ასლუნდი: გაზპრომის მთავარი ინტერესი პუტინის და მისი მეგობრების გამდიდრებაა
ფოტო: VOA
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გეგმირებულიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, ბევრი პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის მძიმე აღმოჩნდა. ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა ეს პროცესი უფრო წარმატებით გაიარეს, ვიდრე მათ მდგომარეობაში მყოფმა სხვა ქვეყნებმა. რა არის საჭირო, პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვისა და საქართველოსთვის, მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, რა უშლის ხელს ინვესტიციების მოზიდვას და რა რეფორმები უნდა გაატარონ რეგიონის ქვეყნებმა წარმატების მისაღწევად?
ამ თემებზე ამერიკის ხმის ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორსა და ატლანტიკური საბჭოს უფროს მკვლევარს, ეკონომისტ, ანდერს ასლუნდს ესაუბრა.
პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. თქვენ დიდი ხანია მუშაობთ პოსტ-საბჭოთა სივრცის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარდაქმაზე. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე წარმატებული მაგალითი პოსტ-საბჭოთა სივრცეში ეკონომიკური ცვლილებების კუთხით?
ყველაზე წარმატებული ბალტიისპირეთის ქვეყნები და ცენტრალური ევროპა არიან. იქ ჩვენ ვხვდებით კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ეკონომიკის კომბინაციას. წარმატებული გარდაქმნისთვის საჭიროა, სამივე კომპონენტის ქონა. პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნების უმეტესობაში ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად, საკუთრების დაცვას არ ხდება. ვინაიდან არ არსებობს კანონის უზენაესობა, სწორედ ამიტომ ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება და ფული დააგროვოს, რომ მოახერხონ საკუთრების დაცვა. ამას ბუნებრივად მასობრივ კორუფციამდე და ავტორიტარულ მმართველობამდე მივყავართ. ამიტომ, ეს სამი კომპონენტი თანაბრად მნიშვნელოვანია.
რა განასხვავებდათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს? რა უნდა გააკეთონ სხვა ქვეყნებმა ეკონომიკური განვითარების მისაღწევად?
მათ კანონის უზენაესობის და დემოკრატიის დამყარებით დაიწყეს გარდაქმა. ამიტომ საქმე მხოლოდ ეკონომიკურ რეფორმებში არაა. ვინაიდან, თუ კანონის უზენაესობა არ გაქვს და არ იცავ საკუთრების უფლებას, სავარაუდოდ, საშუალო შემოსავლის ქვეყნების სიაში გაიჭედები. მე ვფიქრობ, რუსეთი ამ ეტაპზეა. ის არ ვითარდება, არ ვითარდება არც ყაზახეთი. ეს რთული სიტუაციაა. ერთადერთი პოსტ საბჭოთა ქვეყანა, რომელმაც მოახერხა კანონის დაცვის კუთხით სიტუაციის გაუმჯობესება და კორუფციის აღმოფხვრა, საქართველოა, პრეზიდენტ სააკაშვილი პერიოდში. ეს გამონაკლისია და ასევე აჩვენებს იმას, თუ რა უნდა გააკეთო გარდაქმნისთვის. საჭიროა სამსახურიდან გაათავისუფლო ყველა მოსამართლე და პროკურორი. ასევე, პოლიცია, თუმცა ამ უკანასკნელი გაკეთება დიდ ქვეყნებში რთულად მისაღწევია.
რა არი ის, რაც საქართველომ ვერ მოახერხა?
ეკონომიკურად საქართველოს მდგომარეობა ძალიან კარგია. თუმცა, შეშფოთებას იწვევს ის, რომ კანონის უზენაესობის დამყარება არ მომხდარა. და დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველო ჯერ კიდევ მოიკოჭლებს. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ფრიდომ ჰაუსის შეფასებით “თავისუფალ” ქვეყნებს ცოტათი ჩამორჩებიან. ისინი საკმარისად თავისუფალნი არიან, თუმცა არა იმდენად, რომ მათ სრულყოფილი დემოკრატიები ვუწოდოთ.
როგორ ფიქრობთ, ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების გასატარებლად წევრობის პერსპექტივა აუცილებელია?
მე არ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია. ასეთი დაპირება ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ცენტრალური ევროპის შემთხვევაში არ ყოფილა, როდესაც მათ 1990-იანი წლების დასაწყისში რეფორმები გაატარეს. მათ შემთხვევაში ასეთ დაპირებას ადგილი არ ჰქონია. მნიშვნელოვანი არის ის, რაც მოლდოვას და უკრაინას აქვს - ესაა ბაზარზე წვდომა. ბაზარზე წვდომა გულისხმობს ფინანსურ სარგებელს, რაც ქვეყნის შიგნით რეფორმატორების სასარგებლოდ და კორუმპირებული ჩინოვნიკების საწინააღმდეგოდ ცვლის ბალანსს.
