რეტრო 15-მა თანამშრომელმა დატოვა — რესტორანი ფშაური მათ დასაქმებას სთავაზობს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა მოხდა: 4 ივნისს ბათუმში მდებარე რესტორნის ყოფილმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეტროს მეპატრონე, თეიმურაზ ვარშანიძე, მიმტანზე ძალადობს.
- "წესებს დავადგენთ, ის იქნება. არ გაწყობს, წადი. [...] თუ ის არ უნდა შეასრულოთ, რასაც ჩვენ, კომპანია, გეუბნებათ, ახლავე ადექით. სამუშაოზე მიდიხართ, როგორც მე მოგთხოვთ, ისე უნდა გააკეთოთ. როგორც თქვენ მომთხოვთ, ისე კი არ უნდა გავაკეთო", — ეუბნება ვარშანიძე დასაქმებულებს, რის შემდეგაც მიმტანი პასუხობს, რომ მასთან სამართალს ვერ მიაღწია.
- სწორედ ამ კომუნიკაციის შემდეგ რესტორნის მფლობელი მიმტანს სცემს.
- გავრცელებულ კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება, ისმის ყვირილისა და მსხვრევის ხმა.
- როგორც On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, თეიმურაზ ვარშანიძე 126-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ძალადობას გულისხმობს.
დეტალები: რეტრო დილიდან დაკეტილია. დაწესებულებაში შრომის ინსპექცია შევიდა, რომელიც დასაქმებულების უფლებების დარღვევას შეისწავლის.
- მომხდარს გამოეხმაურა ბათუმში მდებარე რესტორანი, ფშაური, რომელიც რეტროდან წამოსულ თანამშრომლებს დასაქმებას სთავაზობს, თუმცა შეზღუდული რაოდენობით.
- "ფშაური გმობს ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირებულ არასათანადო და ძალადობრივ მოპყრობას თანამშრომლების მიმართ, რაც ეწინააღმდეგება და ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს", — ნათქვამია განცხადებაში.
რეტროს ყოფილი მენეჯერის თქმით, რესტორნის მეპატრონისგან სამართლიანი და ადამიანური მოპყრობა არასდროს ჰქონიათ, თუმცა სიტუაცია, განსაკუთრებით, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქვეყანაში რუსების შემოდინება დაიწყო.
- "მალევე მოიყვანეს რუსი მიმტანები, რუსი დიზაინერები და რუსი ფსევდო PR-ები, რომლებმაც არც ქართული იცოდნენ, არც ინგლისური და გვიქმნიდნენ ტოქსიკურ სამუშაო გარემოს. მათი აყვანიდან მალევე დაიწყო ამ ხალხის უპირატესად წარმოჩენა და გამუდმებით ჩვენი დაკნინება", — წერს მარია ზოიძე.
- თავად ზოიძემ მენეჯერის პოზიცია მას შემდეგ დატოვა, რაც, მისივე თქმით, ვარშანიძემ უამრავ სტუმართან ერთად შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა.
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
კომენტარები