გვიან ღამით, ზუგდიდში, თამბაქოს საწყობი აფეთქდა, რასაც საწყობის თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველებმა რუსთავი 2-ს უთხრეს, რომ აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რამაც მთლიანად გაანადგურა შენობა.

გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების, ან განადგურების მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები.