბოტების და მსგავსი ტექნიკების საშუალებით, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, კამპანიის მიზანი ამ თემებზე დისკუსიის წარმოება და თემისთვის პოპულარობის შეძენაა. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ასე იქმნება თემის აქტუალობა.
ერთ-ერთი ავტორი სამუელ ვული ამბობს, რომ შეერთებული შტატების შემთხვევაში, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას "გამოთვლადი პროპაგანდის" მეთოდებით "კონსენსუსის გაყალბება" ხდებოდა, სადაც პოლიტიკური კამპანიის დამგეგმავები მათი კანდიდატების "პოპულარობის ილუზიის შექმნას" ცდილობდნენ.
რაც შეეხება რუსეთს, "რუსეთი იყენებს სოციალურ ქსელებს, ბოტებს და ტროლებს, როგორც პუტინის ლიდერობის გასამყარებლად, ასევე შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის,“ - ამბობს სერგეი სანოვიჩი, ანგარიშში რუსეთის თავის ავტორი.
უკრაინაში, ისევე როგორც გამოკვლეული ქვეყნების უმრავლესობაში, ფაქტების გადამოწმების ფუნქციას ხშირად პატარა სამოქალაქო ჯგუფები ითავსებს.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ დროა სოციალური მედიის კომპანიებმა მათი ქსელების დიზაინი დემოკრატიის შესაბამისად დაიწყონ.
"კომპიუტერული პროპაგანდა დემოკრატიის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. სოციალური ქსელები არ ქმნიან დეზინფორმაციას, მაგრამ მისი გავრცელების პლატფორმას წარმოადგენენ. ამიტომაც მათი დიზაინი მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს,“ -ნათქვამია კვლევის დასკვნით ნაწილში.
ამავდროულად "უმნიშვნელოვანესია სანდო მედია ორგანიზაციების როლი დემოკრატიაში".
-
მეცნიერებმა 2000 წლის არტეფაქტი გამოიკვლიეს, რომელიც ბატარეას ჰგავს მეცნიერებმა 2000 წლის არტეფაქტი გამოიკვლიეს, რომელიც ბატარეას ჰგავს
გადახედვა
-
მუხრანში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ მუხრანში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ჩვილ ბავშვთა საკვები ფორმულის გამოყენებაზე გაფრთხილებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ჩვილ ბავშვთა საკვები ფორმულის გამოყენებაზე გაფრთხილებას ავრცელებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების კურსი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების კურსი დაემატა
-
ალდაგი ტურისტებს ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევას სთვაზობს ალდაგი ტურისტებს ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევას სთვაზობს
-
NATO რუსეთისგან თავდასაცავად რობოტებით აღჭურვილ ავტომატიზებულ ზონას ქმნის NATO რუსეთისგან თავდასაცავად რობოტებით აღჭურვილ ავტომატიზებულ ზონას ქმნის
გადახედვა
-
დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა
გადახედვა
-
ქვიზი: გაგიზიარებდა თუ არა ჯოუი ბოლო ფრის? ქვიზი: გაგიზიარებდა თუ არა ჯოუი ბოლო ფრის?
-
მეცნიერებმა უძველესი ხის იარაღები გამოავლინეს — 430 000 წლის წინანდელი არტეფაქტები მეცნიერებმა უძველესი ხის იარაღები გამოავლინეს — 430 000 წლის წინანდელი არტეფაქტები
გადახედვა
-
მეცნიერებათა აკადემიის სახელფასო ბიუჯეტი ₾3 მლნ-მდე გაიზარდა მეცნიერებათა აკადემიის სახელფასო ბიუჯეტი ₾3 მლნ-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
გადახედვა
-
აზერბაიჯანში ISIS-ისთან დაკავშირებული 3 პირი დააკავეს, რომლებიც ერთ-ერთ საელჩოზე ტერაქტს გეგმავდნენ აზერბაიჯანში ISIS-ისთან დაკავშირებული 3 პირი დააკავეს, რომლებიც ერთ-ერთ საელჩოზე ტერაქტს გეგმავდნენ
გადახედვა
-
კანიე ვესტმა ანტისემიტური ქმედებები ბიპოლარული აშლილობით ახსნა და მოიბოდიშა კანიე ვესტმა ანტისემიტური ქმედებები ბიპოლარული აშლილობით ახსნა და მოიბოდიშა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია გრძელდება საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია გრძელდება
-
ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს
გადახედვა
-
პარიზის მაღალი მოდის კვირეული: ვარსკვლავების ლუქები პარიზის მაღალი მოდის კვირეული: ვარსკვლავების ლუქები
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
ილია ღუდუშაური ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ილია ღუდუშაური ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი 31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი
-
თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე
-
რატომ არის დასვენება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მუშაობა რატომ არის დასვენება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მუშაობა
კომენტარები