შს მინისტრი ნარკოტიკების ჩადების სისტემურობას "კატეგორიულად" გამორიცხავს
ფოტო: შსს
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი "კატეგორიულად" გამორიცხავს, რომ პოლიციის მიერ ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკას სისტემური ხასიათი აქვს. მღებრიშვილის მტკიცებით, მას ამ საკითხთან მიმართებით მკაცრი პოზიცია აქვს. ამის შესახებ შს მინისტრმა გაზეთ პრაიმტაიმს განუცხადა:
"ამის თეორიული ალბათობა, როცა სისტემაში თითქმის 40 ათასი ადამიანი მუშაობს, შესაძლოა, არსებობდეს. მაგრამ მე მაქვს ჩემი მკაცრი პოზიცია ამასთან მიმართებაში და ამის თაობაზე იცის პოლიციის ყველა დანაყოფის ხელმძღვანელმა და უწყების თითოეულმა თანამშრომელმა. ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვიცხოვროთ სახელმწიფოში, სადაც იარსებებს წარსულის ამგვარი მანკიერი პრაქტიკა. თუკი ვინმე მსგავსი მეთოდის გამოყენებას გადაწყვეტს, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე. ამისთვის არსებობს შესაბამისი დანაყოფი ჩვენს უწყებაში, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს."
გიორგი მღებრიშვილმა პრაიმტაიმთან ბირჟა მაფიის წევრების დაკავებაზეც ისაუბრა. მღებრიშვილის მტკიცებით, მან კლიპი მხოლოდ მას შემდეგ ნახა, რაც რეპერების დაკავება მათ ნამუშევარს დაუკავშირეს. მინისტრის აზრით, ბირჟა მაფიის კლიპი პოლიციის დაკნინების მცდელობაა:
"ჩემთვის ეს არის ქვეყნის სამართალდამცველების შეურაცხყოფის მცდელობა. ეს არ იყო ერთი რომელიმე კონკრეტული ფიგურის გაშარჟება, ეს იყო განზოგადებულად – მთელი პოლიციის დაკნინების მცდელობა. პოლიცია კი არის ის, რაზეც ქვეყნის უსაფრთხოება დგას და სადაც ბევრი, საქმისა და ქვეყნისადმი თავდადებული და პროფესიონალი ადამიანი მუშაობს."
გიორგი მღებრიშვილი ბირჟა მაფიას წევრების დაკავებას ცალკეულ შემთხვევად განიხილავს, რომელიც, მისი თქმით, კონკრეტულმა ჯგუფებმა თავისი მიზნების რეალიზებისათვის გამოიყენეს. მინისტრის აზრით, მოძალადეები, ხშირად, სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, ცდილობენ მსხვერპლებად იქცნენ:
"ორი ადამიანის დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით გახდა ნარკოტიკების ლიბერალიზაციისა თუ დეკრიმინალიზაციის მომხრეთა აქტიურობის მიზეზი და ცალკეული პოლიტიკური ძალების, რომელთაც, ასევე, საკუთარი მიზნები და ამოცანები აქვთ. მე ახლა დეტალურად არ ვისაუბრებ ნარკოპოლიტიკაზე. პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოხატა მთავრობის პოზიცია და მიდგომა ამ საკითხთან მიმართებაში, რაც რიგი საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას გამოხატავს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან მიმართებაში. თუკი შესაბამისი კანონმდებლობა იქნება, ბუნებრივია, შსს იმოქმედებს ისე, როგორც ეს კანონშია გაწერილი", - განაცხადა შს მინისტრმა პრაიმტაიმთან.
საქმე ეხება ბირჟა მაფიას წევრებს, რეპერებს, რომელთაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ და გიორგი ქებურიას 20, ხოლო მიშკა მგალობლიშვილს 50 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
რეპერების მხარდამჭერი აქციის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ენერგეტიკის მინისტრისა და ბერა ივანიშვილის განცხადებების შემდეგ, 11 ივნისს, პროკურატურამ განაცხადა, რომ მგალობლიშვილისა და ქებურიას პატიმრობას აღარ მოითხოვდა. ამავე განცხადებით ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სამართალდამცავების მხრიდან, ბირჟა მაფიას წევრების დაკავების დროს, მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო.
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
კომენტარები