რვა კომპოზიტორი ქალი, რომლის შესახებაც ანრი ჯოხაძეს არაფერი სმენია
რამდენიმე დღის წინ ჩემი ფეისბუქ მეგობრის კედლიდან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ტელეკომპანია იმედზე გადის გადაცემა პრაიმ შოუ.
როგორც ქართული შოუების უმრავლესობას სჩვევია, ამ შემთხვევაშიც იდეალურად ახერხებენ ნებისმიერი თემის ცირკად გადაქცევას.
მაგალითად, გადაცემა, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ანრი ჯოხაძეც გახლდათ, წინა კვირას ფემინიზმით დაინტერესდა და ამ თემაზე სასაუბროდ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ერთად მოიწვია, აბა ვინ? ჰომოფობიური და სექსისტური განცხადებებით ცნობილი გივი სიხარულიძე და ბესო ჩუბინიძე.
გადაცემის სტუმართა შერჩევას თავი რომ დავანებოთ, აღმაშფოთებელი იყო, მკვდრადშობილი ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავის, ანრი ჯოხაძის განცხადება. ის აგრესიული ტონით ამტკიცებდა, რომ მსოფლიოში არც ერთი ცნობილი, გენიალური ქალი კომპოზიტორი არ არსებობს. სამწუხაროა, რომ დარბაზში ვერავინ მოიფიქრა, მისთვის შეეხსენებინა მისივე მეგობრის, კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის არსებობის შესახებ. მერე რა, რომ მსოფლიოში ცნობილი არ არის, სამაგიეროდ საქართველოში ჯოხაძეზე არანაკლებ პოპულარულია.
ცუდია, რომ ანრი ჯოხაძისთვის ახლა, ამ ასაკში გვიწევს იმის შეხსენება, რომ ქალთა უფლებები მრავალი წლის განმავლობაში იგნორირებული იყო, ხოლო მათი ხმა - ყველაზე დაბალი, უიმედო და სასოწარკვეთილი.
ქალების როლი მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქციით, შვილების აღზრდითა და ოჯახურ-ნათესაური ურთიერთობებით იყო განსაზღვრული. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქალებმა ხანგრძლივი, საინტერესო და წინააღმდეგობრივი გზის გავლის შედეგად, მათ მისამართით არსებული კულტურული ნორმების შეცვლა მოახერხეს - თუმცა არა - ბოლომდე.
რაც შეეხება ქალ კომპოზიტორებს, თუ მუსიკოსს ამაზე ინფორმაცია აქამდე არ ჰქონია, სიამოვნებით მივაწვდი იმ ქალების სიას, რომლებიც, წესით, უნდა იცოდეს.
მანამდე კი მინდა მოვუყვე მარია ანა მოცარტის ისტორია, რომელიც 18 წლამდე ვირტუოზი შემსრულებელი და კომპოზიტორი იყო. კონცერტებში ძმასთან, ამადეუსთან ერთად მონაწილეობდა, თუმცა იმ დროინდელი საზოგადოებრივი წნეხის გამო ამ ყველაფერზე უარის თქმა მოუხდა. როგორც წლების შემდეგ ამადეუსი ხშირად ამბობდა, მას არასდროს მოუსმენია ისეთი იმპროვიზაცია, როგორიც მის დას შეეძლო.
რაც შეეხებათ ქალ კომპოზიტორებს.
ფრანჩესკა კაჩინი
მართალია, ჩვენმა სახელგანთქმულმა წამყვანებმა ფრანჩესკას შესახებ არაფერი იცოდნენ, მაგრამ მინდა გავახარო და ვუთხრა, რომ კაჩინი თავისი დროის (1587-1641) ყველაზე მაღალანაზღაურებადი და ცნობილი კოპოზიტორი იყო, რომელმაც, საერთო ჯამში, 32-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები შექმნა. ამავდროულად, იყო პირველი იტალიელი ქალი, რომელის ოპერაც დაიდგა.
ბარბარა სტროცი
ბარბარა სტროცი მეჩვიდმეტე საუკუნეში ყველაზე სახელგანთქმული მომღერალი და კომპოზიტორი იყო. ბევრი ცნობილი კომპოზიტორი დღესაც ხშირად აღიარებს, რომ მათ სტილზე ბარბარა სტროცის კომპოზიციებმა დიდი გავლენა მოახდინა.
ელიზაბეტ ჟაკ დე ლა გერი
ელიზაბეტი, რომელიც მუსიკოსთა ოჯახში დაიბადა, საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის ერთ-ერთ ფავორიტ კომპოზიტორად მიიჩნეოდა, მას ხშირად იწვევდნენ ვერსალში სხვადასხვა საღამოზე. როგორც მუსიკათმცოდნეები წერენ, ჟაკ დე ლა გერის განსაკუთრებული და ორიგინალური ხელწერა ჰქონდა.
