რუსეთის მიზანი: "ეჭვის, უთანხმოების დათესვა"
ფოტო: Reuters
შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ამერიკის კანონმდებლებს აუწყებენ, რომ ეჭვგარეშეა, დონალდ ტრამპის დახმარების მიზნით, რუსეთის ფართომასშტაბიანი ჩარევა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუმცა, მეორეს მხრივ, ისინი იმასაც ადასტურებენ, რომ არ არსებობს მოსკოვის მიერ ხმების დათვლის პროცესში შედეგის შეცვლის დამადასტურებელი მტკიცებულება.
წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა ჯეჰ ჯონსონს მოუსმინა, შიდა უსაფრთხოების ყოფილ მდივანს. მისი თქმით, რუსეთი წინა არჩევნებთან შედარებით, შარშან გაცილებით შორს წავიდა და დემოკრატიული პარტიის ვაშინგტონის სათაო ოფისის კომპიუტერების გატეხვასთან ერთად, ცალკეულ შტატებში, საარჩევნო მონაცემთა ბაზაში შესვლაც სცადა.
"2016 წელს რუსეთის მთავრობამ, პირადად ვლადიმირ პუტინის დირექტივით, არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ჩვენს ქვეყანაზე კიბერ-თავდასხმები განახორციელა. მარტივად და გასაგებად" - განაცხადა კანონმდებლებთან შეხვედრაზე ჯეჰ ჯონსონმა. მან წარმომადგენელთა პალატის წევრები გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ მომავალ არჩევნებზე კიბერ-თავდასხმების მხრივ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.
ფოტო: AP
რუსეთის პრეზიდენტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე მომხდარ კიბერ-იერიშებში თავისი მთავრობის ჩართულობას უარყოფს. თუმცა, ამბობს, რომ შესაძლოა, თავდასხმა "პატრიოტმა" ჰაკერებმა განახორციელეს. „არც ისე ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს გამიზნულად მომხდარიყო. იერიშები ისე ჯაჭვივით გადააბეს ერთმანეთს, რომ თავდასხმების ადგილად რუსეთი გამოჩენილიყო“ - განაცხადა გასულ თვეში რუსეთის ლიდერმა.
წარმომადგენელთა პალატის პარალელურად, მიმდინარეობს სენატის დაზვერვის კომიტეტის მოსმენა, სადაც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მოქმედმა ოფიციალურმა პირმა, ჯანეტ მანფრამ კანონმდებლებთან თქვა, რომ რუსეთის სამიზნე 50 შტატიდან 36 შტატის საარჩევნო სისტემები იყო. მისი აზრით, ეს შესაძლოა არაზუსტი მონაცემი იყოს, ვინაიდან ეს ის 36 შტატია, რომელთაც ფედერალური მთავრობის დახმარებაზე უარი არ თქვეს. დანარჩენ შტატებში საარჩევნო ოპერაციებზე ფედერალური უწყებების ზედამხედველობაზე უარი განაცხადეს.
ჯანეტ მანფრა
ფოტო: Public Domain
ნოემბრის არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, რუსი ჰაკერების მიერ დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, ვიკილიქსს ათასობით წერილი ჩაუვარდა ხელში. მათ შორის იყო დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ჯონ პოდესტას ელექტრონული კომუნიკაციაც, რომლის ერთი ნაწილის გამოქვეყნებამაც, სავარაუდოდ, დიდი ზიანი მიაყენა მაშინ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის დემოკრატ მეტოქეს, ჰილარი კლინტონს.
წერილებში ჩანდა, თუ როგორ ცდილობდნენ დემოკრატიული პარტიის ლიდერები წარსულში კლინტონის დახმარებას, პარტიის ნომინაციის მოპოვების საქმეში. თავად ჰილარი კლინტონმა ამ წერილების არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნება საკუთარი დამარცხების ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა.
