დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად, სამ პროექტს შორის, ლევან კოღუაშვილის შეირჩა — სამინისტრო
კულტურის სამინისტროს განცხადებით, დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად ლევან კოღუაშვილი შეირჩა. მათი თქმით, დიდგორის ბრძოლის გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში მეორე ეტაპზე სამი პროექტი იყო გადასული.
უწყებაში ამბობენ, რომ შერჩეული პროექტის ავტორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა საკონკურსო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, დამატებითი სამუშაო უნდა გასწიონ, იმისთვის, რომ საბოლოო არჩევანი მათზე შეჩერდეს.
მათივე ცნობით, პროექტს ახორციელებს კინო იბერიკა, სცენარის ავტორია ლევან კოღუაშვილი, სცენარის თანაავტორი კი ბორის ფრუმინი. უწყების თქმითვე, პროექტში კონსულტანტებად ჩართულები არიან ისტორიკოსები — ზაზა აბაშიძე, მამუკა წურწმუნია, ეკა კვაჭანტირაძე, ფოტოგრაფები — გიორგი მაღრაძე და დიმიტრი გომბერგი. დამდგმელი მხატვარია კოტე ჯაფარიძე, კოსტიუმები ეკუთვნის ნინო ჩუბინიძეს, ხოლო რეკვიზიტები ვალო იმერლიშვილს. პროექტის მიხედვით, ფილმის კინოოპერატორია ფედონ პაპამიქაელი.
"საკონკურსო კომისიის წევრები, რომელთაც კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე პროექტები შეაფასეს და გადაწყვეტილება მიიღეს, არიან: კომისიის თავმჯდომარე — კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; მწერალი და დრამატურგი ლაშა (ირაკლი) სამსონაძე; ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე; რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია; მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი; კინორეჟისორი რუსუდან გლურჯიძე; ისტორიკოსი ჯაბა სამუშია", — ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ კონკურსის პირველ ეტაპზე 10 განაცხადი მიიღეს, რომელთაგანაც მეორე ეტაპზე 3 პროექტი გადავიდა, თითოეულ მათგანი კი $5 000-ის ეროვნულ ვალუტაში ექვივალენტი თანხის ოდენობით დაფინანსდა.
"თითოეული პროექტის ქულობრივ შეფასებამდე, კომისიამ ცალ-ცალკე მოუსმინა კონკურსანტებს და იმსჯელა წარმოდგენილი განაცხადების თაობაზე, მათ შესაბამისობაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის მიზნებთან და საკონკურსო პირობებთან. კომისიამ შეაფასა კონკურსის მსვლელობის პროცესში კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება, კერძოდ, სცენარის შემდგომი განვითარება დრამატურგების ჩართულობითა და მეცნიერთა კონსულტაციით, სცენარის განვითარებაში ისტორიკოსების ჩართვა და თითოეულ სცენარში მთავარი გზავნილის მკაფიოდ წარმოჩენა", — აღნიშნავენ ისინი.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, ვკითხულობთ, რომ შემდეგი ეტაპისთვის "რეჟისორმა, ლევან კოღუაშვილმა უნდა გაითვალისწინოს საკონკურსო კომისიის რეკომენდაციები", რომელიც შემდეგია:
- სცენარის შემდგომი განვითარება გაგრძელდეს დრამატურგების ჩართულობითა და მეცნიერთა კონსულტაციით, რათა დაცულ იქნეს ისტორიული ჩარჩო, ხოლო პერსონაჟების ისტორიულ-ფსიქოლოგიური ტიპაჟები იყოს რეალურობასთან მაქსიმალურად მიახლოებული;
- დავით აღმაშენებლის პიროვნების უფრო ფართოდ გაშლა და მისი ეპოქის გეოპოლიტიკური, რეგიონალური კონტექსტის მეტად წინ წამოწევა. კონკურსის მე-3 ეტაპზე, სამი თვის ვადაში, შერჩეული პროექტის ავტორმა სამინისტროს უნდა წარმოუდგინოს სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსია (რისთვისაც იგი ფინანსდება 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში), რომელსაც კვლავ განიხილავს საკონკურსო კომისია. კომისიის მსჯელობის შემდეგ, მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, კონკურსანტს მიეცემა ერთთვიანი ვადა მე-4 ეტაპის სამუშაოებისათვის, რომლის ფარგლებში მოხდება სცენარის დასრულება. სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ.
კულტურის სამინისტრომ დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ ფილმის გადასაღებად შესარჩევი კონკურსი გასული წლის 12 აგვისტოს გამოაცხადა.
-
შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე
გადახედვა
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა
-
კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია
გადახედვა
-
BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა
გადახედვა
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს
გადახედვა
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის" პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის"
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია
გადახედვა
-
"მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს "მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები