Daredevil - სამართლიანობის მეორე მხარე
სტატია შეიცავს სპოილერებს
ფოტო: Netflix
ბრმა ადვოკატი ნიუ-იორკის კრიმინალური უბნიდან. სერიალს კლასიკური კომიქსის სიუჟეტი აქვს, სადაც სამართლიანობისთვის ბრძოლა ქუჩაში იწყება და სასამართლო დარბაზში სრულდება. დღის განმავლობაში უსინათლო მეთიუ მერდოკი (ჩარლი კოქსის გმირი) მოქალაქეების დაცვას კანონის ძალით ცდილობს, ღამით კი თავისი განსაკუთრებული შესაძლებლობის ხარჯზე ქალაქის გავლენიან განგსტერებს ებრძვის.
სერიალის უპირატესობა ფილმთან შედარებით ის არის, რომ რეჟისორებს შეუძლიათ გმირის ჩამოყალიბებასა და განვითარებას დიდი დრო დაუთმონ. ფილმებიდან მიღებული ინფორმაცია, წინა ისტორიისა კარგად გასაგებად, მაყურებლისთვის საკმარისი არ არის. ფილმში შეზღუდული ხანგრძლივობის გამო, ხშირია სწრაფი მონტაჟით მოყოლილი, ე.წ. მოკლე შინაარსი. სერიალში კი, რომელშიც ცამეტი სერიაა, სანახავი ტემპი შედარებით ნელია. აქედან ვიგებთ მეთიუს ბავშვობის ისტორიას, მისი დაბრმავებისა და მარტო დარჩენის მძიმე ეპიზოდებს. რეჟისორები ცდილობენ, რომ მისგან მაქსიმალურად რეალური, ადამიანური პერსონაჟი გამოძერწონ, რათა სუპერგმირად გადაქცევა დიდი მოვლენა იყოს.
სერიალი თავისი კონცეპტს სიმარტივეზე ამყარებს, რომელშიც სიუჟეტური როლები თავიდანვე გარკვეულია.
რა აქვს ორიგინალური თავქარიან (Daredevil-ის ასე გადავთარგმნი თქვენის ნებართვით) ადვოკატს?! გარდა იმისა რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელსაც სმენა იმდენად აქვს განვითარებული, რომ თავისუფლად შეუძლია ათობით ადამიანის მოგერიება, კორპუსებზე ხტომა და უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა. მიუხედავად არაფრით გამორჩეული ზოგადი დახასიათებისა მასში მაინც იგრძნობა გარკვეული სტიმული, რომელიც თანასწორობის, სოციალური ჩაგვრისა და ურბანული სეგრეგაციის ფონზე ცდილობს სამართლიანობის მიღწევას.
სიბრმავე და მისი იურიდიული განათლება შემთხვევითი არ არის. შეუძლებელია სამართლიანობისკენ მიმავალ გზაზე ფეხი არ დაგიცდეს; შეუძლებელია ღამეები იბრძოდე სხვადასხვა განგსტერული გაერთიანების წინააღმდეგ და დილით არაფერი გეტყობოდეს. მეთიუ მერდოკი სამართლიანობისა და თანასწორობის თანამედროვე სიმბოლოა. წარსულში გამოცდილი სიმწარე მის მთელ ცხოვრებას შავ ლაქად გაჰყვება. მას არ დაუმსახურებია ჯერ მხედველობის და მერე ერთადერთი მშობლის დაკარგვა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სპორტულ, კარიერულ პატიოსნებას შეეწირა.
ეს თითქოს ერთ უბანში განხორცილებული დრამაა, სადაც მხარეები, მათი სურვილები და განხორციელების გზები თავიდანვე ცნობილია. ამიტომაც არის, რომ პირველი სეზონი მეტნაკლებად მომზადების, სრულყოფილებისკენ მიმავალი გზის ჩვენება უფრო იყო, ვიდრე თავქარიანისა და უილსონ ფისკის (ვინსენტ დონოფრიოს გმირი) ბრძოლა.
ეპიზოდების ყურებისას არის მომენტები, როდესაც საუკეთესო გასართობად ისევ ტელეფონის ეკრანს შეიძლება ჩავაშტერდეთ, მაგრამ შემქმნელებს კვლავ აქვთ იმის ძალა, რომ გაგაკვირვონ, აღარ მოგადუნონ და გაიძულონ ბოლომდე მიიყვანო სეზონი. სერიალში რამდენიმე სცენაა, სადაც საბრძოლო ხელოვნებას მონატრებული მაყურებელი თვალის დაუხამხამებლად შთანთქავს მოვლენებს. აქ მთავარი პრინციპი ისევ დაცულია: ძლიერი, არაადამიანური ძალის მქონე გმირები მაქსიმალურად რეალურ გარემოში.