იანვარში, მას შემდეგ, რაც ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის თავდასხმების შესახებ ეცნობა, მან განაცხადა, რომ პუტინს "ეს არ უნდა გაეკეთებინა". მაგრამ, მას შემდეგ, თვეების მანძილზე, ის რუსეთის ჩარევის თაობაზე მიმდინარე რამდენიმე გამოძიებას უგულებელყოფს და ამ ყველაფერს „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს. პრეზიდენტის აზრით, დემოკრატები საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი დამარცხების გამართლებას გამოძიებებზე ყურადღების გადატანით ცდილობენ. სამშაბათს, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე: სჯერა თუ არა ტრამპს, რომ რუსებმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევა სცადეს.
რაც შეეხება გამოძიებას, რომელსაც საგანგებოდ დანიშნული პროკურორი, რობერტ მალერი დამოუკიდებლად აწარმოებს, წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე ჯეჰ ჯონსონმა თქვა, რომ მას გამოძიების დეტალებზე ინფორმაცია არ გააჩნია. შიდა უსაფრთხოების ყოფილი მდივნის განცხადებით, მან არ იცის, იძიებს თუ არა მალერი უშუალოდ ტრამპს, ან მისი საარჩევნო კამპანიის გუნდს რუსულ ინტერესებთან შეხების ალბათობასთან დაკავშირებით.
ჯონსონმაც დაადასტურა, რომ რუსი ჰაკერები ცალკეულ შტატებში ამომრჩეველთა მონაცემების ასლებს იღებდნენ და სავარაუდოდ, ადგილობრივ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტებს ამოწმებდნენ. შეერთებულ შტატებში არჩევნები დეცენტრალიზებულია და პროცესს ზედამხედველობას 50 შტატის ადგილობრივი მთავრობა უწევს.
სენატში გამართულ მოსმენაზე კანონმდებლების კითხვებს პასუხობდა ბილ პრისტაპიც, რომელიც გამოძიების ფედერალურ ბიუროში კონტრდაზვერვის დივიზიის ოფიციალური პირია. მან რუსეთის ჩარევა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ასე განმარტა: გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მოსკოვმა მართალია საკუთარი სახელმწიფოს აღდგენა მნიშვნელოვნად შეძლო, მაგრამ „რუსეთმა პირვანდელი სტატუსის, ან ყოფილი ტერიტორიების დაბრუნება ვეღარ მოახერხა. რუსეთისთვის შეერთებული შტატები საკონფლიქტოდ ზედმეტად ძლიერია და ზედმეტად ბევრი მოკავშირე ყავს. მაგრამ, ყოფილი სტატუსის დაბრუნების იმედით, მან გადაწყვიტა ამერიკის და მისი მოკავშირეების დასუსტება ეცადა. უხეში ძალით დაპირისპირების ნაცვლად, გავლენის მოხდენის ერთ-ერთ გზად რუსეთმა არჩევნებზე ჩარევა გადაწყვიტა“.
ბილ პრისტაპის თქმით, რუსეთმა „ჩვენი არჩევნების ლეგიტიმურობის შესარყევად, ინფორმაცია გამოიყენა. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ეჭვის, უთანხმოების დათესვა, რათა ძირი გამოეთხარა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპისთვის: ღია და სამართლიანი არჩევნებისთვის“.
გამოძიების ფედერალურ ბიუროს კონტრდაზვერვის დივიზიის ოფიციალური პირიც ფიქრობს, რომ რუსეთი შემდეგ არჩევნებზე ჩარევას გაცილებით უფრო აგრესიულად და მეტი მოხერხებულობით შეეცდება. მან შიდა უსაფრთხოების ახალ შეფს ჯონ კელის მოუწოდა, არჩევნების უსაფრთხოება, კონტრტერორიზმთან ერთად, მთავარი პრიორიტეტების სიაში პირველ, ან მეორე ადგილზე დააყენოს.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
კომენტარები