ურსულა ფონ დერ ლაიენი

15 Feb. 2023, 16:46

ერთი წლის წინ ევროპაში ომი დაბრუნდა. მაშინ ყველანი ახალ ამბებს ვადევნებდით თვალს და ვფიქრობდით, შეძლებდა თუ არა უკრაინა რუსეთის აგრესია მოეგერიებინა. დღეს ვიცით, მათ ეს შეუძლიათ. [...]

ერთი წლის შემდეგ, რუსეთი სრულიად გაუცხოებულია ევროპისგან. იზოლირებულია მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები .იზოლირებულია გლობალური სცენიდან. ერთი წლის შემდეგ, წინა კვირას, ამ პარლამენტში ვუმასპინძლეთ ვლადიმერ ზელენსკის, რომელიც ნამდვილი გმირია. ერთი წლის შემდეგ, პუტინის იმპერიალისტურმა ფანტაზიებმა სასტიკი რეალობა გააღვიძა. უკრაინელების ოცნებები მშვიდობაზე იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე. გულწრფელად მჯერა, რომ ისინი გაიმარჯვებენ. [...]

24 თებერვლის პირველ საათებში, როცა რუსული ტანკები უკრაინაში შევიდა, მთელმა კონტინენტმა სუნთქვა შეიკრა. ზოგი ვარაუდობდა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში დაეცემოდა, თუმცა უკრაინელების ლეგენდარულმა სიმამაცემ მსოფლიო გააოცა. [...]

ჩვენ ვერასდროს შევედრებით უკრაინელი ხალხის სიმამაცეს და მსხვერპლშეწირვას, მაგრამ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ მათ გვერდით მტკიცეთ ვიდგეთ. ჩვენ ამას პირველი დღიდან ვაკეთებთ და გავაგრძელებთ. მათ შეუძლიათ ჩვენი იმედი ჰქონდეთ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  3. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  4. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  5. რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით

ბაზისბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.…