მადლობა Shell-ს მორალური და პასუხისმგებლიანი ნაბიჯისთვის — კულება
ფოტო: კადრი ვიდეოდან / საგარეო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მადლობას უხდის კომპანია Shell-ს რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისთვის. მისი თქმით, ეს ნაბიჯი წაახალისებს სხვა მსოფლიო ბიზნესებსაც.
"მადლობა Shell-ს ამ მორალური და პასუხისმგებლიანი ნაბიჯისთვის და სხვა მსოფლიო ბიზნესების წახალისებისთვის", — წერს ის.
კომპანია Shell რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას დაუყოვნებლივ წყვეტს. Bloomberg-ის ცნობით, Shell Plc ეტაპობრივად რუსული გაზისა და ნავთობის ყველა ტიპის შესყიდვას შეწყვეტს.
მათივე ცნობით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის ფაქტმა უზარმაზარი კომპანიები აიძულა, რუსეთიდან გასულიყვნენ. მათ შორის, საუბარია ენერგეტიკულ გიგანტებზე — BP Plc და Exxon Mobil Corp.
ამ გადაწყვეტილებამდე, 5 მარტს კულებამ მულტინაციონალურ კომპანიებს — მათ შორის Shell-ს — რუსეთთან კავშირების გაწყვეტისკენ მოუწოდა.
"მითხრეს, რომ გუშინ Shell-მა რუსული ნავთობი ფარულად იყიდა. ერთი შეკითხვა მაქვს Shell-თან: თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის? მოვუწოდებ ყველა კეთისლისნდისიერ ადამიანს მთელს მსოფლიოში, მულტინაციონალურ კომპანიებს რუსეთთან საქმიანი კავშრების შეწყვეტა მოსთხოვონ", — დაწერა კულებამ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე ღიად საუბრობენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას განიხილავენ.
Bloomberg წერს, რომ ევროპის ქვეყნები, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებზე უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი, ჯერჯერობით თავს არიდებენ რუსულ ნავთობზე აკრძალვის დაწესებას, თუმცა კომპანიებზე, რომლებიც რუსული ენერგიის ექსპორტს ახორციელებენ, ზეწოლა იზრდება.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ბარელი ნავთობის ღირებულება 140 დოლარს მიუახლოვდა. Brent ტიპის ნავთობის ფასი ამჟამად ბარელზე დაახლოებით 127 დოლარია.
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
კომენტარები