სერიალი თავისი კონცეპტს სიმარტივეზე ამყარებს, რომელშიც სიუჟეტური როლები თავიდანვე გარკვეულია.
ეპიზოდიდან ეპიზოდამდე ვხვდებით, რომ თინეიჯერებისთვის გათვლილი სერიალი იზრდება, კიდევ უფრო ბრუტალური და სისხლიანი ხდება. გმირის ჩამოყალიბებასთან ერთად აუდიტორიაც იზრდება. ერთ გმირზე ორიენტირებული სიუჟეტი მალევე ხდება მომაბეზრებელი. ყოველი ცვლილება ახალი სისხლივით არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ახალ, ძლიერ გმირებს ეხება. მნიშვნელოვანი პერსონაჟია ელექტრა (ილოდი იანგის გმირი), რომელიც მეთიუს წინა ისტორიის ნაწილია. მათი ურთიერთობა გაურკვეველ თამაშს ჰგავს, სადაც წესები იმის მიხედვით იცვლება, სად არიან და ვის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა.
მარველმა და ნეტფლიქსმა ძალიან კარგ გამოსავალს მიაგნეს. კონკრეტულ გმირზე ორიენტირებული ისტორიებმა ერთმანეთს კვეთენ.
მსგავსი პერსონაჟი სერიალში ბალანსისთვისაა აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ მეთიუ მერდოკის აბსოლუტური ჭეშმარიტებისთვის იბრძვის, გზად ისეთი ადამიანები ხვდებიან, რომლებიც იდეურად ეთანხმებიან, მაგრამ საკუთარი კვალის დატოვებას განსხვავებული გზით ცდილობენ. “დამსჯელი” (Punisher) ზუსტად ის ახალი სისხლია, რაც ზოგადად თანამედროვე კომიქსების ადაპტაციებს აკლია: დაუნდობელი, ბრუტალური, გაბრაზებული და საკუთარ თავზე ორიენტირებული სოციოპათი.
რუსული მაფია განადგურებულია, უილსონ ფისკი ციხეშია, იაკუძას ძალები შესუსტებულია, ირლანდიური დაჯგუფება კი ცდილობს ახალი ძალებით დაეპატრონოს ქალაქს. ამ დროს ქალაქში ჩნდება ადამიანი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს. მისი წარსულიდან გამომდინარე შეუძლებელია მაყურებელს სინანულის გრძნობა არ გაუჩნდეს. კიდევ ერთხელ ვერთვებით სამხედრო-შეთქმულების ამბავში, რომლის უდანაშაულო მონაწილეებსაც უაზროდ წირავენ.
ფრენკ კასთლი (ჯონ ბერნტალის გმირი) მკაცრი პრინციპებით ხელმძღვანელობს. მისთვის სულ ერთია ციხეში იქნება თუ სიკვდილით დასჯიან. მან სიაში ჩამოწერილი ადამიანები დაუნდობლად და ბრუტალურად უნდა გაანადგუროს. აქ ორი ძლიერი არგუმენტი იკვეთება: სიკვდილით თუ სამართლის გზით პასუხისმგებლობა. თავქარიანისა და დამსჯელის დაპირისპირებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს. გარდა იმისა, რომ სამართლიანობა კანონის ძალით დასჯას გულისხმობს, არსებობს თუ არა პიროვნული სამართლიანობის გრძნობა, როდესაც გგონია რომ დამნაშავეებისთვის მისჯილი პატიმრობა რბილი გამოსავალია. როდის ხდები შენც მათნაირი?! როდის ირღვევა სამართლიანობის შეგრძნება?! ეს იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი კითხვებია, ერთი სერიალის სეზონში ნამდვილად ვერ გაეცემა პასუხი.
მარველმა და ნეტფლიქსმა ძალიან კარგ გამოსავალს მიაგნეს. კონკრეტულ გმირზე ორიენტირებული ისტორიებმა ერთმანეთს კვეთენ. მით უმეტეს, როდესაც მოქმედება საერთო სამყაროში, ქვეყანასა და ქალაქში ხდება. თითოეულის მათგანის ინდივიდუალური ხაზი სიუჟეტს კიდევ უფრო მრავლფეროვანს გახდის და მაყურებელიც აღარ იმკითხავებს, ვინ როდის და როგორ დაიწყო მოღვაწეობა გმირობის ასპარეზზე.
