საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სილიკონ ველიზე Globalize-ის პირველი კონფერენცია გაიმართა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაცია Globalize-ის პარტნიორობით, სან-ფრანცისკოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია წარმატებით დასრულდა.
Globalize Silicon Valley Conference-ის ფარგლებში ერთმანეთს ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ქართველი ინვესტორები და სტარტაპები, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალები და მოწვეული სპიკერები შეხვდნენ. მათ დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ქართული სტარტაპებისთვის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ასევე, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სტარტაპის ეკოსისტემა საქართველოში, ქალების როლი ტექნოლოგიების განვითარების პროცესში და სხვა.
სპიკერებს შორის წარმოდგენილი იყვნენ: ანტრეპრენერი და ინვესტორი ზაზა ფაჩულია, Singular-ის დამფუძნებელი გიორგი შამუგია, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დიხამინჯია, Catapult Ventures-ის მმართველი პარტნიორი ჯონათან თაუერი, Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი დაჩი ჭოლაძე და სხვა.
მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიების ფარგლებში ქართულმა სტარტაპებმა თავიანთი კომპანიები დამსწრეებს, მათ შორის, საინვესტიციო ჯგუფებს წარუდგინეს.
"Globalize-ი 5 000-მდე წარმატებულ ქართველს აერთიანებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობენ. ჩვენ მათ ვაცნობთ ერთმანეთს, ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს. ამასთან, ვცდილობთ წარმატებული ქართველები დავაკავშიროთ სტარტაპებს იმისთვის, რომ მათ გამოცდილება გააზიარონ და ახალბედა ანტრეპრენერებს რეკომენდაციები მისცენ. Globalize-ის პირველმა კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა; იმ ქართული სტარტაპების შესახებ, რომლებიც კონფერენციაზე იღებდნენ მონაწილეობას, უკვე არაერთმა საინვესტიციო ჯგუფმა გაიგო. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია", — აცხადებს Globalize-ის დამფუძნებელი და აღამასრულებელი დირექტორი, სალომე კუკავა.
"მოხარული ვართ, რომ სილიკონ ველიზე ჩვენი პარტნიორის, Globalize-ის პირველი საერთაშორისო კონფერენცია წარმატებით შედგა. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმატებული პროფესიონალების გაერთიანება, ინვესტორების, გამოცდილი სპიკერებისა და ქართული სტარტაპების ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებმა უკვე გაიცნეს ქართული სტარტაპები. ვფიქრობთ, ეს ახალი და საინტერესო თანამშრომლობების მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა მეტმა ქართულმა კომპანიამ შეძლოს განვითარება, მასშტაბირება და ახალი შესაძლებლობების ათვისება გლობალურ ბაზრებზე", — განაცხადა საქართველოს ბანკის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან გომშიაშვილმა.
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი
-
ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
კომენტარები