ანა ამალია
მეთვრამეტე საუკუნეში უამრავი ქალი ვირტუოზი კომპოზიტორი ცხოვრობდა, თუმცა სამწუხაროდ, მათი ცხოვრება გაცილებით უფრო შეზღუდული იყო, ვიდრე წინა საუკუნეებში. საბედნიეროდ, ანა ამალიას გაუმართლა და ის გავლენიან ოჯახში დაიბადა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ანას მიაწერენ საქსენ-ვაიმარის საჰერცოგოს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კულტურულ ცენტრად გადაქცევას. ისევე, როგორც ამ საუკუნის ბევრი ქალი კომპოზიტორის, ანას შექმნილი მუსიკიდანაც ძალიან ცოტაა შემორჩენილი.
ჰილდეგარდ ფონ ბინგენი
მისი საეკლესიო-ლიტურგიული მუსიკა მხოლოდ უკანასკნელ ათწლეულებში მოექცა ყურადღების ცენტრში, მას შემდეგ, რაც გაჩნდა ფემინისტური კვლევები ქრისტიანობის ისტორიაში ქალის როლის შესახებ. მანამდე მუსიკის ისტორიაში ჰილდეგარდ ფონ ბინგენის შემოქმედება თითქმის სრულიად უყურადღებოდ იყო დატოვებული.
ფანი მენდელსონი
ფანი თავის ძმასთან, ფელიქსთან ერთად ბავშვობიდანვე სწავლობდა მუსიკას, მასზე ბევრად ნიჭიერადაც მიიჩნეოდა და მუსიკალური კომპოზიციების წერა ბავშვობიდან დაიწყო. თუმცა, მამის გადაწყვეტილებით, პროფესიულად მუსიკას მხოლოდ ფელიქსი გაჰყვა. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ როდესაც ფელიქსი ინგლისის დედოფალს, ვიქტორიას წარუდგინეს, დედოფალმა მისი ერთ-ერთი სიმღერა შეაქო, რომელიც სინამდვილეში ფანის ეკუთვნოდა და ძმამ თავისი სახელით გამოაქვეყნა.
კლარა შუმანი
კლარა ლაიპციგში დაიბადა, ფორტეპიანოს განთქმული პედაგოგის ფრიდრიხ ვიკის ოჯახში. ხუთი წლიდან შეუდგა ფორტეპიანოზე დაკვრას. ათი წლიდან კი კონცერტებზე გამოდიოდა. 1828 წელს, ცხრა წლის ასაკში გაიცნო ახალგაზრდა მუსიკოსი რობერტ შუმანი, როდესაც ის მამამისის მოსწავლე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრიდრიხ ვიკი მათი ახლო ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, ისინი მაინც დაქორწინდნენ. კლარა შუმანი ქმრის ნაწარმოებების დიდი ნაწილის პირველი შემსრულებელი იყო. შექმნილი აქვს არაერთი კომპოზიცია, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქმრის გარდაცვალების შემდეგ კლარა გახდა პედაგოგი და ფრანკფურტის კონსერვატორიის პროფესორი. წერდა რომანსებს და საფორტეპიანო ნაწარმოებებს.
ლუიზა ფარენკი
ლუიზას ხშირად უწოდებენ მეცხრამეტე საუკუნის ფრანგული მუსიკის პირველ ლედის. როგორც სხვადასხვა წყაროში წერია, ის საფრანგეთში, პარიზის კონსერვატორიაში, სადაც პროფესორი იყო, ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობდა. იმ დროინდელი მუსიკოსები ლუიზაზე ამბობდნენ, რომ მისთვის დამახასიათებელი იყო ძლიერი და მგზნებარე მუშაობა, რაც ყველაში აღფრთოვანებას იწვევდა.
რა თქმა უნდა, ვერასდროს ამოვწურავთ იმ ქალების სახელებსა და გვარების ჩამოთვლას, რომლებმაც მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალეს, რადგან რაც არ უნდა ბევრ მათგანზე მოვყვეთ, ყოველთვის დარჩება კიდევ უფრო ბევრი, რომელთა ისტორიაც ისტორიამაც დაივიწყა და ანრი ჯოხაძემაც.
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ თუ თქვენ ახლა ამ სტატიას კითხულობთ, ამაში გარკვეული წვლილი ისევ ქალს მიუძღვის. ჰეიდი ლამარი, გარდა იმისა, რომ ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავი გახლდათ, გამომგონებელიც იყო. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ Wi-fi-ს საშუალებით ეს სტატიაა ჩამოსქროლეთ.
-
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა
გადახედვა
-
The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები
გადახედვა
-
"გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე "გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე
გადახედვა
-
CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს
გადახედვა
-
რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის
გადახედვა
-
ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]" ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
გადახედვა
-
ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე
გადახედვა
-
"თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა "თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა
გადახედვა
-
ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო
გადახედვა
-
ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში
-
რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას
გადახედვა
-
ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ
გადახედვა
-
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
-
საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება
გადახედვა
-
გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი
გადახედვა
-
სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება! სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება!
-
მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა

კომენტარები