"რუსებს რომ სცოდნოდათ ეს ფრაზა მე ვთქვი, ვერ დავბრუნდებოდი" — სამხედრო, რომელმაც რუსული გემი "ნა ხ*ი" გაუშვა
ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული მესაზღვრე კუნძულ ზმეინიდან, რომელმაც რუსული სამხედრო გემი "ნა ხ*ი" გაუშვა და დანებებაზე უარი თქვა ამბობს, რომ რუსებმა არ იცოდნენ ვინ იყო ამ სიტყვების ავტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სახლში არ დააბრუნებდნენ.
"ეს ვინ თქვა, მათ არ იცოდნენ. ეს კარგი იყო, რადგან ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში კარგად არ მომექცეოდნენ და სახლში ვერ დავბრუნდებოდი", – განაცხადა რომან გრიბოვმა.
ზმეინის დამცველი იხსნებს, რომ ტყვეობაში ყოფნისას არ იცოდა რა მოჰყვა მის სიტყვებს და რამხელა მნიშვნელობის გახდა არამხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მსოფლიოსთვის.
"კაცმა, რომელიც ტყვეების გაცვლის პროცესში მონაწილეობდა, მითხრა — იცი, რომ ლეგენდარული ფრაზის ავტორი შენ ხარ? თავიდან ვერ მივხვდი რაზე იყო საუბარი. სახლს რომ მივუახლოვდი, მივხვდი. მართალი გითხრათ, უხერხული იყო. მე უბრალო ადამიანი ვარ და ეს დიდი ყურადღებაა. ეს ფრაზა ხალხის გუნება-განწყობილებას ამაღლებს, ამიტომ დედაჩემმა გაიგო და მხარი დაუჭირა. რა თქმა უნდა, ეს არც ისე კარგია, რადგან უხამსობაა, მაგრამ მე ზრდასრული ვარ და შემიძლია ასე გამოვხატო", — ამბობს გრიბოვი.
მესაზღვრის თქმით, ოკუპანტები ტყვეებს აწამებდნენ როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად.
"ძაღლებზე უარესად გვექცეოდნენ, პატიმრების "ხალათში" ვიყავით ჩაცმული, მორალურად გაგვანადგურეს. ყველას ერთნაირად ექცეოდნენ, არ აინტერესებდათ, ვინ იყო მათ წინ — სამხედრო, კაცი, ქალი, მღვდელი", — ამბობს ის.
გრიბოვის თქმით, რუსები მათ არწმუნებდნენ, რომ კიევი უკვე აღებული იყო და დასაბრუნებელი არსად ჰქონდათ.
რომან გრიბოვი რუსეთის ტყვეობიდან 29 მარტს გაათავისუფლეს და სახლში დაბრუნდა. მესაზღვრეს მიენიჭა ჯილდო "ჩერკასის რეგიონში გაწეული მომსახურებისთვის".
რა მოხდა კუნძულ ზმეინიზე
25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსები უკრაინული კუნძულის აღებას ცდილობდნენ. მალევე გავრცელდა ჩანაწერიც, სადაც ისმოდა, რომ რუსული სამხედრო გემი მოუწოდებდა კუნძულზე მყოფ უკრაინელ მესაზღვრეებს დანებებულიყვნენ, თუმცა პასუხად მიიღეს: "რუსულო სამხედრო გემო, იძი ნა ხ*ი".
ფრაზა მალევე იქცა წინააღმდეგობის სიმბოლოდ და მსოფლიოს მასშტაბით არაერთი საპროტესტო აქციის სლოგანი გახდა.
25 თებერვალს სხვადასხვა წყაროდან გავრცელდა ინფრომაცია იმაზე, რომ რუსებმა კუნძული დაბომბეს და მცველები დაიღუპნენ. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა, რომ ჯარისკაცები გმირულად დაიღუპნენ, მაგრამ კუნძული არ დათმეს და ყველას გმირის წოდება მიანიჭა.
თუმცა მოგვიანებით, ინფორმაცია დაზუსტდა და გაირკვა, რომ მესაზღვრეები რუსებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
კომენტარები