კანის კინოფესტივალი: როგორ ცხოვრობს ქალაქი ფესტივალის პერიოდში
პირველ რიგში გეტყვით, რომ კანში ჩამოსვლამდე აჯობებს რამდენიმე ფრანგული სიტყვა დაიზეპიროთ, ყოველ შემთხვევაში, ისეთები მაინც, რომელიც თქვენს გასტრონომიულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგემართებათ ის რაც მე მომივიდა.
ერთ-ერთი მზა პროდუქტების მაღაზიაში, სადაც საკვები იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ თავი სამოთხეში მეგონა, რჩევის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ კიბორჩხალა, უცნაური ბოსტნეულის სალათი და ქათმის ჩხირები ვიყიდე, ყოველ შემთხვევაში გამყიდველს ვუთხარი, რომ ქათამი მინდოდა, იმანაც თავი დამიქნია და მომაწოდა.
როგორც აღმოჩნდა მე და გამყიდველმა ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ჭამის პროცესის დროს მივხვდი, რომ ქათმის გემრიელ ჩხირებს კი არა, სინამდვილეში კალიას ვჭამდი, თავიდან გავბრაზდი, მაგრამ იმდენად მომწონდა ან მშიოდა, რომ ბოლომდე დავამთავრე. ბოლოს მივხვდი, რომ გამყიდველმა უბრალოდ ინგლისური არ იცოდა და ყველაფერზე მორჩილად მიქნევდა თავს, ან შეიძლება ტურისტებს ვერ იტანს და უნდოდა კალია შემოეპარებინა ჩემთვის, იმის იმედად, რომ არ შევჭამდი და მშიერი მოვკვდებოდი, მაგრამ არ გაუმართლა, აბა რა იცოდა რომ ჭამა ჩემი მეორე პროფესიაა?
რაც შეეხება ქალაქის დამოკიდებულებას ტურისტების მიმართ, პირველივე დღიდან მგონია, რომ კანში დავიბადე და გავიზარდე. დილით, ვიდრე ვერანდაზე სიგარეტს ვეწევი და ყავას ვსვამ, მეზობელი, ფრანგულ ბონჟუღს მეუბნება და ბედნიერ დღეს მისურვებს, სახლიდან გასულს კი ქუჩაში ყველა შემხვედრი მიღიმის. ვიცი ახლა ძალიან გაცვეთილ და ყელში ამოსულ ფრაზას ვიტყვი, მაგრამ ზებრა გადასასვლელზე ფეხი არ გაქვს დადგმული ყველა მანქანა რომ ჩერდება, უკვე მესამე დღეა აქ ვარ და მანქანის სიგნალი არც ერთხელ არ გამიგია, ყველა მშვიდად და წყნარად დგას შუქნიშანზე. მოკლედ დილა ყოველთვის კარგად იწყება, მანამ სანამ ლეონ ნოელის ქუჩიდან კრუაზეტის სანაპიროზე ჩავდივარ დიდ ენერგიას ვიღებ და ალბათ ამიტომ აღარ მიძნელდება შემდეგ დიდ რიგში დგომა.
გუშინ ერთადერთი საკონკურსო ფილმი ოკჯა ვნახე. კანის სამოცდაათწლიან ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც დიდ ეკრანზე, და თანაც საკონკურსო ფილმად, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტრიმინგ სერვისი ნეტფლიქსის ფილმი აჩვენეს.
ოკჯას ჩვენება ტექნიკური ხარვეზით დაიწყო, რაზეც მოგვიანებით კანის ფესტივალის ორგანიზატორებმა კომპანიას ოფიციალურად მოუხადეს ბოდიში.
ეკრანზე ნახევარი ფილმი არ ჩანდა, რასაც ხალხიც შეძახილები მოჰყვა. ასეთი რამ არსად მინახავს, არც ერთ აქციაზე მსგავსი ხმაური, ყვირილი, შეძახილები და ბრახუნი არ მახსოვს.
ხალხის რეაქციამ შედეგი გამოიღო და ფილმი თავიდან ჩართეს.
მიუხედავად იმისა, რომ ოკჯას პრემიერა წვიმიან დღეს დაემთხვა მაყურებლის რიგი კინოთეატრთან არათუ შემცირდა, პირიქით უფრო და უფრო იზრდებოდა. გარეთ დარჩენილები კი ფილმზე დასასწრებ ბილეთს იქ შეკრებილებს სთხოვდნენ.
დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ფილმის დაწყების დროს ნეტფლიქსის ლოგოს გამოჩენამ, როგორც ჩანს კინომოყვარულებს მაინცდამაინც არ მოეწონათ როდესაც კინოფესტივალმა საკუთარი დრო და ეკრანი ტელევიზიის გადაღებულ ფილმს დაუთმო, თუმცა მისი დასრულების შემდეგ აპლოდისმენტებმა დაადასტურა, რომ ფილმი შედგა.
ზვიაგინცევის უსიყვარულოს შემდეგ ნეტფლიქსის ოკჯა იყო მეორე ფილმი რომელმაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. ფილმის სიუჟეტი ადამიანებისა და ცხოველების ურთიერთობას ეხება, ასევე იმას, თუ რა დაუნდობელია დიდი ინდუსტრიები ინდივიდების მიმართ.
