მეფუტკრეობიდან ეკო ტურიზმამდე — საქართველოს ბანკის ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის ბენეფიციარი საგარეჯოდან
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის პროექტია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანიდანაა, რომლის საქმიანობაც მეფუტკრეობას, აპი თერაპიას და აგრო და ეკო ტურიზმს მოიცავს.
ხათუნა შაშურაშვილის ოჯახი უკვე 100 წელზე მეტია რაც მეფუტკრეობითაა დაკავებული. დღეს კი, ოჯახის მრავალწლიან საქმიანობას შვილებთან ერთად აგრძელებს.
"დღესდღეისობით საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე 700 ოჯახი ფუტკარი გვყავს და ფუტკრის ყველა სახეობის პროდუქტს ვაწარმოებთ. მაგალითად, ისეთს, როგორიცაა: თაფლი, ფეხგუნდა, ცვილი, დინდგელი, სადედე რძე, თაფლის არაყი და სხვა მრავალი", — გვიყვება ხათუნა.
2022 წელს, კოდალას თაფლს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხარისხის წოდება მიანიჭა.
"პანდემიამდე ჩვენი ბრენდი არ არსებობდა, არც მარკეტებსა და დიდ ქსელებში ჩვენი პროდუქცია არ იყიდებოდა. როდესაც ყველაფერი გაჩერდა და ყველა სახლებში ჩავიკეტეთ, დავიწყე ბრენდისა და ლოგოს შექმნაზე მუშაობა. გადავწყვიტე, ბრენდის სახელი ჩვენს გვართან ყოფილიყო დაკავშირებული, რადგან ჩვენი პოტენციური მომხმარებელი ჩვენს პროდუქციას იცნობდა, როგორც კოდალაშვილების თაფლს. ასე გაჩნდა სახელი კოდალას თაფლი და ბრენდი სკა-კოდალა", — ამბობს სკა-კოდალას დამფუძნებელი, ხათუნა შაშურაშვილი.
თუმცა, მეწარმე მხოლოდ მეფუტკრეობით არ დაკმაყოფილდა და ახლის ძიება დაიწყო. რის შედეგადაც აგრო და ეკო ტურიზმის შესწავლა გადაწყვიტა. პანდემიის დასრულების შემდეგ მიწის ნაკვეთი გომბორის მთებში, სოფელ კოჭბაანში შეიძინა, სადაც ფუტკრისა და ტურისტებისთვის ის ეკოლოგიური გარემოა შექმნილია, რაც მათ საჭიროებებს აკმაყოფილებს.
"დავიწყე კოტეჯების მშენებლობა. ავაშენე ერთი დიდი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, რომელიც 70 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. მეორე კოტეჯში კი, აპიკაბინაა მოწყობილი, სადაც გამაჯანსაღებელი აპითერაპიის კურსის ჩატარებას ვგეგმავ. აღნიშნული თერაპია „ბზუილო თერაპიას“ წარმოადგენს, რომელიც ნერვულ სისტემაზე გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ახდენს და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ხოლო, აერო თერაპია რესპირაციულ, იმუნურ, გულსისხლძარღვთა სისტემის რეგულაციას უწყობს ხელს“, — გვიყვება ხათუნა.
მეწარმე სამომავლოდ მესამე კოტეჯის აშენებასაც გეგმავს, რომელიც 2023 წლის ზაფხულში გაიხსნება და ტურისტების მიღებას შეძლებს. ის თანამშრომლობს, როგორც ქართულ, ასევე ევროპულ და აზიური ქვეყნების ტურისტულ სააგენტოებთან, რომელიც ტურისტებისთვის სპეციალურ პაკეტს სთავაზობს.
როგორც თვითონ გვიყვება, მარკეტინგის კუთხით, საკუთარი ბიზნესის გაფართოებასა და განვითარებაში ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა დაეხმარა.
"რაც შეეხება ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობას, მარკეტინგის კუთხით საკმაოდ დიდი ცოდნა მივიღე, ასევე მომცა მოტივაცია და დამეხარა ჩემი საქმიანობის განვითარებასა და უკეთ წარმართვაში", — ამბობს სკა-კოდალას დამფუძნებელი, ხათუნა შაშურაშვილი.
ინფორმაციისთვის, ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა, 2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
კომენტარები