საევაკუაციო დერეფნით მარიუპოლიდან 4 ავტობუსი გავიდა — ვერეშჩუკი
ფოტო: Valentyn Ogirenko/Reuters
ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, 20 აპრილს, ჰუმანიტარული დერეფნით მარიუპოლის 4-მა ავტობუსმა დატოვა.
"მათ ღამე გაათიეს ბერდიანსკში და ახლა ვასილიევკაში მიემართებიან. მათ მალე ზაპორიჟჟიაში ველოდებით", — თქვა ვერეშჩუკმა.
გუშინ, 20 აპრილს დროებით ვერეშჩუკმა თქვა, რომ ბავშვების, ქალებისა და მოხუცებისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებზე შეთანხმდნენ.
20 აპრილს მარიუპოლის მცველებმა მსოფლიოს მოუწოდეს, აზოვსტალიდან გაიყვანონ მესამე ქვეყანაში ყველა, ვინც სამხედრო გარნიზონშია. უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაურის, სერგეი ვოლინსკის თქმით, იქაა 500-მდე დაჭრილი ჯარისკაცი, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ქალები და ბავშვები.
19 აპრილს იბომბებოდა აზოვსტალის ქარხანა. მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, მიწისქვეშა თავშესაფარში 1 000 მშვიდობიანი მოქალაქეა, ძირითადად ბავშვები, ქალები და მოხუცები. გამოცემა Meduza წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და დე ფაქტო დონეცკის რესპუბლიკა აზოვსტალის ქარხანაში მოქალაქეების ყოფნას უარყოფს.
19 აპრილს დე ფაქტო დონეცკის რესპუბლიკამ თქვა, რომ აზოვსტალზე შეტევა დაიწყეს. ისინი აღნიშნავენ, რომ შეიარაღებითა და არტილერიით რუსი საოკუპაციო ძალები ეხმარებიან.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "წმინდა ჰუმანური პრინციპების ხელმძღვანელობით" კიდევ ერთხელ სთავაზობენ მარიუპოლში მყოფ მებრძოლებს ცეცხლის შეწყვეტას. მათი მტკიცებით, არ მოკლავენ არავის, ვინც ტყვედ ჩაბარდება.
მხოლოდ აპრილში რუსეთის მხრიდან მარიუპოლის მცველებისთვის დანებების შესახებ ეს უკვე მესამე მოწოდებაა. ოკუპენტებმა იგივე გააჟღერეს 4 და 17 აპრილს, თუმცა ორივე შემთხვევაში მარიუპოლის სამხედროებმა უარის განუცხადეს და ქალაქის დაცვა გააგრძელეს.
დღეს მარიუპოლის მერის მრჩეველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალები აზოვსტალსა და მიმდებარედ დასახლებულ სექტორს უტევენ. მისი თქმით, ისინი ტერიტორიას ბომბავენ და იყენებენ მძიმე არტილერიას. როგორც პეტრ ანდრიუშჩენკო აცხადებს, რუსეთის ძალები მაიდენტიფიცირებელი თეთრი ლენტებით, მშვიდობიან მოსახლეობას სნაიპერების სატყუარად იყენებენ.
მარიუპოლი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ალყაშია, ის ხშირად გახდა თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაზე. ოკუპანტები სწორედ მარიუპოლში თავს დაესხნენ სამშობიაროს და ბავშვთა საავადმყოფოს. მათ ასევე დაბომბეს თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა.
იკრაინის მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობენ, რომ მარიუპოლი მოლაპარაკებების პროცესში, შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
კომენტარები