სტრასბურგმა ფემიციდის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ დარღვევა დაადგინა
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მომჩივნის ინტერესებს იცავდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საქმე ეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს.
- საია საჩივარში ასაბუთებდა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა ქალი ყოფილი ქმრის მხრიდან სისტემატური ძალადობისგან და ვერ შეძლო, თავიდან აეცილებინა მსხვერპლის გარდაცვალება, მიუხედავად იმისა, რომ მან 16-ჯერ მიმართა პოლიციას.
- გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფომ არ გამოიძია თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი ფემიციდის თვალთახედვით, დანაშაულის გამოძიებისა და დასჯის პროცესში არ გაითვალისწინა გენდერული მიდგომები და საქმეში არსებული დამამძიმებელი გარემოებები.
სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა დაადგინა.
- მიიჩნია, რომ რომ გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არსებულ შესაძლო დაუდევრობაზე იყო არაეფექტიანი, მოძალადის წინააღმდეგ კი — არაადეკვატური.
- სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მომჩივნის შვილმა 16-ჯერ ითხოვა დახმარება.
- მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ამას 13-ჯერ პატრულის ეკიპაჟის გაგზავნით, ხოლო 3-ჯერ შემაკავებელი ორდერით უპასუხა, სამართალდამცავებმა არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ ქალმა დახმარების თხოვნა შეწყვიტა.
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებით დაუცველი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ბაზამ შესაბამის ორგანოებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი ინიციატივით გამოიძიონ ეს საკითხები და ამას ხელი არ უნდა შეუშალოს დაზარალებულის მხრიდან განცხადების არარსებობამ ან შემდგომ განცხადების გამოტანამ.
- "სტრასბურგის სასამართლოს ყურადღების მიღმა არ დარჩენია ისიც, რომ სამართალდამცავები თითოეულ განცხადებას ცალკე შემთხვევად განიხილავდნენ და არა სისტემურად, რაც რისკის არასათანადოდ შეფასებაში გამოიხატა. შესაბამისად, სწრაფი და გულმოდგინე ქმედებების არარსებობამ მოძალადეს დაუსჯელობის განცდა შეუქმნა, რამაც ძალადობის განმეორებას ხელი შეუწყო", — ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
სასამართლომ შეაფასა მიმდინარე გამოძიებაც და თქვა, რომ 2019 წლის მაისიდან 2021 წლის დეკემბრამდე სამართალდამცავთა უმოქმედობაზე გამოძიებას არცერთი ღონისძიება არ განუხორციელებია.
- რაც შეეხება მოძალადეს, ევროსასამართლოს შეფასებით, იგი მსჯავრდებულია ოჯახში ძალადობის ერთ ფაქტზე, რაც ქალის გარდაცვალებას უძღოდა წინ და უზენაესმა სასამართლომ უგულებელყო წინარე შემთხვევები.
- სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ "ოჯახში ძალადობა თითქმის არასდროს არის ერთჯერადი ინციდენტი, ის ძირითადად მოიცავს კუმულაციურ და ურთიერთდაკავშირებულ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ, ემოციურ, სიტყვიერ და ფინანსურ ძალადობას".
- სახელმწიფოს ჩადენილ დარღვევებზე მორალური ზიანისთვის — 20 000 ევროს, ხოლო ხარჯებისთვის 12 600 ევროს გადახდა დაეკისრა.
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
-
"არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე "არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
კომენტარები