სიძლიერე არ ნიშნავს, რომ მართალი ხარ, უსამართლო ომები დამარცხებისთვისაა განწირული — ბორელი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / European Council
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, სიძლიერე არ ნიშნავს, რომ მართალი ხარ, ხოლო უსამართლო ომები მარცხისთვისაა განწირული.
"საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის რას ნიშნავს ომი. მან გამოსცადა უდანაშაულო მოქალაქეების ტანჯვა და იცის, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი თავისუფლებისთვის ბრძოლა. მან ძალიან კარგად იცის, თუ რას განიცდის უკრაინელი ხალხი.
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. დღეს, ისე როგორც არასდროს, საზოგადოებებისა და კავშირების ერთად დგომის დროა, რომ ნდობაზე, სამართალსა და თავისუფლებაზე დამყარებული მომავალი ავაშენოთ. მოვიდა დრო, რომ მტკიცედ დავდგეთ და ხმა ავიმაღლოთ. სიძლიერე არ ნიშნავს, რომ მართალი ხარ. არც არასდროს ნიშნავდა და არც მომავალში იქნება ასე", — განაცხადა მან.
ბორელი აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებები არა მარტო საერთაშორისო კანონმდებლობის უმძიმესი დარღვევა, არამედ ადამიანთა თანაცხოვრების ძირითად პრინციპების დარღვევაც არის. მისი თქმით, ევროკავშირი პუტინის არჩევანს "ჯუნგლების კანონის" დაბრუნებად მიიჩნევს. ბორელი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის სამიზნე არა მარტო უკრაინა, არამედ მთელი საერთაშორისო წესრიგია.
"მისმა აგრესიამ არაერთი უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა ადამიანების სურვილი — იცხოვრონ მშვიდობიანად. ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ობიექტებს, რაც ნათელი მაგალითია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის დარღვევისა, რამაც აიძულა ადამიანები ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ. ჩვენ თვალწინაა ჰუმანიტარული კატასტროფა. თვეების განმავლობაში უპრეცედენტო ძალისხმევა გამოვიჩინეთ, რომ დიპლომატიური გზები გამოგვეძებნა. მაგრამ პუტინი ატყუებდა ყველას, ვინც მას ხვდებოდა, თითქოსდა საკითხის მშვიდობიანი მოგვარებით იყო დაინტერესებული. სანაცვლოდ, მან სრულმასშტაბიანი დაპყრობა და სრულფასოვანი ომის გაჩაღება აირჩია", — თქვა მან.
ბორელი ხაზს უსვამს, რომ დანაშაულის გასამართლებლად კრემლმა და მისმა მხარდაჭერებმა დეზინფორმაციის უზარმაზარი კამპანია წამოიწყეს. ის ამბობს, რომ დიდი ხანია, რაც ამ მხრივ, კრემლის საქმიანობის სამიზნე საქართველოცაა, თუმცა ქვეყანამ იცის როგორ უნდა აღმოაჩინოს ინფორმაციის მანიპულირების "კრემლისეული მცდელობა".
ბორელი აღნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში კრემლის ქმედებების წინააღმდეგ ერთობლივი წინააღმდეგობისთვის პარტნიორებთან თანამშრომლობა გრძელდება.
"ქვეყნები გმობენ რუსეთის თავდასხმებს და გენერალურ ასამბლეაზე მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააერთიანოს ძალები და ხელი შეუწყოს რუსეთის სამხედრო აგრესიის დასრულებას გაეროს შესაბამისი რეზოლუციის მიღების საშუალებით. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ალბანეთს, როგორც რეზოლუციის თანაშემდგენელს", — ამბობს ის.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
კომენტარები