რობოტი მტვერსასრუტი – შენ ისვენებ, ის ასუფთავებს სახლს
რამდენჯერ გინატრიათ, რომ სახლი ვინმეს თქვენ მაგივრად დაელაგებინა? რაც წლების წინ უიმედო ნატვრა იყო, დღეს რეალობაა, რადგან უკვე არსებობს რობოტი მტვერსასრუტი, რომელიც თქვენ მაგივრად და სრულიად დამოუკიდებლად იღებს მტვერს და წმენდს იატაკს. იატაკის დაგვა, დასუფთავება, მოწმენდა არის რუტინული მოსაწყენი საქმე. ასეთი სამუშაოების შესასრულებლად მიდეა ქმნის საყოფაცხოვრებო ტექნიკას ხოლო ადამიანებმა დრო უნდა დახარჯონ საყვარელ საქმეზე, ჰობიზე, საყვარელ ადამიანებთან ურთეირთობაზე, მოგზაურობაზე, დასვენებაზე და ა.შ. საყოფაცხოვრებო რუტინულ საქმეებს კი მიდეას ტექნიკა მიხედავს. მიდეას მიზანია ადამიანების ცხოვრება გახადოს უფრო კომფორტული და სასიამოვნო, სწორედ ამისთვის იქმნება მიდეას პროდუქტები.
მსოფლიოში რობოტი მტვერსასრუტების მოწინავე მწარმოებელია Midea, რომელიც რამდენიმე ათეული წელია ინოვაციურ საყოფაცხოვრებო ტექნიკას ქმნის. ამ უმსხვილეს კომპანიას აქვს სპეციალური განყოფილება Midea Robozone, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ჭკვიანი მოწყობილობების შექმნასა და განვითარებაზე მუშაობს. ამ განყოფილების ინოვაციური პროდუქტია მიდეას რობოტი მტვერსასრუტი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ.
მტვერსასრუტის ფუნქციები
1. თქვენგან დამოუკიდებელი ხელსაწყო
რობოტი მტვერსასრუტი თქვენგან მინიმალურ ჩარევას მოითხოვს. მისთვის საკმარისია, დააყენოთ სასურველი პარამეტრები, რეჟიმი, მისცეთ დასტური და მოკალათდეთ. ის თქვენ მაგივრად დაიწყებს სახლის დალაგებას.
2. დისტანციურად მართვის ფუნქცია
როგორც წესი, რობოტი მტვერსასრუტი დისტანციურად, სპეციალური პულტით იმართება. უფრო მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს, როგორიც, მაგალითად, Midea-ს მტვერსასრუტია, აქვს აპლიკაციით მართვის ფუნქციაც. ეს ნიშნავს იმას, რომ მისთვის დავალების მიცემა სმარტფონითა და ტაბლეტით არათუ სახლში, არამედ გარეთ ყოფნის დროსაც შეგეძლებათ. ამ აპლიკაციითვე ადევნებთ თვალს მტვერსასრუტის მოქმედებებს და ნებისმიერ დროს შეცვლით მისი მუშაობის რეჟიმსა და პარამეტრებს.
აპლიკაციით შეგეძლებათ დააყენოთ თქვენზე მორგებული პროგრამაც, რომლის დახმარებითაც რობოტი მტვერსასრუტი ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს დაიწყებს სახლის ლაგების პროცესს.
3. ასუფთავებს ნებისმიერი ტიპის ზედაპირს
Midea-ს რობოტ მტვერსასრუტებს ნებისმიერი ტიპის ზედაპირის, მათ შორის, ხალიჩის წმენდაც შეუძლია. ის არა მხოლოდ მტვერსა და ნაგავს იღებს, არამედ აღჭურვილია წყლის ავზითა და მძლავრი, მბრუნავი ჯაგრისითაც, რომელთა დახმარებით ამოჰყავს ჭუჭყი. გარდა ამისა, შეგიძლიათ არეგულიროთ შეწოვისა და წმენდის სიმძლავრე დასვრილი ზედაპირის სრულყოფილად გასასუფთავებლად.
4. იცის თქვენი სახლის ყველა კუთხე
Midea-ს რობოტი მტვერსასრუტი აღჭურვილია ნავიგაციის LSD მოწყობილობით, რომლითაც ასკანერებს სახლის სრულ ტერიტორიას და ადგენს რუკას, რათა უმცირესი ადგილიც კი არ გამორჩეს. ამასთან ერთად, მას აქვს რამდენიმე ათეული სენსორი, რომელთა დახმარებითაც სწრაფად ამოიცნობს ნებისმიერ ბარიერს – ავეჯს, ნივთს, ადამიანსა თუ ცხოველს, რის შემდეგაც ანელებს სვლას და ცვლის ტრაექტორიას. Midea-ს რობოტი მტვერსასრუტი დაზღვეულია კიბიდან ჩამოვარდნისგანაც, რადგან დამონტაჟებული აქვს სპეციალური სენსორი მის ქვემოთ სიცარიელის აღსაქმელად.
5. აღწევს ვიწრო სივრცეებში
რობოტი მტვერსასრუტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი კომპაქტურობაა – პატარა ზომის გამო, მას შეუძლია მარტივად შეცურდეს ავეჯის ქვეშ და გაასუფთაოს ისეთი ადგილებიც, რომლებსაც სტანდარტული მტვერსასრუტით ვერ მისწვდებოდით. ამასთან ერთად, Midea-ს რობოტი მტვერსასრუტი სრულყოფილად წმენდს კუთხეებს და შეუძლია მცირე შემაღლებებზე აცოცებაც.
6. თვითდამუხტვის ფუნქცია
უახლეს რობოტ მტვერსასრუტებს მოჰყვებათ სპეციალური "დამტენი სადგურები", რომლებსაც თქვენი დავალების შესრულების შემდეგ თავად აკითხავენ და მომავალ დავალებამდე საჭირო ენერგიას იღებენ. თქვენი ერთადერთი მოვალეობა დროდადრო მხოლოდ მტვრის კონტეინერის ნაგვისგან დაცლაა.
სად შეიძლება Midea-ს რობოტი მტვერსასრუტის შეძენა?
Midea-ს რობოტი მტვერსასრუტებზე მიმდინარეობს ფასდაკლების აქცია, ფასი იწყება 499 ლარიდან, მათი შეძენა შეგიძლიათ როგორც www.midea.ge-ზე ასევე ჩვენს შოურუმში ფარსადანის ქუჩა N7. ამასთანავე მიდეას პარტნიორ ქსელებში: გრანდ ელექტრონიქსი, დისქაუნთერი , გორგია, მიჰაუსი, კარფური და სხვ.
ონლაინ მაღაზიებში: www.be.ge; www.vendoo.ge; www.extra.ge; www.isurve.ge, www.gadaamowme.ge; www.webmart.ge.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა




კომენტარები