ფილმში ერთ-ერთ, უფრო სწორედ კი ორ როლს მსახიობი ტილდა სუინტონი ასრულებს. ტყუპი დები, რომელსაც ის თამაშობს, მირანდო კორპორეიშენის, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ხორცპროდუქტების მწარმოებლის, მფლობელები არიან.
ერთ მშვენიერ დღეს ლუსი (ტილდა სუინტონი) გადაწყვეტს ინოვაციური, ლაბორატორიაში გამოყვანილი სუპერ გოჭუნას კონკურსი ჩაატაროს და მსოფლიოს ოცდაათამდე ფერმერს ლაბორატორიაში გამოყვანილი გოჭებს მისცეს გასაზრდელად, რომ ათი წლის შემდეგ მათ შორის საუკეთესო გამოავლინოს.
მიჯა, ფერმერი, რომელთანაც ერთ-ერთი სუპერ გოჭი ოკჯა ცხოვრობს ვერ ეგუება, რომ მისი საყვარელი ცხოველი უნდა წაიყვანონ. სწორედ აქედან იწყება ფილმის მთავარი ამბავი.
მიჯას ოთხფეხა მეგობრის გადარჩენაში ცხოველთა დამცველი საიდუმლო ორგანიზაციაც ეხმარება.
რა თქმა უნდა, ფილმის მოყოლას არ ვაპირებ, თვითონაც მალე ნახავთ, თუმცა გეტყვით, რომ ოკჯა ერთი შეხედვით ზღაპრული ფილმია, რომელიც ნელ-ნელა დაუსრულებელ კოშმარში გადაიზრდება და მალევე გრძნობ თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ ხორცს ჭამ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მიჯა საკუთარი თვალით უყურებს როგორ ექცევიან ცხოველებს ფერმაში.
ტილდა სუინტონმა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას თავი შეუდარებლად გაართვა, განსაკუთრებით, ფილმის ფინალში, როცა ბრწყინვალე მონოლოგი აქვს და გამუდმებით ცდილობს იმის ახსნას, რომ ცხოველების მკვლელობა უბრალოდ ბიზნესია და ამაში დიდი ფული კეთდება.
სეანსის შემდეგ გარეთ გამოსულმა, წითელი ხალიჩის მიღმა, ბარიკადთან ერთი საინტერესო ქალი შევნიშნე. როგორც გაირკვა ქალაქის მერი ყოველწლიურად ერთ ადამიანს არჩევს, რომელსაც უფლებას აძლევენ კანის წითელ ხალიჩაში წინა რიგში დაიკავოს ადგილი. ასეთი წელს ადელაიდ ბოუდონი აღმოჩნდა, რომელიც პედრო ალმოდოვარზე ზუსტად ისევეა შეყვარებული, როგორც მე მერილ სტრიპზე.
ერთი სეანსიდან მეორე სეანსამდე დაახლოებით ორი-სამი საათი თავისუფალი დრო გაქვს, ამ პერიოდში გადავწყვიტე ქალაქში რამდენიმე მაღაზია დამეთვალიერებინა, ფრანგული ნომერი მეყიდა და სადმე წამეხემსა.
დღეიდან შემიძლია ვთქვა, რომ ნახევრად ფრანგი ვარ, რადგან საკუთარი "ფღანგული ნომეღი" მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ნომრის ასაღებად რიგში დგომა არ მომიწია, შესვლისთანავე მოვიდა კონსულტანტი და ფრანგულად დამიწყო ლაპარაკი, მეც ყველაფერზე სავარაუდოდ ესპანურად - სი, სი-მეთქი ვუპასუხე, გამიღიმა, წავიდა და ორ წუთში ერთი ჭიქა ნატურალური წვენი მომიტანა და ბონ აპეტიო მომაძახა.
კიდევ უფრო გაოცებული დავრჩი, როცა ერთ-ერთ მაღაზიაში ტანსაცმლის თვალიერების დროს კონსულტანტმა ასევე ფრანგულად დამიწყო საუბარი, ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი რომ მისი არ მესმოდა. ფერი წაუვიდა და აქეთ დამიწყო ბოდიშების მოხდა, თითქოს რამე საშინელება ჩაიდინა და წავიდა. რამდენიმე წუთში დაბრუნდა და უკვე ინგლისურად შემომთავაზა შამპანური და ყველი, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი არ ვთქვი. გამოსვლისას კი მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მიყიდია, ერთი ნაჭერი ბუტერბროდი მომაწოდა და ბედნიერი დღე მისურვა. ნეტავ ხვალ როგორი მენიუ ექნებათ? უნდა დავფიქრდე ისევ მივიდე თუ არა.
კინოფესტივალი გრძელდება, წინ კიდევ თორმეტი საკონკურსო ფილმია, მათ შორის მიჰაელ ჰანეკეს ბედნიერი დასასრული, რომელსაც წელს კანში ჩამოსული მაყურებელი და აკრედიტირებული ჟურნალისტები თუ კინოპროფესიონალები განსაკუთრებით ელიან.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან






კომენტარები