10 მსახიობი, რომელიც გადაღებებზე დაშავდა ან სიკვდილს ძლივს გადაურჩა
ფოტო: K/O Paper Products; Paramount
მსახიობობა ნამდვილად რთული პროფესიაა: პერსონაჟის ხასიათის, ხმის, გარეგნობისა და სხვა მახასიათებლების შეთავსება მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც მსახიობებს გადასაღებ მოედანზე მოეთხოვებათ. ხანდახან ისინი როლებში ზედმეტად "იჭრებიან" და დუბლიორებზეც უარს ამბობენ — შედეგად საშიშ სცენებში მონაწილეობენ და ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ.
ამ სტატიაში 10 მსახიობს წარმოგიდგენთ, რომელიც ფილმის გადაღებისას მძიმედ დაშავდა ან სიკვდილს ძლივს გადაურჩა:
1. Cast Away-ის გადაღებების დროს ტომ ჰენკსს ინფექცია შეეჭრა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა
Cast Away-ის გადაღებებზე ტომ ჰენკსი საკუთარი გმირის უკეთ განსასახიერებლად ბანაობაზე უარს ამბობდა. გადაღებებზე მან ფეხი გაიჭრა და ჭრილობა გაუსივდა. თავიდან ტომმა მას ყურადღება არ მიაქცია, თუმცა მალე ექიმს მაინც ანახა. ექიმმა მსახიობი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანა, რათა ინფექციას არ მოეკლა.
2. სილვესტერ სტალონემ დოლფ ლუნდგრენის დარტყმის გამო საავადმყოფოში 9 დღე გაატარა
Rocky IV-ის გადაღებებზე სილვესტერ სტალონეს უნდოდა, რომ ჩხუბის სცენები ბუნებრივი ყოფილიყო, ამიტომ დოლფ ლუნდგრენს უთხრა, რომ იმპროვიზაციისთვის მიემართა. დოლფის დარტმის შედეგად სტალონე საავადმყოფოში 9 დღე იწვა.
3. Bruised-ის გადაღებებზე ჰალი ბერიმ ორი ნეკნი გაიტეხა
ფილმში ჰალი ბერისთან ერთად MMA-ის პროფესიონალი მებრძოლი ვალენტინა შევჩენკოც მონაწილეობდა, რომელმაც მსახიობს ორი ნეკნი გაუტეხა.
4. აილა ფიშერი Now You See Me-ის გადაღებებზე დახრჩობას ძლივს გადაურჩა
ისლა ფიშერმა წყალქვეშ სცენის გადაღებისას თავის გათავისუფლება და ამოყვინთვა ვერ შეძლო, სხვა მსახიობებს და გადამღებ ჯგუფს კი ეგონათ, რომ ისლა უბრალოდ თამაშობდა. საბედნიეროდ, მსახიობი მალევე ამოიყვანეს.
5. ნატალი პორტმანმა Black Swan-ის გადაღებებზე ნეკნი იღრძო
ნატალის თქმით, სამედიცინო დახმარება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც რეჟისორმა სცენის გადაღება დაასრულა. ფილმში ის სცენა, რომელშიც ნატალის პერსონაჟს პროფესიონალი სინჯავს, რეალურია.
6. Mission Impossible 6-ის გადაღებაზე შენობიდან შენობაზე გადახტომისას ტომ კრუზმა კოჭი მოიტეხა
კოჭის მოტეხვის მიუხედავად, მსახიობმა სირბილი განაგრძო, რათა სცენის გადაღება დაესრულებინა. სცენა ფილმში მართლაც მოხვდა.
7. დილან ო'ბრაიენი მოძრავი მანქანიდან გადმოვარდა და გვერდით მომავალი მანქანა დაეტაკა
Maze Runner: The Death Cure-ის გადაღებები დილანისთვის მარტივი სულაც არ ყოფილა. ამ ინციდენტმა მსახიობს ტვინის შერყევა, სახის მოტეხილობები და მენტალური ტრავმა დაუტოვა. დილანი რეაბილიტაციას თვეების განმავლობაში გადიოდა.
8. დენიელ დეი ლუისს ფილტვების ანთება დაემართა, რადგან კადრს მიღმა ქურთუკს არ იცვამდა
Gangs of New York-ის გადაღებებზე დენიელ დეი ლუისი კადრს მიღმა თბილი ქურთუკის ჩაცმაზე უარს ამბობდა, რადგან ფილმში მოქმედება 1860-იან წლებში მიმდინარეობდა, იმ დროს კი ასეთი ქურთუკები არ არსებობდა.
9. The Rhythm Section-ის გადაღებებზე ბლეიკ ლაივლიმ ხელი ისე დაიზინა, რომ 6 თვე მკურნალობდა
ბლეიკის თქმით, ცალ ხელზე უამრავი მოტეხილობა ჰქონდა და კიდური, ფაქტობრივად, დამსხვრეული იყო.
10. ჯერემი რენერი 6 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ორივე ხელი მოიტეხა
ჯერემის ინციდენტის მიუხედავად, Tag-ის გადაღებები არ შეჩერებულა, რადგან მსახიობი იმავე საღამოს დაბრუნდა. ფილმში ზოგიერთი სცენა კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით დაარედაქტირეს, რათა ჯერემის თაბაშირის სახვევები არ გამოჩენილიყო.
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა









კომენტარები