რუსთავი 2-ის პროცესიდან დამსწრეთა უმრავლესობა გააძევეს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესიდან მოსამართლეებმა დამსწრეთა უმრავლესობა გააძევეს დარბაზიდან. აღნიშნულს წინ უძღოდა მოსამართლე გუჯაბიძის მიმართ რეპლიკები და ტაში, რის შემდეგაც პროცესი ნაწილობრივ დაიხურა.
სასამართლო პროცესი 14:00 საათზე დაიწყო, პროცესზე კი მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ, რომელიც რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა თაღლითობაში დაადანაშაულა, ბრალდებებზე განმარტება გააკეთა. სწორედ მის განმარტებებს მოჰყვა დარბაზის მხრიდან რეპლიკები და შემდეგ იმ დამსწრეთა გაძევება, ვინც ტაშს უკრავდა.
ნათია გუჯაბიძემ პასუხი გასცა ნიკა გვარამიას ბრალდებებს:
"მინდა გამოვეხმაურო საჯაროდ გავრცელებულ ბრალდებებს და მინდა როგორც მოსამართლემ დავალაგო ფაქტობრივი შემადგენლობა და დავალაგო, რას მოიცავდა ეს განცხადებები. პირველი: ის, რომ რუსთავი 2-ს არ სურს მისი საქმე განიხილოს თაღლითმა მოსამართლემ. მეორე: ის, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემი მისამართით მთავარ პროკურატურაში და მესამე: ის, რომ ჩემი მისამართით მიმდინარეობს დისციპლინური დევნა.როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოების საყურადღებოდ, ვინაიდან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:
- იმისათვის, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე დაკვალიფიცირდეს თაღლითად, უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლებრივი განაჩენი, რაც ბუნებაში არ არსებობს.
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამავე დროს მთავარმა პროკურატურამ გააკეთა განმარტება, რომ არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არათუ ახლა, არამედ ჩემი 11-წლიანი სამოსამართლეო მოღვაწეობის განმავლობაში არასოდეს არ მიმდინარეობდა არანაირი საჩივრის საფუძველზე.
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არანაირი დისციპლინური დევნა ჩემი მისამართით არ მიმდინარეობს და ჩემს მიმართ არ ყოფილა გამოყენებული სარეკომენდაციო წერილი.
მიუხედავად ამ ცრუ ბრალდებებისა და კონტექსტიდან ამოვარდნილი ინსინუაციებისა, მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ეს ჩემს განსჯაზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს.
მიმაჩნია, რომ მთელი ეს ბრალდებები მიმართულია როგორც ჩემი, მოსამართლე ნათია გუჯაბიძის, ისე სასმართლო სისტემის წინააღმდეგ მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით".
განახლება: სტატიის თავდაპირველი სათაური გამოიყურებოდა ასე: რუსთავი 2-ის პროცესიდან ჟურნალისტების გარდა ყველა გააძევეს.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები