პენტაგონი განმარტავს, რომ უკრაინის არმიის მიღმა სხვა ჯგუფების შეიარაღების ნებართვა არ გაუციათ
ფოტო: Kevin Dietsch / Getty Images
ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, პატ რაიდერმა ბრიფინგზე ისაუბრა.
დეტალები: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, თითქოს ბელგოროდზე თავდასხმისთვის პროუკრაინული ჯგუფები ამერიკული წარმოების ტექნიკას იყენებენ.
- კერძოდ, კადრებში ჩანს მიტოვებული და დაზიანებული დასავლური სამხედრო მანქანები, მათ შორის, ამერიკული Humvee.
- პენტაგონი განმარტავს, რომ აშშ-ის მთავრობას მესამე მხარისთვის, გასამხედროებული ორგნიზაციისთვის იარაღის გაცემის ნებართვა არ გაუცია და მონიტორინგს აგრძელებენ.
- მისივე თქმით, არც უკრაინას მოუთხოვია ასეთი რამ.
- გუშინ რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა კიდევ ერთი მტკიცება უარყო, რომ მათ ბელგოროდში დივერსანტების 70-კაციანი ჯგუფი გაანადგურეს.
რა მოხდა: 22 მაისს რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მებრძოლებმა ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებიდან ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც აცხადებდნენ, რომ რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს და "მალე ქვეყანა თავისუფალი იქნება".
- უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა კი ვიდეო ჩაწერა, რომლითაც თანამოქალაქეებს მოუწოდა, იბრძოლონ პუტინისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად.
- ასევე, ლეგიონის წევრებმა რუსეთის საზღვრისპირა მაცხოვრებლებს მიმართეს, დარჩნენ სახლში და მათ წინააღმდეგობა არ გაუწიონ.
- პარალელურად, ვრცელდებოდა ადგილობრივების კადრები, რომლებიც ბელგოროდში აფეთქებებსა და სირენების ხმას ასახავდა.
- მოგვიანებით ლეგიონმა ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლების გათავისუფლებაზე განაცხადა.
- გავრცელდა ფოტოებიც, სადაც ხიდზე გაფენილი "თავისუფალი რუსეთის" ალტერნატიული დროშა ჩანს, რომელზეც წითელი ფერი არ არის.
- მებრძოლების მიზანი რუსეთის საზღვარზე დემილიტარიზებული ზონის შექმნაა, საიდანაც ოკუპანტები უკრაინას ვეღარ დაბომბავენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებმა რუსეთში პანიკა და სრული გაურკვევლობა გამოიწვია — ბელგოროდის მაცხოვრებლები ბომბსაცავების არარსებობაზე ჩივიან.
- აგრესორი ქვეყანა, რომელიც სხვის ტერიტორიაზე აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს, ახლა ძალებს ბელოგორდისკენ გზავნის და ამ რეგიონს უწოდებს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონას".
- ინტერნეტმომხმარებლები ხუმრობენ, რომ მალე რუსეთს ბელგოროდის სახალხო რესპუბლიკა გამოეყოფა.
- რა თქმა უნდა, რუსეთმა მომხდარში "უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი" დაადანაშაულა, თუმცა უკრაინის დაზვერვამ ბრალდებები უარყო.
- ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი ამტკიცებდა, თითქოს დივერსიის მიზანი იყო "ბახმუტის მიმართულებიდან ყურადღების გადატანა, უკრაინული მხარის მიერ არტემოვსკის დაკარგვის პოლიტიკური ეფექტის მინიმუმამდე შემცირება".
- უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა დაწერა, რომ მომხდართან პირდაპირი კავშირი არ აქვთ, მაგრამ ინტერესით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს.
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები