ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი, ვიასნა ავრცელებს, რომელიც ალეს ბიალიაცკიმ 1996 წელს დააარსა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბიალიაცკის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ლუკაშენკო და მისი ავტორიტარული რეჟიმი უფლებადამცველის გაჩუმებას ცდილობს.

  • ბიალეცკი 2021 წელს ქუჩის მასობრივი საპროტესტო აქციების დროს დააკავეს, რაც იმ სადავო არჩევნებს მოჰყვა, რომელმაც ბელარუსის ავტორიტარ მმართველს ძალაუფლება შეუნარჩუნა.
  • ბელარუსში რეგულარულად აპატიმრებდნენ ლუკაშენკოს კრიტიკოსებს საპროტესტო დემონსტრაციების დროს.

დეტალები: ალეს ბიალიაცკი უფლებადამცველი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატია.

  • იგი ბელარუსის სასამართლომ დამნაშავედ ცნო კონტრაბანდისა და "საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დამრღვევი ქმედებების" დაფინანსების საქმეში.
  • ბრალდება ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივ საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
  • ბიალიაცკისთან ერთად დააკავეს მისი ორი თანამებრძოლი. ვალენტინ სტეფანოვიჩს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ვლადიმერ ლაბკოვიჩს — 7.
  • ბელორუსის დევნილმა ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ განაჩენი უბრალოდ შემზარავია.
  • "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვებრძოლოთ ამ სამარცხვინო უსამართლობას და გავათავისუფლოთ ისინი", — ამბობს იგი.