ტექინსპექტირების გაუვლელობაზე ჯარიმა შესაძლოა გაიზარდოს
2022 წლის მესამე კვარტლიდან ტექისპექტირების გაუვლელობაზე გადასახდელი ჯარიმები სამჯერ და ზოგ შემთხვევებში, მეტჯერ გაიზრდება. პარლამეტში უკვე მზადაა კანონპროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების ოდენობის გაზრდას იმ ავტომფლობელებისთვის, ვინც სავალდებულო ტექინსპექტირების გაუვლელად გადაადგილდება.
დღეისათვის, ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული ჯარიმა 50 ლარია, რომელიც ინსპექტირების ვადის გადაცილებიდან 1 თვეში დაეკისრება ავტომობილის მფლობელს. ჯარიმის დაკისრება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ე.წ. ჭკვიანი საგზაო კამერა აფიქსირებს ასეთ შემთხვევას. ყოველ მომდევნო შემთხვევაზე განმეორებითი ჯარიმა კვლავ 50 ლარია.
კანონის ცვლილების შემდეგ, პირველადი ჯარიმა კვლავ 50 ლარი დარჩება, თუმცა, თუ ავტომფლობელი დაჯარიმებიდან 1 თვის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექინსპექტირებას, მეორე ჯარიმა უკვე სამჯერ მეტი, 150 ლარი იქნება. მესამედ დაჯარიმების შემთხვევაში მას 300 ლარის და მეოთხე და ყოველ მომდევნო შემთხვევაზე 900 ლარის გადახდა მოუწევს.
იურიდიული პირებისთვის ჯარიმები კიდევ უფრო მეტად იზრდება — ორგანიზაციის კუთვნილი ტრანსპორტი ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო პირველ ჯერზე 200 ლარით დაჯარიმდება. ყოველ მომდევნო შემთხვევაში კი ჯარიმები 300 ლარით, 500 ლარით და 1500 ლარით განისაზღვრება.
კანონპროექტი საგაზაფხულო სესიაზე იქნება ინიცირებული, ხოლო ცვლილებების კენჭისყრა საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი, რაც ნიშნავს, რომ შემოდგომიდან ტექისპექტირება გაუვლელ ავტომფლობელებს უკვე სამჯერ და მეტჯერ გაზრდილი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.
"დღეისათვის ხშირია შემთხვევები, როდესაც ტექინსპექტირება გაუვლელი ტრანსპორტი ისე გადაადგილდება, მათ შორის, ჭკვიანი კამერებით აღჭურვილ გზებზეც, რომ მისი დაფიქსირება და დაჯარიმება არ ხდება, რაც იმას ნიშნავს რომ ადმინისტრირება და კონტროლი გამართულად ვერ ხორციელდება", — აღნიშნავს კავშირის "ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შიოლაშვილი.
შიოლაშვილის თქმით, "იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც კამერა აფიქსირებს დარღვევას და იწერება ჯარიმა, ავტომფლობელები ხშირად ისევ 50-ლარიანი ჯარიმის გადახდას არჩევენ ტექინსპექტირების გავლას, რომელიც 60 ლარი ღირს. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, მათთვის ეს პრაქტიკა ფინანსურად გამართლებული ვეღარ იქნება, რადგან ჯარიმა სერიოზულ მძიმე ტვირთად დააწვება მათ ბიუჯეტს".
სავალდებულო ტექინსპექტირების რეფორმა, როგორც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება, საქართველოში 2019 წლიდან ამოქმედდა. რეფორმის პირველი წელი საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა 2020 წლიდან მკვეთრად შემცირდა ავტომფლობელების მიერ ტექინსპექტირების გავლის მაჩვენებელი.
ამ სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, მომართვიანობის შემცირების მნიშვნელოვანი მიზეზი, პანდემიასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან არასთანადო კონტროლი და ადმინისტრირებაცაა — როდესაც გამართულად არ ხდება ტექინსპეტირების ვადაგადაცილებული ტრანსპორტის კონტროლი და დროული დაჯარიმება, ავტომფლობელები სულ უფრო მეტად არიდებენ თავს სავალდებულო ტექინსპექტირებას. საბოლოოდ კი, გაუმართავი ტრანსპორტის მომრავლება საგზაო უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური გარემოს გაუარესებაზე, ანუ, რეალურად, ადამიანების სიხცოცხლეზე და მათ ჯანმრთელობაზე აისახება.
პარალელურად, გადახედვის პროცესშია ტექინსპექტირების საფასურის საკითხი.
"ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება განმეორებითი ინსპექტირების საფასურის მომატება. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს, ტექინსპექტირების რეფორმის პირველ ეტაპზე, სახელმწიფომ გარკვეული შეღავათები გაითვალისწინა მოსახლეობისთვის. მათ შორის, ეს იყო განმეორებით ინსპექტირების უფასოდ გავლა, პირველადი წარუმატებელი ტექინსპექტირებიდან 30 დღის ვადაში. თუმცა თანდათან გადავდივართ ახალ ეტაპზე, სადაც უკვე ვალდებული ვართ, მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროკავშირის კანონმდებლობას", — ამბობს შიოლაშვილი.
მისი განმარტებით, ევროპულ ქვეყნებში განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანია და პირველადი ინსპექტირების საფასურის 30-40%-ს შეადგენს. შესაბამისად, იგეგმება, რომ ახლო მომავალში, საქართველოში, განმეორებითი ინსპექტირების საფასური ამ ფარგლებში დაწესდეს.
ინდუსტრიის წარმომადგენლების აზრით, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს იმას, რომ ავტომფლობელები პირველად ინსპექტირებაზე უფრო მეტად მომზადებულები მივიდნენ, რაც შეამცირებს განმეორებითი ინსპექტირების საჭიროების მაჩვენებელს. ეს კი თავისთავად ხელს შეუწყობს გამართული და უსაფრთხო ავტოპარკის არსებობას ქვეყანაში.
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები