ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონის ბეჭდისკენ მიიწევს
ფოტო: USA Today
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ოკლენდელი "მეომრების" დიდი გუნდი - "გოლდენ სტეიტ უორიორსი" მეოთხე სანუკვარი ტიტულისკენ მიიწევს. "მეომრების" ძირითადი ცენტრი ზაზა ფაჩულია კი კარიერის და ქართული კალათბურთის ისტორიის ახალ დიდ ფურცელს წერს.
33 წლის ფაჩულია პირველი ქართველია, რომელიც NBA-ს კონფერენციის ფინალურ სერიას თამაშობს და რაც მთავარია, დიდი შანსი აქვს, ყველა კალათბურთელის საოცნებო, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალურ სერიაში ითამაშოს და საჩემპიონო ბეჭედიც მოიპოვოს.
დღეს, გამთენიისას, "გოლდენ სტეიტმა" დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე მატჩში 136:100 გაანადგურა "სან ანტონიო სპურსი" და სერიაში 2-0 დაწინაურდა. ფაჩულიამ მხოლოდ 7 წუთი ითამაშა, 4 ქულა დააგროვა და ტრავმის გამო მალე დატოვა მოედანი.
თუმცა, ყველა საკალათბურთო ექსპერტი თანხმდება - იმაში, რომ "გოლდენი" სერიაში 2-0-ს იგებს, ფაჩულიას დიდი წვლილია. 14 მაისს, სერიის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ფაჩულიამ 26 წუთში 11 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. რაც მთავარია ძალიან მაგრად იბრძოლა "სან ანტონიოს" ლიდერების ლამარკუს ოლდრიჯისა და კავაი ლეონარდის წინააღმდეგ. ლეონარდი სწორედ ფაჩულიას წინააღმდეგ თამაშისას დაშავდა. მისი მოედნიდან გასვლის შემდეგ კი "მეომრებმა" 25 ქულიანი ჩამორჩენა ამოქაჩეს და საბოლოოდ, თრილერი 113-111 მოიგეს.
ტრავმირებული კავაი ლეონარდის გარეშე "სან ანტონიო" დღეს, საერთოდ უნიათოდ გამოიყურებოდა, 36-ქულიანი სხვაობით განადგურდა და ახლა 20 მაისს, ელოდება, როცა სერია უკვე ტეხასში, AT&T ცენტრში გაგრძელდება.
კონფერენციის ფინალური სერიის დაწყებამდე ზაზა ფაჩულია Sporting News-ს გამოუტყდა, რომ როგორც მთელი გუნდი, ისე პირადად, უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იმყოფება:
"არასოდეს მითამაშია გუნდში, რომლისგანაც ასე ბევრს ითხოვენ. კარგ გუნდებში მითამაშია, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ცხოვრებაში პირველად მოვხვდი. ყველა ითხოვს მხოლოდ ჩემპიონის ტიტულს და სხვას არაფერს. "უორიორსი" ასევე ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში, ის ყველას ყურადღების ცენტრშია. მარტო ჩვენი ფანები კი არა, ოპონენტთა ფანებიც გვაკვირდებიან."
ოპონენტთა, ამ შემთხვევაში, "სან ანტონიო სპურსის" ფანების აგრესიული ყურადღება ფაჩულიამ დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველივე მატჩის შემდეგ იგრძნო.
ტეხასელებმა 14-16 მაისს, "ტვიტერში" ფაჩულიას ოფიციალურ გვერდზე ნამდვილი "ჯვაროსნული ლაშქრობა" მოაწყვეს და ერთხმაში ამტკიცებდნენ, რომ "სპურსის" ლიდერი კავაი ლეონარდი ზაზამ მიზანმიმართულად გამოიყვანა მწყობრიდან. აგრესია იმდენად დიდი იყო, რომ ფაჩულია იძულებული გახდა "ტვიტერზე" კომენტარები დროებით დაებლოკა.