თქვენი უკანასკნელი სტატია უკრაინისა და გაზპრომის დავას შეეხებოდა. საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ გაზპრომთან შეთანხმების პირობები შეცვალა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ელაპარაკოს ქვეყანა გაზრპომს?
მე ვფიქრობ, გაზპრომის პირველი ინტერესი პუტინის და მისი მეგობრების გამდიდრებაა. მეორე ინტერესი რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებაა, და ბოლო მესამე კომერციული ინტერესი შეიძლება იყოს. ეს ნიშნავს, რომ გაზპრომი კომპანიაა, რომელთანაც საქმე არავინ უნდა აწარმოოს. ის ძალზედ ცუდად იმართება. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ქვეყნის მმართველები გაზპრომიდან ფულს იღებენ, ისინი ყიდიან გაზპრომის აქტივებს ძალიან იაფად პუტინის ახლო მეგობრებზე. კომპანია ასე არ უნდა იმართებოდეს. გაზპრომის საბაზრო ღირებულება ბოლო 9 წელში 7-ჯერ შემცირდა. ეს არის კომპანია, რომელმაც ბოლო 9 წელში 300 მილიარდი დოლარი დაკარგა. მსოფლიოში არცერთი სხვა დიდი კომპანია არ იმართება ისე ცუდად , როგორც გაზპრომი. ამიტომ ამ კომპანიასთან მოლაპარაკები არ უნდა აწარმოო, თუ შეგიძლია ამის თავიდან აცილება.
საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელsაც ბუნებრივი რესურსები არ აქვს და ეკონომიკა მცირე ზომისაა, რა არის ყველაზე სწორი პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის მისაღწევად?
პირველ რიგში, საჭიროა სწორი მაკროეკონომიკური ბალანსი. საქართველოს ეს აქვს. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ლიდერებმა ეს ისწავლეს. განსაკუთრებით პუტინმა 1998 წლის მაგალითზე. მეორე, საჭიროა კარგი ბიზნეს გარემო, კანონის უზენაესობა და ქმედითი სასამართლო. მე ვფიქრობ, საქართველო, ამ კუთხით, უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნები. მესამე, საჭიროა წვდომა ბაზრებზე. შემდეგ შენ გჭირდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რა მხრივაც პრეზიდენტი სააკაშვილი წარმატებული იყო. მნიშვნელოვანია დაარწმუნო სხვები, რომ ჩადონ ინვესტიცია შენს ქვეყანაში. თუმცა, როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, კითხვა, რომელიც ყველას უჩნდება, არის ის, თუ რამდენად სტაბილური გარემოა ქვეყანაში და არსებობს თუ არა პოლიტიკური დესტაბილიზაციის რისკი.
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენისგან ცდილობენ თავის დაღწევას, აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ რუსეთთან ვაჭრობა მომგებიანია?
რუსეთმა ბევრი ქვეყნის წინააღმდეგ უამრავი სანქცია მიიღო. 2006 წელს საქართველო და უკრაინა ძალზედ დააზიანა რუსეთის დაწესებულმა სანქციებმა. უკრაინაში სიტუაცია კიდევ უფრო უარესია. რუსეთთან ვაჭრობა უკრაინის ვაჭრობის 40% პროცენტი იყო, ახლა ის 10%-ზეა დასული, რაც რუსეთის სანქციებით არის გამოწვეული. ასეთ ქვეყანასთან ვაჭრობა სასურველი არაა. სანამ რუსეთი აგრძელებს მსვავს გაურკვეველ პოლიტიკას, სასურველია, რომ არ იყო დამოკიდებული მასთან ვაჭრობაზე. ამის გარდა, მნიშვნელოვანია ის, რომ იყო კონკურტენტუნარიან ბაზარზე, თუ განვითარება გსურს და გსურს, რომ შენი ნაწარმი მსოფლიო დონის იყოს.
-
თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლა იყო — სავარაუდო მსროლელი დააკავეს თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლა იყო — სავარაუდო მსროლელი დააკავეს
გადახედვა
-
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
-
ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი? ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი?
-
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5 OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
გადახედვა
-
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
გადახედვა
-
საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
"საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო "საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
-
"სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია "სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია
გადახედვა
-
თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა
-
ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“ ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“
გადახედვა
-
არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს
-
მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები
გადახედვა
-
უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს
გადახედვა
-
ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები
გადახედვა
-
სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
გადახედვა
-
დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას
-
ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში?
გადახედვა
-
რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა
გადახედვა
კომენტარები