კომიქსების ადაპტაციის ბუმი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კინო ინდუსტრიაში. რამდენად იქმნება ორიგინალური ადაპტაციები ეს ცალკე განხილვის საკითხია. ყოველ წელს ვხვდებით საყვარელი გმირების ისტორიის მეორე, მესამე ნაწილებს, რომლებიც ერთმანეთის სიუჟეტურ ხაზს კვეთენ, განსაკუთრებით მარველის სამყაროში, სადაც, შემდეგი დიდი ბლოკბასტერის კონტურების გასაგებად, ტიტრების ბოლომდე უნდა ელოდო პატარა ოცწამიან მონაკვეთს. სერიალის შექმნის იდეა მაყურებელსა და ნაწარმოებს კიდევ უფრო სხვა რელსებზე აყენებს. აქ შედარებით სრულად შეგიძლია გადმოსცე თითოეულის ისტორია, მერე ისინი ერთმანეთში აურიო, აჩხუბო, სამართლიანობისთვის შეარკინო და ა.შ. აქ დრო სხვანაირად გადის, რადგან ცამეტი სერია საკმარისია იმისთვის, რომ დამაჯერებელი ამბავი მოყვე.
სერიალის უპირატესობა ფილმთან შედარებით ის არის, რომ რეჟისორებს შეუძლიათ გმირის ჩამოყალიბებასა და განვითარებას დიდი დრო დაუთმონ.
თავქარიანის ბრძოლა პოლიტიკური და სოციალურ თანასწორობისთვის, ყველასთვის სამაგალითოა და არა მხოლოდ ადგილობრივი გეტოს მოსახლეობისთვის. გიკური ტიპაჟის მეთიუ მერდოკს აქვს იმის პოტენციალი, რომ ჩვეულებრივი ნიუ-იორკული ამბავი ახალ სიმაღლეზე აიყვანოს და მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად აქციოს.
სერიალში სექსუალობის აღქმა საერთოდ არ ჩანს და შეიძლება ითქვას, რომ ტაბუ აქვს დადებული, მაგრამ ძალადობა და სისხლი ისეა წარმოჩენილი, შეუძლებელია მაყურებელს იქაური რეალობა არ დააჯეროს.
მეორე სეზონის კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი ის არის, რომ აქ კონკრეტული შავი და თეთრი აღარ გვხვდება. გამოკვეთილი ბოროტება როგორც ასეთი აღარ არსებობს. აქ ინტერესების, სამართლიანობისთვის ბრძოლა სულ სხვა საფეხურზე გადადის. ეს არ არის ბანალური, როგორც ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ ან კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი, აქ ადამიანური ტრაგედიისა და გაბოროტების ისტორია ლოკალურ მასშტაბებში იშლება.
რამდენიმე წელიწადში, პოპულარული კინო ინდუსტრიის დიდი ნაწილი სერიალებსა და შოუებში გადაინაცვლებს. კომიქსებს კი აქ თავისი პოზიცია უკვე გამყარებული აქვთ. მარველის გალაქტიკიდან ერთ-ერთი პირველი დამცველები (Defenders) იქნება. აქ რკინის მუშტი (Iron Fist), ლუკ კეიჯი (Luke Cage), თავქარიანი (Daredevil) და ჯესიკა ჯონსი (Jessica Jones) იზრუნებენ ნიუ-იორკის უსაფრთხოებაზე. მსგავსი სიუჟეტური ცვლილება ახალ სიცოცხლეს მატებს როგორც თავად გმირებს, ასევე ამბავსაც. რამდენად კარგად გამოუვათ, ეს უკვე შემქმნელებზეა დამოკიდებული. ყველამ კარგად იცის, რომ აქ პირველი სეზონიდან სერიოზული, მძიმე ამბები უნდა მოგვითხრონ, რადგან მათი წინა ისტორია მაყურებელმა უკვე იცის. ისინი ახალ, გასართობ ბლოკბასტერს ელოდებიან, რომელშიც სამართლიანობისთვის მებრძოლებს კიდევ ბევრი დაბრკოლება ელით.
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
-
აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი
გადახედვა
-
აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო
გადახედვა
-
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
-
დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა

კომენტარები