კანის კინოფესტივალი: ბომბი ფესტივალის სასახლეში და ბომბი ახალი მზიურის კაფეში
კანის დღევანდელი ჩანაწერი უსიამოვნო ამბის მოყოლით უნდა დავიწყო.
მაყურებელი ჰაზანავიჩუსის ახალ ფილმს, რომლის პრემიერაც საღამოს 19:30 საათზე უნდა გამართულიყო, მცხუნვარე მზის ქვეშ საათ-ნახევარზე მეტხანს ელოდა. იყო შეძახილები, სტვენა და მოლოდინი, რომ დადგება ის დიდებული წამი, როდესაც ფესტივალების სასახლიდან გამოვლენ შავ და ცისფერ პიჯაკებში გამოწყობილი გოგო-ბიჭები, რომლებიც დებიუსის დარბაზისკენ გაგვიძღვებიან.
გოგოები და ბიჭები ნამდვილად გამოვიდნენ, თუმცა დარბაზისკენ არ გაგვიშვეს, პირიქით სასწრაფოდ მოგვთხოვეს ტერიტორიის დაცლა, შემდეგ კი უკმაყოფილო მაყურებლის შეძახილები პოლიციის სირენის ხმამ ჩაახშო.
ფოტო: On.ge
რამდენიმე წუთშივე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფესტივალების სასახლეში ბომბი აღმოაჩინეს. საბედნიეროდ ამ ამბავს ბედნიერი დასასრული ჰქონდა და განგაში ცრუ აღმოჩნდა, მიუხედავად ამისა, დაზაფრული მაყურებლის ნაწილმა, ფილმზე შესვლაზე უარი თქვა და ტერიტორია დატოვა.
მიშელ ჰაზანავიჩუსის ახალი ფილმის Redoubtable პრემიერა შედგა. კინოსურათი ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ფრანგი კინორეჟისორის, ჟან-ლუკ გოდარის შესახებ მოგვითხრობს, მის როლს კი ფრანგი მსახიობი ლუი გარელი ჩვეული ოსტატობით ასრულებს.
ფილმი ნამდვილად სასიამოვნო საყურებელია. რეჟისორმა კარგად იცის როგორ გადმოსცეს ეპოქისთვის დამახასიათებელი სული. სწორედ ამიტომ, Redoubtable-ის ყურების დროს გაქვს განცდა, თითქოს პირდაპირ ეთერში ადევნებ თვალს გოდარის ცხოვრების ერთ ეპიზოდს, რეალითი შოუს, სახელად - ვოლფგან ამადეუს გოდარი.
ფესტივალების სასახლე ერთადერთი ადგილი არ იყო სადაც ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
თბილისში, ახალი მზიურის ტერიტორიაზე, თავისუფალი კინოსეანსის დროს, მაშინ როდესაც ბრიტანულ კომედიურ დრამა პრაიდს უჩვენებდნენ ერთმა გარეწარმა დარეკა და თქვა, რომ იქ ბომბი იყო.
ანა გოგუაძეს თუ არ იცნობთ გეტყვით, რომ ამ გოგომ შეუძლებელი შეძლო, მივიწყებულ ტერიტორიას ახალი სიცოცხლე აჩუქა, რომელსაც ვიღაც, ვისთვისაც რაღაც თემატიკა მიუღებელი აღმოჩნდა, თანაც ისე, რომ დარწმუნებული ვარ ფილმი ნანახიც არ ჰქონდა, დარეკა და სეანსი ბომბის მუქარით ჩაშალა.
ფილმი რომლის გაშვებაც ჩაიშალა ბრიტანეთში მაღაროელთა საყოველთაო გაფიცვისას განვითარებულ რეალურ ამბავს გვიყვება.
გაფიცულებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად, ლგბტ პირებმა მაღაროელთა მხარდასაჭერი კამპანიის ფარგლებში, გადამწყვეტი რაოდენობის თანხის შეგროვება შეძლეს.
შესაბამისად ფილმი ერთმანეთის თანადგომასა და ადამიანების პასუხისმგებლობაზე არის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა გააჩნდეს საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. თუმცა როგორც ჩანს ფილმის გამპროტესტებელ არც მღვდლებს, არც მრევლსა და მით უმეტეს ბომბზე ინფორმაციის გამავრცელებელს ეს უნარი არ აღმოაჩნდა. სხვა შემთხვევაში ისინი არა ქარის წისქვილებზე, არამედ ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ათასობით პრობლემაზე გაილაშქრებდნენ, მაგალითად, შეეძლოთ მსგავსი ენერგიით ჭიათურელი მაღაროელების მონური შრომის წინააღმდეგ ებრძოლათ.
ახალი მზიურის ამბებს დაემთხვა რობინ კამპილოს ფილმის 120 Battements par Minute ჩვენება. რომელიც საფრანგეთში, 90-იანი წლებში აივ ინფექციის რისკებსა და მასთან ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს.
ფილმი თავისი თემატიკითა და სტილით ზუსტად ისეთია, როგორზეც კანის ფესტივალზე გიჟდებიან, სწორედ ამიტომ ვვარაუდობ, რომ კამპილოს ფილმს დიდი შანსი აქვს რამე პრიზს გამოჰკრას ხელი. უფრო მეტიც, მთავარი როლის შემსრულებელ ბიჭებს რეალური შანსი აქვთ საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში პრიზი მიიღონ.
სიმართლე, რომ ბოლომდე ითქვას, ვიტყვი იმასაც, რომ ფილმი სრულყოფილი ნამდვილად არ იყო, ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ 2 საათი და 20 წუთი ამ ისტორიისთვის ზედმეტად დიდი ქრონომეტრაჟია. თავისუფლად შეიძლებოდა მისი შემცირება, რაც ფილმს უფრო საინტერესოს, სანახაობრივსა და თემაზე ორიენტირებულს გახდიდა.
მიუხედავად იმისა, რომ კინოსურათში კარგად ჩანდა იდეა, რისთვის მთავარი პერსონაჟები იბრძვიან, ხშირად მიჩნდებოდა განცდა, თითქოს რეჟისორი ცდილობდა კიდევ უფრო მეტი ჩაეტია მასში, თუმცა ვერც თვითონ და ალბათ ვერც მაყურებელი ვერასდროს გავიგებთ ამას.
აღსანიშნავია, რომ 120 Battements par Minute-ში აქცენტი არა მხოლოდ აივ ინფექციის რისკებზე, არამედ სკოლაში სქესობრივი განათლების აუცილებლობასაც ეხება.
ფილმის დასრულების შემდეგ დარბაზში ოვაციები გაისმა, მე კიდევ ამ დროს ვფიქრობდი რა რეაქცია მოჰყვებოდა მისი ჩვენება საქართველოში რომ გამართულიყო?
იმედი მაქვს ოდესმე ჩვენთანაც გაითავისებენ, რომ კულტურული საზრდოს მიღება, შეკრება და ნებისმიერ თემაზე აზრის გამოხატვა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა.
მთავარი საკონკურსო პროგრამის შვიდი ფილმი უკვე ვნახეთ. 21 მაისი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა წლევანდელ ფესტივალზე. საღამოს 19:00 საათზე დებიუსის კინოდარბაზში ჰანეკეს ახალი ფილმის - ბედნიერი დასასრულის პრემიერა გაიმართება.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა

კომენტარები