სერგო რატიანი: საზოგადოებრივი მაუწყებელი 20/30-ის პროექტია
ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ევროპული საქართველოდან, სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ჰქონდა შესაძლებლობა საზოგადოებრივი მაუწყებელი გამხდარიყო კრიტიკული ტელევიზია. დეპუტატის თქმით, ამ მაუწყებლის ნდობა საზოგადოებაში იმიტომ იყო მაღალი რომ ხელისუფლებას არ ექვემდებარებოდა და აკრიტიკებდა. ამის შესახებ რატიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რატიანი ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი 20/30-ის პროექტია, რაც ხელისუფლების შესანარჩუნებლადაა საჭირო. დეპუტატი სიტყვის გამოსვლის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურულ გადაცემებს სალომე ასათიანის ინტერVIEW-სა და გოგი გვახარიას წითელი ზონასაც შეეხო.
"საბჭოთა ტელევიზია იმისაა, ვინმე კი არ წარმოაჩინოს, არამედ ვინმე დამალოს. ხშირ შემთხვევაში თქვენი [საზოგადოებრივი მაუწყებლის] პროექტი არის არა ისეთი, რომ დებატები იყოს და პოლიტიკური ტოქ-შოუები გაიზარდოს, იქ წარმოჩინდეს, როგორი სახე აქვს უმრავლესობას და ოპოზიციას არამედ უნდა გააქროს. მართლები არიან, მათი [სალომე ასათიანი, გოგი გვახარია] ჩვენების პრობლემა გაქვთ," - თქვა რატიანმა.
დეპუტატს მიაჩნია, რომ ამ გადაცემების არსებობა მნიშვნელოვანი, რისთვისაც მაუწყებელს მცირე ხარჯი ჰქონდა, მსგავსი გადაცემის საკუთარი რესურსით დამზადება კი დანახარჯებს გაზრდის.
"ჰქონია ამხელა რეიტინგი რომელიმე გადაცემას, როგორიც ჰქონდა სალომე ასათიანს როდესაც ეკითხებოდა და ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა თქვენი ბიძინა ივანიშვილი? ბიძინა ივანიშვილს თავის გადაცემაში არ ჰქონია მაგის რეიტინგი. ვანოს შოუში გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს. იმიტომ, კი არა, რომ მან რაღაცის გაკეთება არ იცის, არამედ ძალაუფლება და მედია ერთად ვერ თავსდება. შეიძლება ძალიან მაგარი ბიზნესპროექტები აკეთო, მაგრამ როგორც კი ძალაუფლებას მოკიდებ ხელს, ადამიანები უბრალოდ აღარ გენდობიან," - ასე მიმართა დეპუტატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, გრიგოლ გოგელიას, რომელიც მის გამოსვლას ისმენდა.
რატიანი საზოგადოებრივ მაუწყებელზე GDS-ის ყოფილი თანამშრომლობის დასაქმების საკითხსაც შეეხო. მის თქმით, იმ დროს როცა არხის დირექტორი მაუწყებლის ფინანსურ კრიზისზე საუბრობდა GDS-ს თანამშრომლებს ასაქმებდა.
13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სალომე ასათიანის ინტერVIEW და გოგი გვახარიას წითელი ზონა ივლისის შუა რიცხვებიდან აღარ გავა. მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის უფროსი, ია ანთაძე ამბობს, რომ მომავალი სეზონიდან მაუწყებლის ეთერში მხოლოდ კონკურსის წესით შერჩეული ან საკუთარი რესურსით დამზადებული გადაცემები მოხვდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ კი On.ge-ს უთხრა, რომ რადიო თავისუფლებამ მაუწყებლისგან ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის შესახებ მიიღო წერილი, თუმცა გაგრძელდება თუ არა გადაცემები, გვიმრაძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები