საქართველოს უდიები

7 Mar. 2023, 12:27

როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, გულგრილად ვერ ვადევნებთ თვალს იმ პროცესებს, რომლებიც ამჟამად ჩვენს ქვეყანაში ვითარდება.

ჩვენი ხალხის — უდიების მწარე ისტორიული გამოცდილება მუდამ გვახსენებს თავს და გვავალდებულებს ამ გამოცდილების მწარე გაკვეთილები ყველას გავუზიაროთ.

უდიების ისტორიულმა სამშობლომ — კავკასიის ალბანეთის (რანი და მოვაკანი) სახელმწიფომ არსებობა დაახლოებით მე-9 საუკუნეში შეწყვიტა, რამაც არაერთი უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს შემდეგ საუკუნეებში. ამჟამად, კავკასიის ალბანელთა შთამომავლების — უდიების რიცხვი მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ათას ადამიანს შეადგენს; გაქრობის საფრთხის წინაშეა ჩვენი ენა და არაერთი ტრადიცია.

არაერთმა წინდაუხედავმა ნაბიჯმა, გარე ძალების ზეწოლამ, მოკავშირეების სიმცირემ და სწორად ვერ შერჩევამ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ჩვენს ისტორიულ სამშობლოში არსებული სახელმწიფოს ჩამოშლა გამოიწვია. ამის საფრთხე კი, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ყოველთვის რეალურია.

ერთი საუკუნის წინ უდიების ნაწილმა თავის ახალ სამშობლოდ საქართველო აქცია. საქართველომ შეიკედლა ჩვენი მცირერიცხოვანი ხალხი და ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინა. უდიებმა შესანიშნავად ისწავლეს ქართული ენა, შექმნეს ოჯახები მოძმე ქართველებთან ერთად და მას შემდეგ, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე უდიები, ერთგულად ემსახურებიან თავიანთ ახალ სამშობლოს.

გვსურს ჩვენი მწარე ისტორიული გამოცდილება გაკვეთილი იყოს ჩვენი ამჟამინდელი სამშობლოსთვის — საქართველოსთვის. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს იქნება დამანგრეველი შედეგების მომტანი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  5. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს იყენებს" — რატომ მოხვდა თეთრი სახლის ანგარიშში საქართველო?

თეთრი სახლის ანგარიშის "დიდი ტრანზიტული თაღლითობას" (The Great Transshipment Scam) თანახმად, ჩინეთი აშშ-ის…