იმის მიუხედავად, რომ თავად კავაი ლეონარდმა აღნიშნა, ზაზას მხრიდან განზრახ უხეშობას ადგილი არ ჰქონიაო, ფაჩულიას უმწვავესი კრიტიკა მაინც გააგრძელა ლეგენდარულმა ამერიკელმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა, რომელიც ოცდამეერთე წელია "სან ანტონიო სპურსს" უდგას სათავეში.
პოპოვიჩმა პირდაპირ დაადანაშაულა ზაზა, რომ მან შეგნებულად დააბიჯა ფეხი და მიაყენა ტრავმა ლეონარდს, მისი გამოთიშვით კი სერიაში "გოლდენის" გამარჯვების შანსები კიდევ უფრო გაზარდა. "ეს საშიშია. ეს არასპორტულია. ასე არ კეთდება. ეს კონკრეტული პერსონაჟი მსგავს ეპიზოდებში არაერთხელ არის შემჩნეული" - თქვა პოპოვიჩმა.
ფაჩულია მძაფრი კრიტიკისგან მისმა თანაგუნდელებმა დაიცვეს, მათ შორის NBA-ს ვარსკვლავმა კევინ დურანტმა, რომელსაც ორი თვის წინ ზაზამ შემთხვევითი ტრავმა ასევე მიაყენა:
"ზაზა არ არის ბინძური მოთამაშე. ჩვენ ასეთი გუნდი არ ვართ. ძნელია ისე გათვალო, რომ ზუსტად ასეთი ტრავმა მიაყენო მეტოქეს - ბოლომდე თამაშში ჩართული როცა ხარ, ამ დეტალებს ყურადღებას ვერ მიაქცევ.
კავაი არაჩვეულებრივი მოთამაშეა. ჩვენ მას დიდ პატივს ვცემთ. იმედია მალე გამოჯანმრთელდება. ზაზა უბრალოდ ხელს უშლიდა მას სროლის შესრულებაში"
ზაზა ფაჩულია პირველ სეზონს ატარებს "გოლდენ სტეიტ უორიორსში", რომელთაც კონტრაქტი 2016 წლის ივლისში გააფორმა. "მეომრებმა" 67 მოგებით (15 წაგების წილ) გაიმარჯვეს NBA-ს რეგულარულ სეზონში, დასავლეთ კონფერენციაში.
NBA-ს პლეი-ოფებში კი ერთიანი ანგარიშით 4:0 სძლიეს ჯერ "პორტლენდი", შემდეგ კი "იუტა ჯაზი". კონფერენციის ფინალში უკვე 2:0-ს უგებენ "სან ანტონიო სპურს" და დიდ ფინალში მოსახვედრად კიდევ ორი გამარჯვება სჭირდებათ.
NBA-ს ბეჭდებამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა, ყველა შარშანდელი ფინალის განმეორების მოლოდინშია, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერია - "კლივლენდსა" და "ბოსტონს" შორის მხოლოდ დღეს იწყება.
2016 წელს, ყველაზე დიდი საკალთბურთო ტიტული "გოლდენ სტეიტმა" და "კლივლენდმა" გაითამაშეს. თუ წელსაც იგივე განმეორდა, "მეომრებს" რევანში აქვთ ასაღები, რადგან შარშანდელი ფინალის შვიდმატჩიანი თრილერი სენსაციურად (3-4) წააგეს.
-
"მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე "მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე
გადახედვა
-
Upgaming-ის მიდგომა Talent Acquisition-ისა და Workforce-ის განვითარებაზე Upgaming-ის მიდგომა Talent Acquisition-ისა და Workforce-ის განვითარებაზე
-
უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან
გადახედვა
-
Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია
გადახედვა
-
რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს
-
ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო
გადახედვა
-
მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა
გადახედვა
-
საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026 საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026
-
POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში
გადახედვა
-
25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის 25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის
გადახედვა
-
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
-
ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა
გადახედვა
-
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ
გადახედვა
-
რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს
-
15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა 5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა
გადახედვა
-
UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს
გადახედვა
-
ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს
გადახედვა
კომენტარები